ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ელჩი დანიგანის პოზიციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მალე იქნება ხელშესახები შედეგები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით.
ჩვენ სამ რამეს ვუკავშირებდით ურთიერთობების გადატვირთვას, ეს იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც უკვე დასრულდა და დასრულდა იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჯანსაღ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დასრულდა ამერიკის არჩევნები და ესეც დასრულდა ისე, როგორც ყველაზე მეტად წაადგება ურთიერთობების გადატვირთვას და დარჩა მესამე საკითხი – ეს არის უკრაინაში ომის დასრულება“,- განაცხადა პრემიერმა.