ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში , მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები 10-20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მიუხედავად ბიძგების ხანგრძლივობისა, მიწისძვრის სიმძლავრე დამანგრეველი არ აღმოჩენილა.
როგორც ცნობილია, 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა ზღვის დონიდან 43 კილომეტრის სიღრმეზე არსებული ფილების გადაადგილებამ გამოიწვია. ეპიცენტრი კი, ჯაკარტიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 153 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
ინდონეზიის მეტეოროლოგიის სამსახურის განმარტებით, მიწისძვრას, სიმძლავრიდან გამომდინარე, ცუნამის გამწვევა არ შეეძლო, – შესაბამისად, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება არ გაუციათ.