ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025

ირაკლი ზარქუა: “ხაბემ” და “ჭიჭე” ვაშაძემ სოციალურ ქსელებში რეკლამაში უკვე 65 000 დოლარი გადაიხადეს – 2012 წლის ფასებს ადარებენ 2024 წლის ფასებს, თითოეული მოქალაქე გრძნობს, ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ

ამ თემებზე რომ დარბიან, ამაში 65 000 დოლარი გადაიხადეს უკვე რეკლამაში “ხაბემ” და მეორე რომ ჰყავს, ჭიჭე ვაშაძე – ორივემ ერთად, ოფიციალურად. სოციალურ ქსელში რომ ამ თემით არიან დაკავებული, 65 000 დოლარი აქვთ გადახდილი და ესენი ახლა მოსახლეობაზე ზრუნავენ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, “ნაციონალური მოძრაობის” ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც პროდუქტების ფასების ზრდაზე აქცენტირებას გულისხმობს, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

ზარქუას განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ქვეყნისთვის ომის თავიდან ასარიდებლად, ბიძინა ივანიშვილი კი დღემდე არაოფიციალურად სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, ვინაიდან ის არ დათანხმდა საქართველოს ომში ჩართვას. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხალხის ნდობაში მაშინ დარწმუნდა, როდესაც მცდელობების მიუხედავად, საზოგადოება ოპოზიციას გვერდით არ დაუდგა.

“რაც შეეხება რეალობას, რასთან გვაქვს საქმე: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის აგვეცილებინა ომი, იცით პერიპეტიები, როგორი მცდელობა იყო, მათ შორის ჩვენი პარტიის ლიდერებიც შანტაჟის ქვეშ იყვნენ. ფაქტობრივად, სანქცირებულია ბატონი ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან, როდესაც მას უთხრეს, რომ იქნებ დაარწმუნო მთავრობა, რომ შეიყვანო ჯარი – ამაზე იყო საუბარი, არ მოაწერა ხელი და არც მოაწერდა. ის კაცი ვერ შეაშინეს 2012 წელს, ოჯახი დააყენა რისკის ქვეშ და ფულის სანქციის ქვეშ ამას ხომ ვერ გააკეთებინებდნენ და ჩვენ შევინარჩუნეთ, დავიცავით ეს ქვეყანა მთელმა პარტიამ, მთელმა ხელისუფლებამ. ხალხი გვენდო და ბოლომდე მოვედით. ჩვენ შევძელით 2012 წლის შემდეგ, გაგვენახევრებინა უმუშევრობა, მათ შორის გაგვენახევრებინა ზღვარს მიღმა სიღარიბე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობა გვენდობა. ის რომ გვენდობა, დავრწმუნდით მაშინ, როდესაც ამ ხელმოცარულებს საზოგადოება შეჰყავდათ შეცდომაში და მაინც ბოლომდე გვენდო, მიუხედავად იმ რყევებისა, მიუხედავად მცდელობებისა. მოლოტოვის კოქტეილებით დასდევდნენ ჩვენს ძალოვნებს და ხალხი არ დაუდგათ გვერდით, იმიტომ რომ იციან, ვინ რას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ნდობისთვის.” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა მოახერხა, 2012 წლის შემდეგ გაენახევრებინა უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელი, თუმცა, გამოწვევები ისევ რჩება, რის დასაძლევადაც ხელისუფლება მუშაობს. რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას, ზარქუას თქმით, საზოგადოება ყოველთვის ხვდება, ვინ იტყუება და ვინ მიმართავს წინასაარჩევნოდ პოპულიზმს. „2012 წლის ფასებს ადარებენ 2024 წლის ფასებს. თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს, ვინ ატყუებს და ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ. ბუნებრივია, მომატებულია ფასები, მაგრამ როდესაც შენმა ქვეყანამ გამოიარა კოვიდი, რეგიონში ორი ომი, ბუნებრივია, ეს აისახა. 24%-იანი ინფლაცია ჰქონდა მათ შორის, ევროკავშირს, ჩვენ შევინარჩუნეთ 11%-მდე, დავიჭირეთ კბილებით. ჩვენ შევძელით, საგარეო ვალი შეგვემცირებინა და ეკონომიკური ზრდა გადავიყვანეთ იმ პლატფორმაზე, რომ ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ჩვენ შევძელით ხელფასების ზრდა. საშუალო ხელფასი 700 ლარი იყო მაგათ დროს 2012 წელს, დღეს არის 1700 ლარამდე. ბუნებრივია, არ არის საკმარისი, გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის. ზუსტად ვიცით, რომ ის 15% რომელიც ისევ სიღარიბეშია, პრობლემაა და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. წახალისება ეკონომიკის, ბიზნესის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა – აქცენტირებული ვართ ამაზე.“ – განაცხადა ზარქუამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რობერტა მეცოლა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისთვის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სანქციებს გმობს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრისთვის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სანქციებს გმობს. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.მისი თქმით, ტიერი ბრეტონისა და სხვების მიმართ მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმის გამო, რომ ის ევროკომისრის მოვალეობას ასრულებდა, მიუღებელია.ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამ შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს.„ევროპარლამენტის სახელით, მოვითხოვ მის სწრაფად გაუქმებას“, – წერს რობერტა მეცოლა.ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ. 

ცნობილია, 2025 წელს დაბადებული ბავშვების ყველაზე პოპულარული სახელების ჩამონათვალი

ცნობილია, ყველაზე პოპულარული სახელების ჩამონათვალი, რომელიც 2025 წელს დაარქვესბიჭი 1) ალექსანდრე 2) გიორგი 3)თომა 4) ლუკა 5) დემეტრეგოგო 1) ნიცა 2) მართა 3) თაია 4)მარიამ 5) ევა

„მოსალოდნელია ნალექი, თოვა და ქარის გაძლიერება“ – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:,,ახალი წლის წინა დღეები: მკაცრი ამინდის პირობებით.ის, რასაც შეიძლება საახალწლო ციკლონი ვუწოდოთ, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ახდენს ზემოქმედებას და ის საქართველოში შავი-ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან 24 - დეკემბრიდან დაიწყებს გავრცელებას.ამიტომაც, დასავლეთში, ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, ხვალიდან მოსალოდნელია ნალექი (ახალწლამდე მცირედი გამოდარებებით) ზღვის დონიდან 500-600 მეტრის ზემოთ მოსლაოდნელია თოვა, ისევე, როგორც ყველა ზამთრის კურორტზე.დაბლობსა და ბარში იწვიმებს და დაბალი ტემპერატურის გამო ახალ წლამდე შესაძლებელია იყოს თოვლჭყაპი.წლის ბოლოს, თუ პროგნოზში ცვლილება არ მოხდება, ქვეყანაში შესაძლოა დაფიქსირდეს სეზონის პირველი მკვეთრი სიცივე. ეს განსხვავებული იქნება გასული წლებისგან, როდესაც მაღალი წნევის ანომალიების ფონზე დეკემბრის ბოლოს ზედმეტად რბილი პირობები გვქონდა“,- წერს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.

ვიდეო: „მე ვარ მინი ბასლა და დღეს ჩვენ მივდივართ ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარში“ – ლაშა ბასლანძის შვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

რესტორანი „ქვევრი“ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პროდიუსერის და ბიზნესმენის, ლაშა ბასლანძის შვილის, სანტის ვიდეომიმართვას ავრცელებს.კადრებში ჩანს როგორ მონაწილეობს უსაყვარლესი ბიჭუნა საქველმოქმედო ღონისძიებაში:„მე ვარ მინი ბასლა და დღეს ჩვენ მივდივართ ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარში“ – ამბობს ვიდეომიმართვაში ლაშა ბასლანძის შვილი.

ირაკლი კობახიძე – რკინიგზის მოდერნიზაცია აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო და უსაფრთხო კორიდორად რეგიონში

მსოფლიო დღეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესშია. იცვლება მიწოდების ჯაჭვები, იზრდება უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სანდო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააზრებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გამყარებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ამ პოლიტიკის გამოხატულებაა საქართველოს მთავრობის ინიციატივები, ანაკლიის ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო ინფრასტრუქტურა.„ჩვენი მომავალი სწორედ ინტერმოდალური ტრანზიტული ფუნქციაა, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტს ერთიან ეკოსისტემაში მოაქცევს. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გაციფრულება, რაც აქტიურად მიმდინარეობს.შუა დერეფანი წარმოადგენს არა უბრალოდ ალტერნატიულ გზას, არამედ ახალ სტანდარტს ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს ამ დერეფნის საკვანძო, სანდო და შეუცვლელ რგოლად – ქვეყნად, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და უწყვეტ გადაადგილებას.რკინიგზის მოდერნიზაცია სწორედ ამ ხედვის ნაწილია. ის აძლიერებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და ქმნის მყარ საფუძველს იმ მზარდი სავაჭრო ნაკადების მისაღებად, რომლებიც მომავალ წლებში ევროპასა და აზიას შორის კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, შუა დერეფანი საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები