პარასკევი, ივლისი 4, 2025

იოსებ ხახალეიშვილი:  მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მათ ქალაქ მუზეუმისა და სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს და თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ.
“ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება.  ამასთანავე, ქუთაისს უნდა გავუძლიეროთ კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსი.
ჩვენთვის, ასევე,  მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: საინვესტიციო გარემოს შექმნა, სამრეწველო, სავაჭრო და ტურისტული სექტორების განვითარება, ქალაქის ეკონომიკის დინამიური ზრდის უზრუნველყოფა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდა, სიღარიბის  დაძლევა, სოციალური ფონისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
მიგრაციული პროცესების შეჩერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის შემოსავლების მატების და სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირება. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების გამოცდილების, კონტაქტებისა და ადამიანური პოტენციალის გამოყენება.
ჩვენ თითოეულ თქვენგანს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, რათა  ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება  და სწორედ გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით მოხდეს ქალაქის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა მომავალშიც. ამისთვის საჭიროა, ქალაქის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს  მჭიდრო ურთიერთობა  გვქონდეს თითოეულ თქვენგანთან. მხოლოდ  ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი“, – მიმართა მოსახლეობას იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე მერობის კანდიდატი კულტურულ ღონისძიებას #ლექსიკედელზე პრეზენტაციას დაესწრო, სადაც ქუთაისელი ავტორის ირმა ქურასბედიანის პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსის კედელზე საზეიმო გახსნა გაიმართა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო პარლამენტის, დემოკრატიული სისტემის არაღიარება, მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს, არ შეიყვანეს ისინი პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში

დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათმა პატრონებმა გარედან გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში.„თავისი არსით, პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში არიან, ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია. ყველა ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები და მათ შორის, ყველა ხედავს იმას, თუ რა იყო მათი პატიმრობის მიზეზი. რეალურად, პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში. თუ პოლიტიკოსი არ აღიარებს დემოკრატიულ სისტემას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში, მას შეიძლება, მოუწიოს წასვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სწორედ მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს – არ შეიყვანეს პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში. მათ სცადეს, ვა-ბანკზე წავიდნენ, ხედავდით, პრაქტიკულად, ისტერიული კამპანია იწარმოებოდა არჩევნებამდე. მთელი, ასე ვთქვათ, ბიუროკრატია იყო ჩართული ქართულ, დემოკრატიულ არჩევნებში. გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ადიოდნენ არამარტო პარლამენტარები. უცხოელი პარლამენტარი რომ გამოდის სცენაზე და პოლიტიკური განცხადებებით, საარჩევნო განცხადებებით საუბრობს, ამას არაუშავს. ესეც, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა ქართულ დემოკრატიაში, მაგრამ პარლამენტარია და არ მოეთხოვება იმდენი, რამდენიც სხვა პოლიტიკოსს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ საარჩევნო მოწოდებებით მიმართეს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლებს. ამის შემდეგ, პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამომრჩევლებს მოუწოდა მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. აბსოლუტური ისტერიკა იყო. ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც ხდება. ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ქართველმა ხალხმა მაინც მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას, იმ კურსს, რომელიც ამ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს აღებული და, საბოლოო ჯამში, ამ ფონზე, გააგრძელეს ეს დელეგიტიმაციის კამპანია. ზუსტად ამ ფონზე, არ შეიყვანეს პარლამენტში საკუთარი მონები, საკუთარი აგენტები და შეიყვანეს ციხეში. მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი, მათი აგენტები, არ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მათ მიიღეს ყველა გადაწყვეტილება – პარლამენტში არშეყვანასთან დაკავშირებით უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ციხეში შეყვანასთან დაკავშირებითაც უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მათ რომ ეთქვათ, ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში, არც ბოიკოტირება მოუწევდათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არც ციხეში შესვლა მოუწევდათ, მაგრამ გარედან პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში. ესეც ისტერიკის გამოვლინებაა, არაფერში აწყობდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა პრემიერმა.

კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 218-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა.დემოკრატიული პარტიის ყველა წევრმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.ახლა კანონპროექტი დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.შეგახსენებთ, ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას.კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხი ტრილიონი დოლარით გაზრდას. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად 36 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა აღიარა

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის “თალიბანის” მთავრობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა დაადასტურა.ცნობისთვის, 2021 წელს ავღანეთში ომის შედეგად ხელისუფლების მოპოვების შემდეგ “თალიბანმა” სახელმწიფოს სახელი შეუცვალა და ის “ავღანეთის ისლამური ემირატი” გახდა.მოსკოვში მდებარე ავღანეთის საელჩოდან “ისლამური საემიროს” დროშა გადმოფინეს.

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

პრაქტიკულად, უკვე ყოფილი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, წარმოადგენს აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, თავისი არსით, წინა ადმინისტრაციის პირობებში, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს განაპირობა მათი მხრიდან მტრობამ ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, რობინ დანიგანის გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მტრობის თანამონაწილე იყო მაშინდელი ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და ეს უნდა გაითვალისწინოს ყოფილმა ელჩმა ქართულ დემოკრატიაზე საუბრისას.„ოთხი წელი მტრობდნენ ქართულ დემოკრატიას წინა ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და როდესაც ბატონი ჯეი დი ვენსი საუბრობდა კონკრეტულ საკითხებზე, მისი ადრესატი იყო სწორედ ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც საქართველოში უპირისპირდებოდა დემოკრატიულ სისტემას, რომელიც ოთხ რევოლუციას აწყობდა ჩვენს ქვეყანაში – ამერიკის წინა ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია. ჯეი დი ვენსის სიტყვები მიმართული იყო სწორედ ასეთი ჩინოვნიკების წინააღმდეგ. ეს, მგონი, ძალიან კარგად მოეხსენება ქალბატონ ყოფილ ელჩს, თუმცა, მან სცადა, სხვა კონტექსტით ესაუბრა ბატონი ჯეი დი ვენსის სიტყვებით, რაც არასწორია, ეს არის მარტივი მანიპულაცია“,- აღნიშნა პრემიერმა.

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 ივლისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი და წვიმა იქნება.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +22 - წვიმასოხუმი +22 - მოღრუბლულიზუგდიდი +20 - წვიმამესტია +15 - წვიმაფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +19 - წვიმაქუთაისი +19 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +18 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +18 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 -წვიმასტეფანწმინდა +13 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +23 - მოღრუბლულირუსთავი +25 - მოღრუბლულითბილისი +23 - წვიმა

ბოლო სიახლეები