სამშაბათი, ივლისი 22, 2025

ირაკლი კობახიძე – „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია, როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, აწებებ პრორუსის იარლიყს

„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია – როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში ეს კამპანია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.

„კამპანია ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის რუსულ საწყისებზე სათავეს იღებს 2011 წლიდან, ჯერ კიდევ პარტიაც არ იყო დაფუძნებული. როცა 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული უკვე წარმოებს კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან მარტივი ხელწერა. ეს არის ე.წ. დიფ სთეითის ხელწერა. ეს არ არის ჩვენს მიერ მოგონილი ტერმინი, ჩვენ სხვა ტერმინსაც ვიყენებდით, ჩვენი ტერმინი იყო „გლობალური ომის პარტია“ და რასაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებდით, იმას მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც „დიფ სთეითს“. რეალურად ხელწერა უცვლელია ქვეყნების მიხედვით, პრაქტიკულად იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი იარლიყი – პრორუსი და როდესაც შენ გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს. ეს ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. რომ გავიხსენოთ ჩვენი მეგობარი ვიქტორ ორბანი, ისიც მოიხსენიება, როგორც პრორუსი პოლიტიკოსი და არც პრორუსულობის არავითარი ნიშანწყალი არ არის უნგრეთში და არც სხვა, რა ტერმინებსაც იყენებენ ხოლმე ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ, მაგალითად დიქტატორი და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.„გაირკვა, რა ღირს „ქართველი ხალხის სიყვარული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და მას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა. ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ში ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორის არის სამხრეთკაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში - ტიტულოვან მოჭიდავეს და დეპუტატს მამა გარდაეცვალა.სპარტაკ პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელად 2014 წლიდან მუშაობდა. 

ირაკლი კობახიძე – გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას, იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა

გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.პრემიერის თქმით, აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას.„ეს პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართველი ხალხის მიმართ. ხშირად ვადარებთ მოლდოვას ჩვენს ქვეყანას. კორუფცია ყვავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტეა ინსტიტუტების, დსთ-ს წევრია და ა.შ. ამის მიუხედავად, მოლდოვა ლამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად. იქ პარტიებს კრძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, პირიქით აქებენ, ამისათვის. პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს. საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება. აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას. სად ჩანს კიდევ ერთი უსამართლობა განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მიმართ – მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი იყო მომხრე. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში შემცირდა ნდობა, სამწუხაროდ, არამარტო ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის, როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა ჯერ კიდევ არის 50 პროცენტი. ასეთია ვითარება. აქ არის პროევროპული მოსახლეობა და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტმა გამოაცხადა მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

„იმედს ვეპოტინებით… მეორე დღეა, სიცხემ დაიწია…“ – როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამინდელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, „პრაიმტაიმთან“ თაკო ჩარკვიანი საუბრობს.„ვეპოტინებით და გვიხარია, რომ მეორე დღეა, სიცხემ დაიჭირა, როგორც იტყვიან. სეფსისს, როგორც სჩვევია, ერთი დღე ავარდებოდა ხოლმე სიცხე, მეორე დღეს ჰქონდა 36.6, უცებ ისევ 39-მდე აუწევდა.ახლა არ ვიცი, თქმა მეშინია — ოდნავ რაღაც გამოკრთა. როგორც ექიმები იტყვიან ხოლმე, დინამიკაში სტაბილურობაა და არა უარესობა. სიცხის გამო, შეუძლებელია ხოლმე კომუნიკაცია, არ არის ხოლმე კონტაქტური, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაუმჯობესდება, იმავე წამს ვეუბნები ხოლმე, რომ ბიჭებმა დარეკეს, ყველამ მოიკითხა, მთელი ესტრადა რეკავს და კითხულობს...“ – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ბოლო სიახლეები