ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

ირაკლი კობახიძე – გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.

„ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. 1 120 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი და საბოლოო ჯამში, ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ. მშვიდობა არის განვითარების მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. ამას არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი და გააკეთა რაციონალური არჩევანი. გასული ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ვითარება იყო ძალიან რთული, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ურთულესი პროცესების ღირსეულად გავლა. რომ არა ხალხის თანადგომა, გამოცდილება და ბრძნული გადაწყვეტილებები, მარტო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაშიც, ხალხი დადგა სწორი გადაწყვეტილების მხარეს. ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – არ შეიძლება, ასე უხეშად ატყუებდე ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არჩევნების მეორე დღეს გიწევს, თვალებში ჩახედო საკუთარ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, ამომრჩევლის მოტყუების გამო ოპოზიციას უწევს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავის მართლება და ამის ერთადერთი საშუალება მათთვის არარსებულ გაყალბებაზე საუბარია. „სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო 20-25%, უფრო მაღალ შედეგებს წინასწარმეტყველებდა ჩვენთვის ოპოზიცია, ისინი ამბობდნენ 30-35%-ს. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, როგორი იყო საერთო სურათი. როცა ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება და თავის მართლების ერთადერთი საშუალება მათთვის არის ის, რომ უნდა ისაუბრონ არარსებულ გაყალბებაზე. სინამდვილეში არავითარი არც ფაქტი, არც მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ არათუ გაყალბებაზეა საუბარი, არამედ ამ არჩევნებში რაიმა არსებითი ხარვეზი ყოფილიყო დადგენილი, არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავისუფალი ჭიდაობა | ავთანდილ კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს დამაჯარებელად, 13:4 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მსოფლიო პირველობაზე ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძეც (92 კგ) – ქართველი ჩემპიონობისთვის ლეგენდარულ ფალავანს, აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში 29 ოქტომბერს დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს გელა ბოლქვაძე და ოთარ აბულაძე დაეუფლნენ.

ვასილ მაღლაფერიძე: პრეზიდენტის გეგმა-დაპირებაც ქარტიაზე და ტექნიკურ მთავრობაზე ჩაილურის წყალს სვამს და არც მაიდნის და რევოლუციის მოსაწყობად აუცილებელი საბაბ-დოკუმენტაცია არ ჩანს

ვიდრე დაპირებული ორშაბათი გათენდება, დღეს ცხადი გახდა, რომ ოპოზიციურმა სამეულმა უკან დასახევი საბოლოოდ მოიჭრა და აწი მათი პარლამენტში შესვლა ხარაკირის ტოლფასი იქნება. - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს. სხვა გზა აღარ აქვთ, რა გეგმაც არ უნდა დადონ ორშაბათს, მისი შინაარსი მხოლოდ ის იქნება, რომ ბოლომდე მიაწვნენ გაყალბების თემას, თუმცა, რამე განსაკუთრებულ აქტივობას არც ამ მიმართულებით იჩენენ და უცხოეთიდან უფრო ცდილობენ მუხტის შენარჩუნებას, ვიდრე - ქვეყნის შიგნით. პრეზიდენტის გეგმა-დაპირებაც ქარტიაზე და ტექნიკურ მთავრობაზე ჩაილურის წყალს სვამს და არც მაიდნის და რევოლუციის მოსაწყობად აუცილებელი საბაბ-დოკუმენტაცია არ ჩანს. ცოტა ხანში ფორმალური პროცედურები დასრულდება, პარლამენტი მუშაობას შეუდგება და ოპოზიციას მოუწევს განცხადების დაწერა პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობა აქვს გახარიას პარტიას, რომელიც დღემდე ორაზროვან პოზიციას ინარჩუნებს და პარლამენტში შესვლის მიზეზის პოვნა არ გაუჭირდება.- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმას ორშაბათს წარადგენენ – შევიკრიბებით რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიკრიბებიან ორშაბათს რუსთაველზე და დეტალურად იქ გააცნობენ საზოგადოებას სამოქმედო გეგმას. „ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტუმურად აღიარებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში და რამაც დადო შედეგი არაღიარებისა. ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი“, – განაცხადა ანა დოლიძემ. სამი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას ესწრებოდნენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამასთან, შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მეცნიერებს მარინა მენთეშაშვილს და ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატს, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს მარინა მენთეშაშვილს და ამავე ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ინსტიტუტის ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ ვაჟა ტარიელაძეს საპატიო დიპლომები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მარინა მენთეშაშვილმა და ვაჟა ტარიელაძემ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში. „ილია ჭავჭავაძემ ბრძანა: „დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, ამხნევებენ. ერი თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა სურს და ეგრეც არის, საცა ერი ერობს”, - ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თითოეული ჩვენთაგანის, მეცნიერისა და მკვლევარის მოღვაწეობის ქვაკუთხედი. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს ღირსეული მეცნიერების დაფასება და მივცეთ მაგალითი. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის კადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს დააფასოს გამორჩეული ადამიანები. უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე მარინა მენთეშაშვილის და ვაჟა ტარიელაძის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგიებსა და მეცნიერებისთვის უნივერსიტეტის საპატიო დიპლომის გადაცემის თაობაზე. საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ქალბატონ მარინას და ბატონ ვაჟას და წარმატებებს ვუსურვებ”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

ბოლო სიახლეები