პარასკევი, მარტი 21, 2025

ირაკლი კობახიძე – გუბაზ სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა – გუბაზ სანიკიძემ ორი დღით ადრე ზურაბიშვილს თამარ მეფე უწოდა და ორ დღეში მას ათქმევინეს, რომ ზურაბიშვილის აზრი არავის აინტერესებდა.

„ზურაბიშვილი სოროსის ფონდის ოფისში დასვეს, რაღაც საოცარი მოვლენაა, დაარქვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატი და დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ აგინებინებენ. გუბაზ სანიკიძე, პრინციპულობით გამორჩეული პოლიტიკოსი გამოვიდა, ორი დღით ადრე თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, რომ არავის აინტერესებს მისი აზრიო, მეორე დღეს გამოიყვანეს ხაბეიშვილი და ათქმევინეს, რომ ეგ პრეზიდენტი აღარ არის და მაგის აზრი აღარ გვაინტერესებსო. ჩამოწერა მიდის თანდათანობით, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასევე იქნება ჩამოწერილი, ეს არის აშკარად „დიფ სთეითის“ გადაწყვეტილება. ყველაფერი გარედან იმართება. თუ „დიფ სთეითი“ არ დაავალებს არაფერს, არც ხაბეიშვილი იტყვის, არც გუბაზ სანიკიძე და არც ვინმე სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“სასწაულები ხდება…” – მარიამს, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია

ეს გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო სოციალურ ქსელში ცნობილი ქველმოქმედის, დანტესი ფოტოგრაფის მეშვეობით. დანტესი და ექიმი მედეა იობაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას მოუწოდებდნენ გაერთიანებისკენ 16 წლის მარიამ კოხრეიძისთვის, რომელიც ხუთშვილიანი ოჯახიდანაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს და გარდა იმისა, რომ საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც ჰქონდა. საზოგადოების დახმარებით, თანხა შეგროვდა, მარიამი თურქეთში წაიყვანეს.როგორც დღეს დანტესი და მედეა იობაშვილი იუწყებიან, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ორი ოპერაცია გახდა საჭირო, „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება.აღსანიშნავია ისიც, რომ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას."სასწაულები ხდება, მეგობრებო. დღეს ყველანი ერთად გავხდით ამ სასწაულის მომსწრე... სრული ტრანსფორმაცია... შოკში ვართ ყველა... უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც გვერდით გვედექით ამ რთულ პერიოდში..." - ამბობს დანტესი.

დონალდ ტრამპი – ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ.„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც.„როგორც იცით, გუშინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ.პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის შემდეგ, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

თეთრი სახლის პრესმდივანი – დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.ლივიტის თქმით, ტრამპი „სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და „ცაჰალს“, ასევე ქმედებებს, რომლებიც მათ ბოლო დღეებში განახორციელეს“.„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განუმარტა „ჰამასს“, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ყველა მძევალს, ამისთვის მოუწევდათ საფასურის გადახდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ არსებული ვითარება არის „ჰამასის“ ბრალი 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის გამო.ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ისრაელმა ღაზაზე დარტყმები განაახლა, რითაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმეა დაირღვა.

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან დამაჯერებლად მოგებული (3:0) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და განაცხადა, რომ საპასუხო მატჩამდე არაფერია გარკვეული.„რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, სერიოზული და მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს.იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს“.საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები