პარასკევი, მაისი 8, 2026

ინდონეზიაში ქორწილამდე სექსი და ჰომოსექსუალობა შეიძლება პატიმრობით დაისაჯოს

ინდონეზიაში შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, ჰომოსექსუალობა და ქორწინების გარეშე სექსი კანონით დაისჯება. ინფორმაციას “ამერიკის ხმა ” ავრცელებს.

ცვლილებებზე ინდონეზიის პარლამენტის 25-კაციანი ჯგუფი მუშაობს. პროექტში ჩაწერილი ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ქორწინების გარეშე სექსი ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ასევე დასჯადი ხდება ჰომოსექსუალობა თუკი ის „საზოგადოებრივ მორალს არღვევს“.

როგორც “ამერიკის ხმა” წერს, კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა სექსუალურ უმცირესობებზე რეიდები და ზეწოლა გაიზარდოს.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კევინ ჰამილტონი – სამხედრო კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია, უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება საქართველოზე არა უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით

სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძლიერია. ამ სფეროში უკუსვლა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება საქართველოზე არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.კერძოდ, კევინ ჰამილტონმა უპასუხა კითხვას: „თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული შეფერხებები იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. რა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის ნაბიჯი, რასაც ნატო აღიქვამდა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯად?“„ნება მიბოძეთ, ცოტა შორიდან მოვუარო თქვენი შეკითხვის პასუხს. ალიანსისთვის რაც არის პირველი პრინციპი – სამხედრო კუთხით თანამშრომლობა, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა, ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა. მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთ მოკავშირეს აქვს შეშფოთება, რაც ხდება აქ შიდა პოლიტიკაში, ბოლო რამდენიმე წელია და რაც გვსმენია არა იმდენად უშუალოდ ნატო-სთან მიმართებით, არამედ დასავლეთთან, ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს ორი ინსტიტუტი განუყოფელია, მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, სხვადასხვა ინტერესის სფეროთი. ევროკავშირის 23 წევრი ასევე ნატო-ს მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენი იმედი, მოლოდინია, საქართველოს მთავრობა მზად იყოს უფრო ყოვლისმომცველ დიალოგში ჩასართავად ისე, რომ ურთიერთობები ძველ ნიშნულზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.კიდევ ერთ კითხვაზე, – „თქვენს ამ შეშფოთებებსა და მოლოდინებთან დაკავშირებით მიიღეთ თუ არა პასუხი, მაგალითად, გუშინდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრისგან? – კევინ ჰამილტონმა განაცხადა:„ნამდვილად მოვისმინე ღიაობა ამ წინადადებებზე, გამამხნევებელი იყო, რაც მოვისმინე“.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ქართული დრონის პროტოტიპი შეიქმნა

„პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის პროტოტიპის შექმნა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „ჰელიგარდის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, ქვეყნის ინოვაციური და საინჟინრო განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ შეიძლება უმაღლესი საინჟინრო სკოლისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების ეფექტიანი სინთეზით ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნას. ჩვენთვის, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევრები. მსგავსი პროექტები მათ აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას იმუშაონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ იმ ახალი ტექნოლოგიური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს. წარმატებებს ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს“, - ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უპილოტო საფრენი აპარატის საველე და ლაბორატორიული ტესტირებისას განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) პროტოტიპი უნივერსიტეტსა და კომპანია „ჰელიგარდს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა. ერთობლივი კვლევისა და განვითარების (R&D) პროექტის შედეგად, აპარატმა საველე და ლაბორატორიული ტესტირების სრული ციკლი წარმატებით გაიარა.სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარებაა. როგორც პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები.„პროექტის სტრატეგიული მიზანი საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებაა. პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური საინჟინრო მიმართულებების განვითარებას. სამუშაო პროცესში აქტიურად მონაწილეობენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევრები, ასევე საავიაციო და მექანიკის ინჟინერიის პროგრამების სტუდენტები, რაც მათთვის არის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ რეალურ საინჟინრო ამოცანებზე დაფუძნებულ კვლევებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებას“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.პროექტის ფარგლებში განხორციელდა მრავალდისციპლინური კვლევები აეროდინამიკის, ელექტრო და ელექტრონული ინჟინერიის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელოვნური ინტელექტის, სენსორული სისტემებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფრენის უსაფრთხოებას, მართვისა და ნავიგაციის სიზუსტეს და საერთაშორისო ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას.სტუ-ის რექტორის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილია პროექტის გაფართოება და მასში მულტიდისციპლინური გუნდების ჩართვა, რაც გულისხმობს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტეგრირებას. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ფაკულტეტების ჩართულობა და თანამშრომლობა აპარატის პროგრამული უზრუნველყოფისა და ენერგოეფექტურობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებას უზრუნველყოფს.„მსოფლიო სწრაფად გადადის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე, სადაც ინოვაცია, მეცნიერება და საინჟინრო აზროვნება სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორებია; უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულება კი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სფეროა, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიული, უსაფრთხოების, აგრარული, ლოგისტიკური და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიის შექმნა არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევა, არამედ ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობისა და ინდუსტრიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იბადება ინოვაცია, ვითარდება კვლევა და იქმნება პროდუქტი, რომელსაც რეალური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ჩვენი პროექტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს როგორც ინტელექტუალური, ისე სამეცნიერო-ტექნოლოგიური რესურსი ჩაერთოს მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში და შექმნას კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური პროდუქტები. დრონი, რომელიც გამოვცადეთ, სიმაღლეში 10 კილოგრამამდე ტვირთს წევს. თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ ისეთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც 100-დან 150 კილოგრამამდე ტვირთს აწევს და რომლის გამოყენებასაც სამაშველო მიზნებით შევძლებთ“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის ტექნიკური მახასიათებლებია (HG-0800): ფრენის ხანგრძლივობა - 90 წუთი; მაქსიმალური წონა - 30 კგ (ტვირთამწეობის მაღალი მაჩვენებელი); მაქსიმალური სიჩქარე - 150 კმ/სთ (კრეისერული: 80-90 კმ/სთ); მოქმედების რადიუსი - 40 კმ-მდე; კორპუსი - მსუბუქი და მტკიცე ნახშირბადის ბოჭკო (Carbon Fiber); უსაფრთხოება - ავტოროტაციის სისტემა ენერგიის გათიშვის შემთხვევაში უსაფრთხო დაშვებისთვის.

საბურთალოზე კაცი მოკლეს

თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კახა კალაძე 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა

თბილისის მერი კახა კალაძე, „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესიას 54 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურა. უყვარს ლიტერატურა და დღემდე ყოველდღიურად კითხულობს წიგნებს.კახა კალაძემ იუბილარს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.„დიდი პატივია დღეს თქვენს ოჯახში სტუმრობა და 100 წლის იუბილეს მოლოცვა. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა და შრომა ფასდაუდებელია. ჩვენი მხრივ ვეცდებით, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, გისურვებთ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.თავად რეზო აბესაძემ თბილისის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის მთავარი საიდუმლო საყვარელი საქმის კეთება და მუდმივი შრომაა.„100 წელიწადი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. ერთ საუკუნეს ბოროტი ადამიანი ვერ მიღწევს, სიკეთე უნდა აკეთო ცხოვრებაში. სიბერე ცუდია, მაგრამ რომ არ დაბერდე, უფრო ცუდია. შრომა არის მთავარი, თუ არ შრომობ, ახალგაზრდაც მკვდარი ხარ. დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოსახლეობის დაფასებაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს პატივს სცემთ. ბატონო კახა, მადლობას გიდით სტუმრობისთვის. გისურვებთ, ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ და ჩემსავით 100 წელიწადისთვის გადაგებიჯებინოთ“,- აღნიშნა რეზო აბესაძემ.საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, რეზო აბესაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.დედაქალაქის მერთან ერთად, იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

შალვა პაპუაშვილი – იმედი გვქვს, ხმელთაშუა ზღვის შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება, რეგიონულ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა

ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეისთვის მიმართვის პროცედურას და იმედი გვაქვს, დადებითი შედეგი გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, რეგიონულ თანამშრომლობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.„ასამბლეა წელიწადში ერთხელ იმართება, ასე რომ, იმედი გვაქვს, შემდეგ ასამბლეაზე შესაძლებელი იქნება დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღება. მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყველა აქ, ამ ასამბლეაზეც აღიარებს ერთ რამეს, რომ გლობალური ფორმატები, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც თავდაპირველად ჰქონდათ, ამიტომ რეგიონულ თანამშრომლობას დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბევრი ფაქტორის გამო, რადგან გამოწვევები არის მსგავსი. რეგიონულ პლატფორმებზე მოთანამშრომლე ქვეყნებმა იციან ეს გამოწვევები, იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მეტი შესაძლებლობა, რეალისტური და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები ჰქონდეთ. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ამ ასამბლეაში მონაწილეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მონტენეგროში გამართულ შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ.„დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გვესაუბრა ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, გაღრმავდეს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის. შევთანხმდით, რომ გვექნება თანამშრომლობა, ვიზიტების გაცვლა. ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რაც ახლავს ამ გზას. ვისაუბრეთ, რას აკეთებს საქართველო იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც, სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა, ის, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენ დასახულ გეგმას. ასევე ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, დღეს გვექნება ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, ასევე ვისაუბრებთ ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებსა და გამოწვევებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები