პარასკევი, აპრილი 17, 2026

ირაკლი კობახიძე ბექა ლილუაშვილს: ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი “ნაცმოძრაობას” დამთავრებას ჰპირდებოდა, თუმცა ძალიან მალე მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა, ეს არის მისი და თქვენი პრინციპულობა

ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი „ნაცმოძრაობას“დამთავრებას ჰპირდებოდა, თუმცა ძალიან მალე მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა. ეს არის მისი პრინციპულობა, ეს არის თქვენი პრინციპულობა, სერიოზული პრობლემები გაქვთ, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ბელადის, ლიდერის თვალში დირეს ვერ პოულობთ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის კითხვას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დაასახელოს ერთი ფაქტი, რის გამოც იმსახურებს ნდობას. პასუხად ირაკლი კობახიძემ ლილუაშვილს ბასიანი, პანკისი და 20 ივნისი შეახსენა და უთხრა, რომ მის ადგილას რომ იყოს, არ დასვამდა კითხვას იმ პარტიის წარმომადგენლისგან, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი „საგმირო საქმე“ აქვს ჩადენილი.

„ცოტა გამიჭირდება ჩემს თავზე ვისაუბრო, მე ვახსენე რაც გავაკეთეთ ჩვენს გუნდთან ერთად კონკრეტულად პარლამენტში. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს უამრავი რამ გაკეთებული და მე ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე, რითაც ვამაყობ. ეს არის უამრავი საქმე, რომელიც გაკეთდა მათ შორის ჩემი მონაწილეობით, თუმცა გამიჭირდება დეტალურად ჩემს თავზე საუბარი, ეს უბრალოდ არ იქნება სწორი. თქვენს ადგილას რომ ვიყო, იმ პარტიის წარმომადგენლისგან არ დავსვამდი კითხვას, რომლის ლიდერსაც ძალიან ბევრი „საგმირო საქმე“ აქვს ჩადენილი. მარტივად ჩამოვთვლი, რაც ამ კაცს აქვს გაკეთებული – ბასიანი, გასაგებია რაზეც ვსაუბრობ, პანკისი – უმძიმესი ქმედებები, 20 ივნისის სროლა. აქ სროლაზე არ არის იმდენად საუბარი, აქამდე მივიდა საქმე იმ ქმედებების გამო, რომელიც ამას წინ უძღვოდა.

ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რატომ დააყენეს სპეცრაზმი ჭიშკრის წინ, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ა.შ. ეს ყველაფერი რომ მომხდარიყო და სწორად ემოქმედა მაშინდელ შს მინისტრს, როგორც მოგვიანებით მოქმედებდა ბატონი ვახტანგ გომელაური ანალოგიურ შემთხვევებში, საჭირო არ გახდებოდა სროლა, რამაც გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების მძიმედ დაზიანება. როცა ასეთი ადამიანი გყავთ ლიდერი, მე თქვენს ადგილას არც ერთ შეკითხვას არ დავსვამდი. ძალიან მძიმეა ამ ადამიანის წარსული. ასევე არ დავსვამდი კითხვას როცა ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ოთხ მუნიციპალიტეტში ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიცია შექმნა. ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, ზუსტად ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი „ნაცმოძრაობას“ დამთავრებას ჰპირდებოდა, თუმცა ძალიან მალე მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა. ეს არის მისი პრინციპულობა, ეს არის თქვენი პრინციპულობა, გაქვთ სერიოზული პრობლემები, ამიტომ ნუ ეძებთ სხვის თვალში ბეწვს, როდესაც საკუთარი ბელადის, ლიდერის თვალში დირეს ვერ პოულობთ. ეს არის ჩემი რჩევა თქვენს მიმართ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის გამოხატულებაა რეიტინგები.

„რატომ გაქვთ თქვენ 2 % და რატომ გვაქვს ჩვენ დაახლოებით 60% რეიტინგი, იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებდით საქმეებს, რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ პარტიას, თქვენ ყველა პრინციპს უღალატეთ, მათ შორის ხაზს გავუსვამ იმას, რომ დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში გაქვთ შექმნილი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პროგრამაზე უკვე აღვნიშნე, შტაბის უფროსი ვიყავი და ჩემი ხელმძღვანელობით დაიწერა ეს საარჩევნო პროგრამა, შესაბამისად, როდესაც გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი 2020 წელს, მან რა თქმა უნდა ისარგებლა ჩემი ხელმღვანელობით დაწერილი პროგრამით, თუმცა ეს იყო ლეგიტიმური პლაგიატი, შესაბამისად არავითარი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ნატო-დან დამირეკეს, მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება, ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები

ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება. ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს,„ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, შორს დარჩენილიყვნენ, თუ მხოლოდ გემების ნავთობით ჩატვირთვა არ სურთ. როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები!“, – წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა – „ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება.„ძალიან წარმატებული დღეა დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. უპრეცედენტო წარმატებაა დღესაც. როგორც მამაკაცი, ასევე ქალი სპორტსმენი ერთ დღეს ხდება მსოფლიო ჩემპიონი. მინდა, ორივე ჩემპიონს მივულოცო, მათ აქვთ ძალიან მდიდარი წარსული, არიან ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება. მადლობა, მინდა, გადავუხადო მათი შრომისთვის. ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა და მადლობა მათ შრომისთვის და მათი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გერმანია განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩეოდა პრინციპების მიმართ, დღეს კი ბიუროკრატიის დონეზე ყველანაირ პრინციპს უარყოფენ, რაც ევროპული ბიუროკრატიის სახეს აჩვენებს

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კითხვა ეხებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას.კობახიძის თქმით, ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს აჩვენებს.„გერმანიაში რომ ასეთი პრობლემებია, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგალითად, იგივე 20 წლის წინ, გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ. დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, პატივს არ სცემენ პრინციპებს, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროსთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ამ მოვლენას, არის ეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

გიგა ბოკერია – ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა

საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებამდე საჭიროა გარდატეხა საზოგადოებაში და მშვიდობიანი პროტესტი.„უნგრეთში იყო არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჩვენი, საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული საფრთხის შემქმნელია. თავისუფალი ქვეყნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე გვჭირდება იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რაც ახალი არჩევნების ჩატარების შანსს მოგვცემს. 26 მაისის შეკრება, ოპოზიციური ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას – ამ რეჟიმის შეცვლა, თავისუფალ სამყაროში ჩვენი დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, უბრალოდ, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო იმ ხარისხის მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ რეჟიმს გადატეხავს და მის რეგრესიულ აპარატს კონტროლს დააკარგვინებს. ასე მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ეს იყო და არის „ფედერალისტების“ და ოპოზიციის ალიანსის პოზიციაც“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოლო სიახლეები