შაბათი, აპრილი 19, 2025

ირაკლი კობახიძე – არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა, მინიმალური მოთხოვნა გვაქვს, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ სამშობლოს

არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მინიმალური მოთხოვნაა, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ საკუთარ ქვეყანას.

„ნეტავ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღზეც არ არის საუბარი, მინიმალური მოთხოვნა რომ დავაყენოთ, ნეტავ არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის უცხოური აგენტურა. ამაზე მეტი მოთხოვნაც არ გვაქვს. ნუ იქნება ბოლომდე ჯანსაღი, ნუ იქნება ბოლომდე კომპეტენტური, ოღონდ არსებობდეს ამ ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც უბრალოდ, არ იქნება უცხოური აგენტურა. მეტი მოთხოვნა ხომ არ გვაქვს, ეს არის ერთგვარი მინიმალური მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერმა ამ ქვეყნის მოქალაქემ უნდა დავაყენოთ.

არ ეღირსა ამ ქვეყანას ოპოზიცია, რომელიც არ იქნება უცხოური აგენტურა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მცირე პოლიტიკურ პარტიებს, არის ერთი-ორი პატარა პარტია, რომელიც შეიძლება, გარედან არ იმართება, მაგრამ რაც შეეხება ოთხ ოპოზიციურ პარტიას, იცით, როგორ გადანაწილდა არჩევნებზე შედეგები, 54% ავიღეთ ჩვენ, 38% იმ ოთხმა პარტიამ და 8% დანარჩენმა. იმ 8%-ში შეიძლება ზოგი ასეთი სუბიექტი შეიძლება იყოს, ზოგი ისეთი, მაგრამ რაც შეეხება 38%-ს, ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, არის უცხოური აგენტურა. რომელიც ემსახურება არა საკუთარ ქვეყანას, არამედ უცხო ძალას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკის ახალი ხელისუფლება უწოდებს „დიფ სთეითს“ და .შ. ამიტომ არათუ პრობლემაა მათი არშესვლა საკრებულოებში ან დიდი დოზით არშესვლა, პირიქით, ეს არის ერთგვარი შანსი იმისა, ეს აგენტურული ოპოზიცია ჩანაცვლდეს პერსპექტივაში ისეთი ოპოზიციით, რომელიც, სულ მცირე, საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგება.

კომპეტენციას და სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ – მინიმალური მოთხოვნა გვაქვს ის, რომ ოპოზიცია უნდა ემსახურებოდეს არა უცხოურ ძალას, არამედ უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იდეალური ხელისუფლება, დემოკრატიის კანონია, რომ არ შეიძლება, რომელიმე ხელისუფლება იღებდეს 65,-70%-ს. ბუნებრივად არსებობს ოპოზიციური ნიშა. ასეთია დემოკრატიის ბუნება. როგორც კი ჩვენ წარმოვიდგენთ ვითარებას, სადაც ეს აგენტები აღარ არიან პოლიტიკურ სისტემაში, მაშინ ბუნებრივად გაჩნდება ნიშა, რომელსაც დაიკავებენ არა აგენტები, შესაბამისი ოპოზიციური პარტიები. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელსაც ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე. მართალია, ეს შეიძლება, ვერ ესწრება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაგრამ რისი პირობაც შეგვიძლია, მივცეთ საზოგადოებას, არის ის, რომ არჩევნებამდე აუცილებლად გავამზადებთ სარჩელს და შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პროცედურებს, წესით, არ უნდა დასჭირდეს დიდი დრო. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებადია ეს პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად, III საუკუნეში გადმოვიდა.

შემზარავი ტრაგედიის დეტალები – „ავტომობილი, რომელშიც არასრულწოვნები ისხდნენ, ხიდიდან წყალში გადავარდა“

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.ორი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩაასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას… მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე. წაიკითხეთ სრულად

„უფალს დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის… დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ – მეუფე...

„უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე... დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ მას და ჯვარს აცვამენ“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკატედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო. და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც ოცდაათ ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ.ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები. რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

ჯეი დი ვენსი – რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის...

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, წინასწარ შედეგებს არ განვიხილავ, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შეგვიძლია ამ სასტიკი ომის დასრულება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.„მე მინდოდა, მომეყოლა იტალიის პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთისა და უკრაინის გარკვეული მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი საკითხის შესახებ, რაც ბოლო 24 საათში მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ზოგიერთი საინტერესო საკითხი, რომლის მოყოლაც ღირს, ცხადია, პირად საუბარში“, – აღნიშნა ვენსმა.„მოლაპარაკებები რადგანაც გრძელდება, მე წინასწარ არ განვიხილავ შედეგებს, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ იმედია, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის, ამ ძალიან სასტიკი ომის დასრულება“, – განაცხადა ვენსმა.

ბოლო სიახლეები