ხუთშაბათი, ნოემბერი 6, 2025

„ინტერი“ საქართველოში საზაფხულო სკოლას ხსნის

ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთი“ მილანის „ინტერის“ პარტნიორი გახდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის, ლევან სეთურიძის თქმით, შეხვედრები მილანის „ინტერის“ ოფისში „ნერაძურის“ ადმინისტრაციის უფროს ჯოვანი გარდინთან, ფრანჩესკო ტოლდოსთან და აკადემიის ხელმძღვანელებთან გაიმრთა .

მისივე თქმით, ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შედეგადაც „ინტერის“ აკადემია საქართველოში საზაფხულო სკოლას მოაწყობს, ასევე დაიგეგმა სხვადასხვა საინტერესო პროექტები, რომელთა შესახებაც ორგანიზაცია უახლოეს დღეებში ისაუბრებს.

პროექტში მონაწილე ბავშვებს იტალიელები საუკეთესოებს შეარჩევენ და „ინტერის“ აკადემიაში სტაჟირებაზე მიიწვევენ. პროექტის განხორციელება კი 2018 წლის ზაფხულში დაიწყება.

გასულ წელს, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ მიწვევით, „ინტერის“ საზაფხულო სკოლების კოორდინატორი ანდრია რატი თბილისში ჩამოვიდა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზა მოინახულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გამარჯვებულის ტიტული და გრან-პრი მოიპოვა. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები და მონაწილე სტუდენტები სტუდფესტის დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, „სტუდფესტის“ ჟიურიმ ორ ეტაპად და ოთხი მიმართულებით (განათლება, სპორტი, კულტურა და მოხალისეობა) ჩატარებულ საფესტივალო ღონისძიებებში მოპოვებული ქულების დაჯამების შედეგად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიაკუთვნა. დასკვნით ღონისძიებაზე „სტუდფესტი 2025“-ის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მათი წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სტუდფესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელსაც სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას და გამარჯვებულთა დაჯილდოებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ადმინისტრაციების წარმომადგენლები და სტუდენტები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია, გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდები, შემოქმედებითი ჯგუფები და სტუდენტები, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მიწვეული სტუმრები. წლევანდელი „სტუდფესტის“ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა და ინდივიდუალურმა სპორცმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ღირსეულად იასპარეზეს და მოიპოვეს: 7 ოქრო - ვაჟთა ფრენბურთი; ვაჟთა და გოგონათა პადელი; ვაჟთა ჩოგბურთი; შვიდკაცა რაგბი; ჭიდაობა 100 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა სპრინტი; 9 ვერცხლი - მკლავჭიდი; გოგონათა ფრენბურთი; გოგონათა და ვაჟთა სასტენდო სროლა; ძიუდო 81 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა და გოგონათა ჭადრაკი; ვაჟთა და გოგონათა ხელბურთი; 6 ბრინჯაო - ბოულინგი; ძიუდო 66 კგ და 73 კგ წონით კატეგორიებში; გოგონათა ფრენბურთი; ჯომარდობა; მინი ფეხბურთი. ფესტივალის მეორე ეტაპის ფარგლებში, კულტურის მიმართულებით ჩატარებულ კონკურსებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების ჯგუფებმა, რომლებმაც 4 ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ხალხური სიმღერების კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა სტუ-ის ვაჟთა ფოლკლორული ჯგუფი „ფესვები“; საესტრადო სიმღერების კონკურსში (დუეტები) - შემოქმედებით ჯგუფ „Music Art House”-ის გოგონათა დუეტი; საესტრადო სიმღერების კონკურსში (სოლო შემსრულებლები) - „Music Art House”-ის სოლისტი გვანცა გიგაშვილი, ბენდების კონკურსში კი - „Music Art House”-ის ბენდი „მარე“. ბრინჯაოს მედალი კი სტუ-ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ მოიპოვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გამარჯვებულ სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2025“-ის წარმატებით დასრულებას ულოცავს. „სტუდფესტის გრან-პრის მფლობელ ორივე უნივერსიტეტსა და მათ სტუდენტებს გულითადად ვულოცავ ამ უმაღლესი ჯილდოს მოპოვებას. მათთან ერთად მინდა ყველა უმაღლეს სასწავლებელს და ახალგაზრდას მივულოცო წლევანდელი სტუდენტური ფესტივალის წარმატებით დახურვა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში ღირსეულად გამოსვლისთვის თავი არ დაზოგეს და თავიანთ ალმა-მატერს კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოუტანეს. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი სიყვარულითა და ერთგულებით აგრძელებენ“,-აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე. ცნობისათვის, მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში - „სტუდფესტი 2025“ მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, გამოვლინდა 400-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებიც პრიზებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„მიზანდასახული გოგონა, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა“ – ვრცელდება ლილიანას ახალი ფოტოები ოპერაციის შემდეგ

21 წლის ლილიანა გოჭოშვილს, ოპერაცია თურქეთში  წარმატებით ჩაუტარდა.ახალ კადრებს, სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“ ავრცელებს.ლილიანა, მიზანდასახული გოგონა, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა თითოეული თქვენგანის დახმარებით და გვერდით დგომით. მისი სილამაზის შეფასება თქვენთვის მომინდვია“,- წერს დანტესი.

რატი ბრეგაძე-ამ მორიგ შეკვეთილ კამპანიაზე არ მექნებოდა რეაგირება ჩემი შვილების ფოტოებიც რომ არ გამოექვეყნებინათ, და სიძულვილი რომ არ ენთხიათ. ეს ყველაფერი არათუ სამართლებრივ, არამედ...

,,რამდენიმე დღის წინ “შემთხვევით” დაიწერა ცილისმწამებლური პოსტი, რომელიც შემდგომში “შემთხვევით” შემოავრცელდა 200-მდე პირს. ასევე სრულიად “შემთხვევით” საქმეში ჩაერთო ერთ-ერთი ტელევიზია, რომელიც სახლის მიმდებარედ გულმოდგინედ უსვამდა კითხვებს გამვლელებს ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ. ბოლოს მამაჩემთანაც უსაუბრიათ. გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, პატიმარ სააკაშვილის მწამებელი ვიმყოფები საზღვარგარეთ და ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს მასთან გადაღებული ძველი და ახალი სურათებით. ცილისწამება უცხო არ არის. ბევრჯერ მინახავს, მათ შორის ასტრონომიული თანხით დაფინანსებული, რომლის მიზანიც იყო, პატიმრის წამება დაგვბრალებოდა. გავიარეთ მრავალი ბინძური მეთოდით წარმოებული დიდი წნეხიც. უსამართლობასთან უკომპრომისო ბრძოლის შედეგად სიმართლე როგორც ქართულ, ასევე სტრასბურგის სასამართლოშიც დავამტკიცეთ და ყველა დარწმუნდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა მოქმედება იყო სრულ შესაბამისობაში როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო სამართალთან. სიმართლისათვის უთანასწორო ბრძოლაში კი გოლიათი დამარცხდა და გაიმარჯვა საქართველომ! ამ მორიგ შეკვეთილ კამპანიაზე არ მექნებოდა რეაგირება ჩემი შვილების ფოტოებიც რომ არ გამოექვეყნებინათ, და სიძულვილი რომ არ ენთხიათ. ეს ყველაფერი არათუ სამართლებრივ, არამედ მორალურ წითელ ხაზებს კვეთს და შემკვეთის უღირსობასა და ადამიანური ღირებულებებისგან დაცლაზე მიუთითებს. ყველას, ვინც არაადამიანურ დეზინფორმაციაში ნებსით თუ უნებლიედ მიიღო მონაწილეობა, ვურჩევ, საკუთარ შვილებს ჩახედოს თვალებში და ბოდიში მოუხადოს. მათ შვილებს კი ცხოვრებაში ღმერთის მფარველობას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ-ამის შესახებ, ყოფილი იუსტიციის  მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია – დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის

დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, პროტესტში სულ ძალიან აქტიური იყო და იქნება.„დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი. დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ. დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით. პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა. ბოლომდე“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კახა კალაძე – ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

შეგვიძლია, კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საქართველოს გენერალური პროკურორის განცხადებას ოპოზიციის ცალკეული ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.მისი თქმით, ეს არ არის ოპოზიციასთან ანგარიშსწორება, როგორც ამის წარმოჩენა სურთ.„როდესაც ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას და წარმოადგენ შენს ქვეყანას, პირველ რიგში, უნდა დაიცვა შენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. შეგვიძლია, კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ, როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით.ძალიან მძიმეა. რა შუაშია ანგარიშსწორება ოპოზიციასთან? პარლამენტში კომისია იყო შექმნილი, განისაზღვრა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც  ასრულებენ სხვა ქვეყნის დავალებებს, საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლო და ამ ქვეყნის მომავალი. კიდევ ვიმეორებ, როდესაც გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი და წარმოადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე ხალხს და არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.ეს ადამიანები კაბინეტ-კაბინეტ დარბოდნენ, რომ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ყველაფერს აკეთებდნენ ანტისახელმწიფოებრივსა და ანტიქართულს. შესაბამისად, ასეთი აგენტებისა და უსამშობლო ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ვერ იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები