ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს ხედავენ და ეს მათ გადაწყვეტილებებში აისახება. მათ შორის იმაში, რომ ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტოდ დიდი ფინანსური დახმარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საქართველოს ასეთი მასშტაბის დახმარება არასდროს მიუღია. რაც შეეხება გარკვეულ დათქმებს, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ჩვენი ამოცანაა, დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცება და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს შევასრულებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის დახმარების სახით 132 025 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.