ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

იმ წლებში, როცა თითქოს კრიმინალურ სამყაროს ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმი, სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით საპატიმროებში ტერორს ახორციელებდა – სოზარ სუბარი

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომაზე, სადაც საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმროებში პატიმართა რაოდენობასა და იქ არსებულ პირობებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მაშინ როცა იმდროინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული კრიმინალურ სამყაროსთან, პატიმრებზე ტერორი სწორედ ამ სამყაროს წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდებოდა.

„იმ წლებში, როცა იმდროინდელი ხელისუფლება თითქოს ებრძოდა „კრიმინალურ სამყაროს“, სწორედ მათი ხელით ტერორს ახორციელებდა სხვა პატიმრებზე.

2004 წლის დასაწყისში იყო 6 ათასი პატიმარი. რამდენიმე წელიწადში კი, პატიმართა რაოდენობამ გადააჭარბა 24 ათასს, ანუ პატიმართა რაოდენობა რამდენიმე წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. მაგალითად, მეხუთე საპყრობილეში იყო საკნები, სადაც 18 ან 20 საწოლი იდგა და 120-125 პატიმარი ჰყავდათ შესახლებული. ამ საკანში იყო ღია საპირფარეშო, არ იყო განიავების და დაბანის საშუალება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან აღნიშნული რეპლიკა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯემალ წიკლაურმა ე.წ. „შავი სამყაროს“ წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზეწოლაზე ისაუბრა. ჯემალ წიკლაურმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ საკნის ე.წ. „მაყურებლები“ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემაზე.

„მაგარ ბიჭებს“ რომ ვეძახით, ზოგი საკნის მაყურებელი იყო, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე, რომ როგორმე მომეწერა ხელი იმ დოკუმენტზე, რომლითაც ჩემს ქონებას სახელმწიფოს გადავცემდი. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როცა მათ შევხვდი, ვკითხე, რას მერჩოდით-თქო და მიპასუხეს, ასე რომ არ მოგქცეოდით, კარცერიდან თავს არ გამოგვაყოფინებდნენო“, – განაცხადა წიკლაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ლიპყინული და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში დღეს გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს სტამბოლში გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოულტერის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების დელეგაცია შეხვდა რუსულ დელეგაციას, რომელსაც ელჩი ალექსანდრ დარჩიევი ხელმძღვანელობდა.როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან რუბიოს რუს კოლეგასთან შეთანხმების შემდეგ კონსულტაციების მეორე რაუნდი იყო. პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა.„27 თებერვლის შეხვედრაზე ჩამოყალიბებული კონსტრუქციული მიდგომის გათვალისწინებით, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა გაცვალეს ნოტები, რათა მიღწეულ იქნას ურთიერთგაგება რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი მისიებისთვის დიპლომატიური საბანკო საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შეერთებულმა შტატებმა გაიმეორა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის შესახებ, რომელიც კრძალავს ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას, რაც არის მთავარი დაბრკოლება მოსკოვში აშშ-ის საელჩოში პერსონალის დაკომპლექტების სტაბილური და მდგრადი დონის შესანარჩუნებლად. მდივნის თანაშემწის მოადგილე კოულტერმა და ელჩმა დარჩიევმა განიხილეს უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზე შემდგომი შეხვედრის გამართვა, საჭიროებისამებრ, თარიღის, ადგილის და წარმომადგენელთა ვინაობას მომავალში განსაზღვრით“, – ნათქვამია განცხადებაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ ამ სანქციებს კიდევ არაერთი სახელმწიფო შეუერთდება დასავლურ სამყაროში” – ლევან სანიკიძე დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.ოპოზიცია, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით დადებითად აფასებს"უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები თავისი მნიშვნელობით და შესაძლებლობით არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მყისიერი შედეგის მომტანი, ამიტომ ამ ადამიანებს საკადრისი პასუხი გაეცათ უკვე საგარეო მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სანქციებს კიდევ არაერთი სახელმწიფო შეუერთდება დასავლურ სამყაროში. მაგრამ მთავარი პასუხი ამ ადამიანებს იმ ძალადობასა და დანაშაულებზე, რომელსაც ჩადიან, ქართველმა ხალხმა უნდა გავცეთ ერთად, რაც მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ.

საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც სოციალურ ქსელში თავის დროზე ილონ მასკმა გააზიარა

საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც თავის დროზე აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა.„ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკა“-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, დღეისთვის ილია მეორის ნათლულთა რიცხვი 48 000-ზე მეტია.შეგახსენებთ, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა კვლევა მიმდინარე წლის 27 თებერვალს გააზიარა.

ნოდარ მუსერიძე: 3 თვე მხოლოდ გამხმარი პურის ქერქით ვიკვებებოდი, საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ერთი ნაჭერი იყო და ჩვენი ტანისამოსის დაფენის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, 2006 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ მუსერიძემ ისაუბრა.მან მისი და ლევან ჯაფარიძის დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო დაკავების მიზეზი."მე და ლევან ჯაფარიძე დაგვაკავეს, მე მოქმედი კომისიის წევრი ვიყავი ცესკოსი და ლევან ჯაფარიძე მაშინ უკვე მემარჯვენეების წევრი იყო. დაკავების მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო. მიზეზი რა გვითხრეს, რომ 2007 წელს ჩატარდა რაღაც პრივატიზაცია, სადაც ჩვენ ვითომ ინტერესი გვქონდა და მერე 2007-ში ის არასწორად ჩატარდა და 2008-ში დაგვიჭირეს, ერთი წლის შემდეგ და რომ მიჭერდნენ, მაგას გეპეისთან ვაკავშირებ და გეტყვით რატომ, მე ვეკითხები 3 საათი იყვნენ შემოსული, 60 კაცი შემოვიდა დასაჭერად და მეუბნება მუხლებს, გავიგე მეთქი ეს და მე რა შუაში ვარ-თქო რაც მომიყევი მეთქი და გამომძიებელი მეუბნება, რომ სად მუშაობდიო? მე ვუთხარი გეპეიში - ახლა სად მუშაობო? ცესკოშითქო. ხომ ხვდები რატომაც გიჭერთო?3 თვე მე მხოლოდ ვიკვებებოდი გამხმარი პურის ქერქით. 85 კილო ვიყავით რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი. საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ერთი ნაჭერი იყო და ჩვენი ტანისამოსის დაფენის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ამის მერე ნერვის ქრონიკული ანთება მაქვს, მიჭირს სიარული," - აღნიშნა ნოდარ მუსერიძემ.

ბოლო სიახლეები