ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

ინდოელი მილიარდერი შემთხვევით ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ფუტკარი 58 წლის ბიზნესმენ სანჯაი კაპურს პირში ჩაუფრინდა და ყელში უკბინა. ნაკბენმა მძიმე ალერგიული რეაქცია და გულის გაჩერება გამოიწვია – მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია “Sona Comstar”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

იგი ასევე იყო პრინც უილიამის მეგობარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე ყოფილ სტუდენტთან იმსჯელონ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ მრავალწლიანი ტრადიციის მქონე სპეციალობის საფუძვლების გაცნობამ, სამეცნიერო კვლევების შედეგების გაზიარებამ, ახალი ტიპის ცემენტებისა და მასალების კვლევებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, - ამის შესახებ საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერი, თეო რობაქიძე აცხადებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეო რობაქიძემ უმაღლესი განათლების სამივე საფეხური - ბაკალავრიატი (2005 წელი), მაგისტრატურა (2007 წელი) და დოქტორანტურა (2010 წელი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიარა.როგორც თეო რობაქიძე აცხადებს, ცემენტის ინდუსტრია მუდმივად ითხოვს გამოცდილ სპეციალისტებს. კომპანია „ჰანიველ ცემენტი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის რეგულარულად სთავაზობს სტაჟირების პროგრამებს, რომელთა მიზანია წარჩინებული სტუდენტების გამოვლენა და ცემენტის ინდუსტრიაში მათი მოზიდვა.„სპეციალობად ტექნიკური მიმართულება ავირჩიე, კონკრეტულად, ქიმიური ინჟინერია. უნივერსიტეტში სწავლის პირველ კურსზე, სფეროს დეტალურად გაცნობის შემდეგ, ძირითად სპეციალობად ცემენტის ტექნოლოგიის მიმართულებით განვაგრძე სწავლა. დოქტორანტურაში სწავლისას მივიღე შეთავაზება, ჩემი კარიერა დამეკავშირებინა უნივერსიტეტთან. რა თქმა უნდა, გარემო, რომელსაც მთავაზობდნენ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ გადავწყვიტე საქმიანობა პრაქტიკულ სფეროში გამეგრძელებინა, რადგან სწავლის პროცესში დეტალურად განხილული მოწყობილობა-დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზი, პრაქტიკულად ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. მზად ვიყავი საწარმოო გამოწვევები მიმეღო და ამავდროულად, უნივერსიტეტთან კავშირი გამეგრძელებინა. ვიცოდი ეს არჩევანი უფრო რთული გზა იქნებოდა, მაგრამ საინტერესო. სადოქტორო ნაშრომის მომზადების შემდგომ, გადავდგი ახალი ნაბიჯი ჩემს საქმიანობაში და 2011 წელს, ჩემი სპეციალობით, შევუერთდი წარმატებულ კომპანიას, ყოფილ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ამჟამინდელ „ჰანიველ ცემენტს‘‘. აქ მიღებული დიდი გამოცდილების ფონზე, უკვე თამამად შემეძლო მშობლიურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზეც მემუშავა. პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, ნებისმიერი სიახლის თუ მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე, თავიანთ კურსდამთავრებულებთან იმსჯელონ, გაუზიარონ თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და დაეხმარონ სწორი მიმართულების არჩევაში. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო სტუდენტებს, აბიტურიენტებს: ცემენტის მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგია ერთ-ერთი პერსპექტიული და სტაბილური საინჟინრო მიმართულებაა, რასაც განაპირობებს ცემენტისა და მისი პროდუქტების უწყვეტი მოთხოვნა ბაზარზე, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური განათლება მისცეს სტუდენტებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“, - აცხადებს თეო რობაქიძე.

მასუდ ფეზეშქიანი – მტერი ვერ შეძლებს ირანისა და მისი ხალხის განადგურებას ტერორის მეშვეობით, ყოველი თავდასხმის შემდეგ აღმოჩნდებიან სხვა გმირები, რომლებიც დროშას აღმართავენ და გზას...

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ყველა ირანელს მოუწოდა, რომ გაერთიანდნენ, გამოიჩინონ სიმტკიცე და წინააღმდეგობა გაუწიონ დანაშაულებრივ აგრესიას, რომელსაც ირანი განიცდის.ირანის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანმა შანსი მისცა დიპლომატიას და გზა გაუხსნა მოლაპარაკებებსა და დიალოგს.„მტერი ვერ შეძლებს ირანისა და მისი ხალხის განადგურებას მკვლელობებისა და ტერორის მეშვეობით. ყოველი მიზანმიმართული თავდასხმის შემდეგ აღმოჩნდება ასობით სხვა გმირი, რომლებიც აღმართავენ დროშას და გააგრძელებენ გზას“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიისწრაფვის ბირთვული იარაღის ფლობიკენ, მაგრამ უფლება აქვს, ისარგებლოს ბირთვული ენერგიით და ჩაატაროს კვლევები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ირანელ ხალხს.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სიის მერვე ნომერი – ლევან სანიკიძე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე გამოეხმაურა.სანიკიძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა ამაყობს, რომ ირაკლი ხვადაგიანი მათი სიის მერვე ნომერი იყო."მე არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სიის მერვე ნომერი, რადგან ასეთი ინტელექტუალური რესურსი არის ნებისმიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარსულის ქექვას საერთოდ უნდა შეეშვან", - აცხადებს ლევან სანიკიძე.

სოზარ სუბარი – ერთი გაებედა ვინმეს და გაეკეთებინა ისეთი განცხადებები, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები, პასუხს მოსთხოვდნენ ბრიუსელიდან...

პერ ეკლუნდი, თუ სწორად მახსოვს, 2009 წელს იყო ევროკავშირის ელჩი, რომელიც შემდეგ გახდა NDI-ს დირექტორი. საქართველოში არაერთხელ ჩამოსულა NDI-ს დირექტორის რანგში და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.სოზარ სუბარის თქმით, ერთი გაებედა ვინმეს და ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები, პასუხს მოსთხოვდნენ არა ბრიუსელიდან, არამედ ვაშინგტონიდან და ძალიან მკაცრად აუწევდნენ ყურს.„2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ევროკავშირმა დაიქირავა ესტონეთის ყოფილი ელჩი, ჩამოიყვანა საქართველოში. მას უთხრეს, ეგეთი სტატუსი მისცეს, რომ ის არის სახალხო დამცველის მრჩეველი და თვითონ ეს კაცი კვდებოდა სიცილით, რომ მე ერთადერთი ფუნქცია მაქვს, რომ მე ვარ სახალხო დამცველის დამცველი. პერ ეკლუნდმა პირდაპირ მითხრა, რომ ეს კაცი თქვენს ოფისში ზის იმიტომ, რომ სპეცრაზმით არ შემოვარდეს სააკაშვილიო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდნენ, რაც ხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ერთი გაებედა ვინმეს და იმავე ტიპის განცხადებები გაეკეთებინათ, რის უფლებასაც დღეს თავს აძლევენ ევროკავშირისა თუ ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩები. მათ პასუხს მოსთხოვდნენ არა ბრიუსელიდან, არამედ ვაშინგტონიდან და ძალიან მკაცრად აუწევდნენ ყურს. ამიტომაც, პირად საუბარში, შეიძლება, ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ მსგავს რამეს ხმამაღლა არ ამბობდნენ. ვერ ბედავდა ვერავინ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ბერაია ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.„ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს.1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თანამდებობა 16 ივნისს დატოვა. აღნიშნულ თანამდებობას იგი 2019 წლიდან იკავებდა“,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორაციაში.

ბოლო სიახლეები