საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კიშინიოვში იმყოფება, სადაც უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“ გაუძღვება.
ღონისძიების ფარგლებში, დღეს ირაკლი კობახიძემ, უკრაინელ, მოლდოველ და ლიტველ კოლეგებთან, ასევე, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, მოლდოვას დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.