თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.
23 წლის ქართველმა ფინალში გერმანელი კონე იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (-90 კგ) გახდა.
ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა საბა ინანეიშვილი, რომელმაც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში რუსი ზალატუხინი დაამარცხა.

