„იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენზე

Read Time:42 Second

ირანის ხელისუფლებამ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინა. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

„იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება“, – განაცხადა მან.

ამასთან, ცნობილია, რომ ირანმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დახმარება თურქეთს სთხოვა. ანკარაში განაცხადეს, რომ ირანში ღამის მხედველობით აღჭურვილ ვერტმფრენსა და 32 ალპინისტს გააგზავნის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტის ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფ ორ ადამიანთან კონტაქტი დაამყარეს.

პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ხისტად დაეშვა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია – არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო – ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი
Next post მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ