ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის საელჩო, USAID-ი, NED-ი მოქმედებდნენ ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID-ი, ისევე როგორც NED-ი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-სა და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.

„ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-სა და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბერდია სიჭინავა: პარლამენტში არ შევდივართ, სადღეგრძელოები არ გვჩვევია და ამას არ სჭირდება ფიცი

ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას: „რჩები პარლამენტში?! - ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“. „ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს, არ ვართ ვინმეს ემოციურ ყიჟინასა და პოლიტიკურ დღის წესრიგს აყოლილი და რაღაც სადღეგრძელოები არ გვჩვევია. ჩვენი „ჰო“ არის „ჰო“ და „არა“ არის „არა“ და ამას არ ჭირდება დამატებითი ფიცი, მტკიცება რაღაცების და პოლიტიკურ ვაგხანალიაში შესვლა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პოლიტიკური გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ არც იმას ვეთანხმებოდით, სიების ჩახსნის გიჟური კამპანია რომ წამოიწყეს. ყველას გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს, ყველას ბრძოლას ვცემთ პატივს, მაგრამ ეს ამ პარტიის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ჩვენს პარტიას მამუკა ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება აღებული, ერთადერთი ვალდებულება გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიული მომავლის წინაშე და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე. მე სპეციალურად არ შევალ ასეთი ტიპის სპეკულაციაში იმიტომ, რომ ამაზე ბევრად მაღლა ვდგავართ, ამაზე ბევრად მაღალი მიზანი გვაქვს ვიდრე მამუკა ხაზარაძის დაწერილ სტატუსებს განვიხილავდეთ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ნაცემად, გაძარცვულებად. ჩვენ როცა ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ესე იგი არ შევდივართ. შევედით რომელიმე პარლამენტში, კომიტეტში, დელეგაციაში? ხელფასს ვიღებთ ამ საქმიანობიდან? რა უნდათ? მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს? პარლამენტის ლეგიტიმაციას ის არ წყვეტს ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს შეუწყდება თუ არა ლეგიტიმაცია. 5 თებერვლამდეც არალეგიტიმური იყო პარლამენტი და 5 თებერვლის შემდეგაც არალეგიტიმურია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღო, ასევე გადაეცა F-16-ის ტიპის თვითმფრინავები

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან. „რაოდენობას ვერ დავასახელებ, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადები ისეთია, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან შევთანხმდით. დიახ, Mirage-ები ჩამოვიდა, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ჩვენ დამატებით ველოდებით F-16-ებსა და Mirage-ებს“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინა მუდმივად სთხოვს დასავლელ მოკავშირეებს თანამედროვე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას, მათ შორის ჯავშანტექნიკის, ტანკების, შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს. გასული წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას დაჰპირდა, რომ საფრანგეთი მოამზადებდა უკრაინელ პილოტებს Dassault-ის წარმოების თვითმფრინავების სამართავად.

გახარიამ ,,ნაცები” მართლა დაასრულა- ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს გიორგი გახარიამ აჩვენა, ამ ოპოზიციისგან განსხვავებით ბევრად პრაგმატულად და ლოგიკურად აზროვნებს. ხოლო საბოტაჟნიკებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ალღო აქვს. შესაბამისად, გახარიამ არ დაასწრო მოვლენებს და მანდატებზე უარი არ თქვა. ამიტომ არაა გამორიცხული, ის პარლამენტშიც ვიხილოთ. „გახარიას მოგებაა ის, რომ ის და მისი გუნდის წევრები კარგ ხელფასს აიღებენ, კარგი მანქანებით და კომფორტით ისარგებლებენ; ექნებათ სამანდატო პრივილეგიები; კარგ მივლინებებში წავლენ დეპუტატების სტატუსით; გამოვლენ ტელევიზიაში და ილაპარაკებენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. გახარიამ თავიდან განაცხადა, რომ მანდატებს არ დატოვებდნენ. ის უტვინოდ არ იქცევა და აჩვენა, რომ პოლიტიკური ალღო აქვს. უტვინოდ იქცევა კოლექტიური „ნაციოანლური მოძრაობა“, რომელთაც ეგონათ, რომ „ოცნება“ მანდატებს არ გაუუქმებდა და აქეთ შეეხვეწებოდა. აქაც ძალიან მწარედ შეცდნენ. გახარია პრაგმატული პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მას სავაჭრო „ოცნებასთან“ არაფერიც არა აქვს. გახარიამ კარგად იცის, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურ ფლანგზე გზას ითავისუფლებს. ისედაც წყალწაყებული რადიკალური ნაცობა ახლა უფრო ჩაირეცხება. ამით კი მას მთელი პოლიტიკური ველი ცარიელი დარჩება. ის თუ პარლამენტში შევა, ამ ტრიბუნას ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს. გახარიამ ამ ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, მარტო ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს. ამ უტვინო ნაციონალებმა საკუთარი დასაკლავი დანა თავად ალესეს“,-ამბობს გვენეტაძე. მისივე თქმით, ექს-პრემიერი თავის პარტიასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადება, რისთვისაც საპარლამენტო მანდატს მშვენივრად გამოიყენებს. დაფინანსებაც აიღო და ოპოზიციურ ველზე გაკოტრებულ ოპოზიციას კიდევ უფრო გვერდით ჩააჩოჩებს. „გამოდის, გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე მოწინააღმდეგე მხარე აღარ ეყოლება. კონკურენტები ერთი ხელის მოსმით მოიშორა. ის ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პოლიტიკურ მოუსავლეთში გადადის. მას თავით მიჰყვება ეს უბედური ბანკირების ვითომ პარტიაც. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გახარიამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად გაინაღდა ის ადგილი, რომელსაც ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებში მოიპოვებს. ამიტომ იმ 49 კაცმა პოლიტიკური სამარე საკუთარ თავებს თავად გაუთხარეს, გახარია კი მათ მიწას მიაყრის. ასევე ნაციონალების გასამართლების პროცესიც მშვენივრად გამარტივდება. ეს ხალხი აღარ იქნება პარლამენტის წევრი და ვისაც რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მოეკითხებათ“, - ამბობს გვენეტაძე. წყარო:for.ge

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაარსებს რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დააარსებს თეთრი სახლის რწმენის ოფისს და გენერალურ პროკურორს, პამ ბონდის დაავალებს, გამოავლინოს და აღმოფხვრას ანტიქრისტიანული მიკერძოების შემთხვევები ფედერალურ მთავრობაში. „ამ სამუშაო ჯგუფის მისია იქნება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ქრისტიანული საზოგადოების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმა ფედერალურ მთავრობაში, მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტში, სადაც მდგომარეობა საგანგაშოა, ასევე შემოსავლების სამსახურსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ის შექმნის ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. „ყოველთვის დავიცავ რელიგიურ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, დღეს პატივი მაქვს, გამოვაცხადო, რომ ვქმნი ახალ საპრეზიდენტო კომისიას რელიგიური თავისუფლების საკითხებზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და კომისია დაუღალავად იმუშავებს ამ ფუნდამენტური უფლების დასაცავად. თუ არ გვექნება რელიგიური თავისუფლება, მაშინ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი ქვეყანა, შესაძლოა, საერთოდ არც გვქონდეს ქვეყანა. მე სწორედ ღმერთმა გადამარჩინა“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება მთავრობის მხრიდან რელიგიის მხარდაჭერას ზღუდავს.

ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის, მაგრამ ამ მიზეზით, მგზავრობა შეუძლებელია-მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა პირად ჰიგიენაზე აქვს შენიშვნა

მომღერალი მაია ბარათაშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას. მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა პირად ჰიგიენაზე აქვს შენიშვნა. მომღერალი ამბობს, რომ კონკრეტული მიმართვის ჩაწერა დიდი ხანია სურს, თუმცა თავს იკავებდა. მაია ბარათაშვილი: ძალიან დიდი ხანია მინდა ამ მიმართვის ჩაწერა, დელიკატური თემაა და მოისმინეთ. მე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი ვარ. ხშირად ვმგზავრობ ავტობუსით და მეტროთი. ორივე მოხერხებული ტრანსპორტია. მაგრამ ერთი პრობლემაა - მგზავრების მხრიდან პირადი ჰიგიენის დაუცველობა. მეტროში და ავტობუსში, ზაფხულში, დაუბანლობის სუნი წაგიღებთ. ბოდიშს გიხდით ასეთი კატეგორიულობისთვის. მაგრამ შეუძლებელია მგზავრობა ამ მიზეზით. დღესაც ავედი ავტობუსში, მამა-შვილი იჯდა ფანჯარასთან და მესმის ასეთი საუბარი: შვილო, არ არის საჭირო ყოველდღე ბანაობა, სამ დღეში ერთხელ რომ დაიბანო, აბსოლუტურად საკმარისია. კანიც არ გამოგიშრებაო. ათი წუთი უხსნიდა 15 წლის ბიჭს, რომელიც მამას გაკვირვებული უყურებდა. ეს კატასტროფაა. ჭკუიდან გადამიყვანა ამ საუბარმა. სად ვართ? შუა საუკუნეებში ვართ? ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მიხედეთ პირად ჰიგიენას. იზრუნეთ თავზეც და სხვაზეც. წაიკითხეთ ანატომია, გაერკვიეთ, როგორ მუშაობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები და რა ემართება ადამიანის სხეულს, თუკი ის თუნდაც ერთი დღე არ დაიბანს. ბოდიში ასეთი კატეგორიული ჩანაწერისთვის. ეს არ ეხება კულტურულ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სუფთავდებიან.

ბოლო სიახლეები