ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026

„იმედია, ეს არ გამართლდება… ძალიან მძიმე სანახავი იყო“ – რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ

ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც 2 მაისით თარიღდება.

„ის, რაც ხდება ისრაელში, მოხდება ამერიკაშიც და ბევრ სხვადასხვა ადგილას და მომსწრენი ვიქნებით ცეცხლის და ქაოსის. მინდა გაგაფრთხილოთ, მიწისძვრებია მოსალოდნელი 15 ივნისამდე. განსაკუთრებით უფრთხილდით სარესტორნო, საოფისე ბიზნესს.

ყურადღებით იყავით, გაზთან, სანთელთან, დენთან.

15 ივნისამდე 3-4 მიწისძვრა უნდა მოხდეს. ბოლოს მქონდა ეს ხილვა, საჰაერო აპარატის ჩამოვარდნა საქართველოს საზღვართან… იმედია, ეს არ გამართლდება, იმიტომ რომ ძალიან მძიმე სანახავი იყო, დამიჯერეთ“, – ამბობს გოგა მანია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ღონისძიების თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია. სამიტის მთავარი თემებია მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მაქვს პატივი, მოგიწვიოთ კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე, რომელიც პარიზში 9-10 სექტემბერს გაიმართება. დღეს, ისე როგორც არასდროს, კოსმოსი ძალაუფლებისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ვექტორს წარმოადგენს. ინდუსტრიული აქტორების დინამიზმი, ამ სფეროს გაზრდილი სამოქალაქო და სამხედრო ორმაგი დანიშნულება და გამწვავებული კონკურენცია მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რათა სრულად მოხდეს მისი ტექნოლოგიური პოტენციალის რეალიზება და კოსმოსური ეკონომიკის მდგრადი და პასუხისმგებლიანი განვითარების დაჩქარება. სამიტი შექმნის შესაძლებლობას, ხაზი გაესვას დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ კომპანიებსა და მრავალმხრივ აქტორებს შორის.ჩვენი ვალია, უკვე დღეიდან უზრუნველვყოთ კოსმოსური საქმიანობის მდგრადობა ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ: ეს სამიტი სწორედ ამ ამბიციის განმტკიცების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოგვეცემა შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიებისა და სააგენტოების ექსპერტიზა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი სამეცნიერო, ინდუსტრიულ, ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თქვენთან და სხვა მოწვეულ ქვეყნებთან ერთად განვსაზღვროთ სამიტის ფორმატი, რათა ღონისძიება მტკიცე განცხადებებითა და კონკრეტული ნაბიჯებით დასრულდეს.ჩვენი მიზანია, აღნიშნული შეხვედრა ვაქციოთ გამორჩეულ შესაძლებლობად კოსმოსური გამოწვევების მნიშვნელობის დასადასტურებლად და კოსმოსში იმ მრავალმხრივი თანამშრომლობის მხარდასაჭერად, რომელიც დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და სიამოვნებით გიმასპინძლებთ პარიზში 2026 წლის სექტემბერში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიიღეთ ჩემი უღრმესი პატივისცემა“, – აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, ემანუელ მაკრონისგან მიიღო.

ცხედარი საფლავში არ დახვდათ…„თქვენ რომ ძებნას დამიწყებთ, მე უკვე მეოთხე ცაზე ვიქნებიო“…- ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება

მაია ზესკია, სოციალურ ქსელში,  ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შესახებ წერს, რომლის არსებობა, როგორც გაირკვა, ბევრმა არ იცის.წალკის რაიონში, სოფელ რეხაში, ტყისპირა გორაკზე დგას ერთი პატარა სამლოცველო. იგი აშენებულია იმ უძველესი ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც აქ 93 წლის წინათ, 1925 წლის ზაფხულში, მიწაში ჩამარხული იპოვეს. აქ მომხდარი სასწაულები მაშინ, იმ ურწმუნო წლებში, მთელ საქართველოში ქუხდა. ამას მაშინდელი პრესაც ადასტურებს.როგორ იპოვეს ტაძარი?ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან მას რეხას მკვიდრის, 24 წლის თომა საბაძის გამოცხადების საფუძველზე მიაგნეს. თომა ბავშვობიდან ეპილეპსიით იტანჯებოდა თურმე - დღეში რამდენიმეჯერ ჰქონია გულყრა. მოზარდობისას მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი ქალი გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ ამიერიდან ძალზედ იშვიათად, მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ მოუვლიდა ბნედა.მართლაც ასე მოხდა - ფაქტობრივად, თომა თითქმის განიკურნა. ოფიციალური მასალების მიხედვით, შემდგომ ხილვებში უკვე 24 წლის თომას ღვთისმშობელმა აუწყა მიწაში ჩამარხული თავისი ტაძრის შესახებ და მისი გათხრა დაავალა.. მაგრამ თავიდან თომამ ხილვას ყურადღება არ მიაქცია.შემდგომ ხილვაში ყოვლადწმიდამ თომას უბრძანა, რომ ურჩობისთვის მას დასჯიდა და ნიშანსაც დაადებდა. მართლაც, სულ მალე შინ მყოფმა თომამ გრძნობა დაკარგა და მდუღარე წყლიან ქვაბში თავით ჩავარდა. ოთხი დღე იგი ბრმა იყო, მერე თვალი კი აეხილა, მაგრამ თავზე დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა. ამის შემდეგ თომა მითითებულ ადგილას მიდის სოფლის მღვდელ მამა გიორგისა (გვარად დარჩია) და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად და მიწის გათხრას იწყებს.ეს ადგილი სოფლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, გორაკის თავზე, ტყის პირას იყო. ორიოდე მეტრის გათხრის მერე მიწაში ჩამარხული ტაძრის ნანგრევები გამოჩნდა. ნანგრევებთან ერთად იპოვეს ხუთი უხრწნელი ცხედარიც, სავარაუდოდ, აქაური ბერების.გადმოცემით, ამას ისეთი ნათება ახლდა თურმე, რომ სოფლიდან ამბის გასაგებად ხალხი გამოუგზავნიათ. სულ მალე ცხადი შეიქმნა, რომ ტაძარი სასწაულმოქმედი იყო, რადგან აქ ამოსული ყველა ავადმყოფი განიკურნა. ეს ამბავი ვერანაირად ვერ დაიმალებოდა და პირიდან პირზე გარშემო სოფლებში, მალე კი მთელ საქართვეელოში გავრცელდა. არადა, მოგეხსენებათ, ეს საბჭოთა ხელისუფლების წლებია, როცა პირჯვრის გადაწერაც კი იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, რეხასაკენ წმინდა ნაწილების მოსალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი დაიძრა.სასწაულები ყველას თვალწინ ხდებოდა - ბრმებს თვალი ეხილებოდათ, მუნჯებმა ენა ამოიდგეს, ავადმყოფები იკურნებოდნენ..... ეს აქ შეკრებილი ასობით ადამიანის თვალწინ ხდებოდა. პოლიციამ გზები ჩაკეტა, რადგან რეხასკენ ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ისინი ტაძართან ათენებდნენ და, სასწაულების ხილვით აღფრთოვანებულები, ადიდებდნენ უფალს.თვითმხილველთა გადმოცემით, იყო შემთხვევაც, როცა თომამ იქ შეკრებილ ხალხს სასწრაფოდ დაჩოქებისკენ მოუწოდა - მისი თქმით, იმ წუთებში თავად დედა ღვთიშობელი იყო მობრძანებული ტაძართან. ხალხს კი ამ დროს სრულიად უღრუბლო ციდან მხოლოდ ჭექა-ქუხილისა და გრგვინვის ხმა ესმოდა თურმე, დანახვით კი ვერაფერს ხედავდნენ.მასობრივმა კურნებებმა ყველაზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ რამდენიმე პარტიულმა მუშაკმა და კომკავშირელმა პარტიის მანდატებიც კი დათმეს და, როგორც გამოძიების მასალებშია აღნიშნული, მორწმუნეებს შეუერთდნენ.ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებას ასეთი რამ არ გამოეპარებოდა. 1926 წლის ნოემბერში 26 კაცი დააპატიმრეს. ეს იმდენად რეზონანსული საქმე იყო, რომ სასამართლო პროცესიდან რეპორტაჟები პირდაპირ გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა სახელწოდებით „წალკელ სასწაულქმედთა საქმე“. პირველ სასამართლო სხდომას 1000-ზე მეტი გლეხი ესწრებოდა.მორწმუნეებისათვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება ასეთი იყო : თითქოს მათ მიცვალებულთა ხუთი უბრალო ჩონჩხი თაფლის სანთლებით გასანთლეს და უხრწნელ ცხედრებს დაამსგავსეს, ანუ თითქოს ეს უხრწნელი ცხედრები კი არა, სანთლის სხეულები იყო. აი, ასეთი აბსურდული ბრალდება იყო.. პატიმრები გორის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ სასწაულები იქაც გაგრძელდა: რეხელთა გადმოცემით, ყოველ დილა ბადრაგს თომასა და მამა გიორგის საკნების კარი ღია ხვდებოდა ( და არა მარტო მათი), ეს მიუხედავად მათი გარედან საგულდაგულოდ დაგმანვისა.ამბობენ, რომ ზებუნებრივი ძალების ამგვარი გამოვლინების ზეგავლენით,, პატიმრები მალევე გამოუშვეს და ისინი კვლავ სოფელში დაბრუნდნენ.ვინ იყო თომა საბაძე?როგორც ვთქვით, ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან სწორედ მისი ხილვით მიაგნეს. გამოცხადებები თომას 12 წლის ასაკიდან დაწყებია.. აღნაგობით ძალზე ახოვანს, გულზე გამუდმებით ღვთისშობლის ხატი ეკიდა თურმე.თომას მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონია.. მისი ბიძაშვილის მოგონებით, ჯერ კიდევ როდის ამბობდა თურმე, ცაში მალე „რკინის ჩიტები“ ივლიანო.წერა-კითხვის უცოდინარს, მთელი სახარება ზეპირად სცოდნია. ბიბლიიდან ზეპირად ამბობდა ციტატებს.. ასეთივე უნარები ჰქონდა დედამისს ეფემიასაც - იგი ლოცვებით ხალხს მკურნალობდა. ორივე დედა-შვილი ძალიან მორწმუნენი ყოფილან და ტაძარში ეხმარებოდნენ მამა გიორგის.კომუნისტების მიერ ღვთიშობლის ტაძრის დანგრევის შემდეგ თომას თავისი სახლის გვერდით სამლოცველო აუშენებია, გამუდმებით შიგ ლოცულობდა თურმე და ხალხს უფლის რწმენას უქადაგებდა.. ისე კი ძალზედ სიტყვაძუნწი ყოფილა. თომას გორის ციხიდან გამოსვლის მერე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის და დედამისი სოფლისგან გაერიყა. მათთან გამოლაპარაკებასაც კი ყველა ერიდებოდა.. საშინელ სიცივესა და უკიდურეს შიმშილში ცხოვრობდნენ. თომა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ერთ წელიწადში დედამისიც მიჰყვა. როცა ახლად შესვენებული ეფემიასათვის საფლავს თხრიდნენ, ერთ-ერთმა მესაფლავემ, გვარად კაილაჩევმა, თურმე დანარჩენებს შესთავაზა ,იქვე გვერდით, დასაფლავებული თომას საფლავიც ამოეთხარათ - მოდით ვნახოთ, ერთი, მართლა წმინდანია თუ არაო. ამოთხარეს, მაგრამ თომას ცხედარი საფლავში არ დახვდათ. ამან ისეთი თავზარი დასცათ,,რომ ერთი მათგანი შიშისაგან იქვე გაჭაღარავებულა.. სწორედ მაშინ სოფელში ყველას გაახსენდა თომას სიტყვები : „თქვენ რომ ძებნას დამიწყებთ, მე უკვე მეოთხე ცაზე ვიქნებიო“.მამა გიორგი (დარჩია)მამა გიორგი რეხაში მსახურობდა მღვდლად.. ის უგანათლებულესი პიროვნება და დიდი პატრიოტი,ყოფილა, ამასთან, როგორც ძველი, ისე ახალი ბერძნული ენის ბრწყინვალე მცოდნე.რეხაში ჩამოსვლამდე მამა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე, მოღვაწეობდა თურმე. სწორედ მაშინ უცდია, რომ კონსტანტინო პოლის პატრიარქთან მოლაპარაკების გზით, ბერძნების მიერ მისაკუთრებული ათონის ქართული ტაძარი ქართველებისთვის დაებრუნებინა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მამა გიორგი თავად პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მოავლინა რეხაში მღვდელმსახურად. გორის ციხიდან სოფელში დაბრუნების შემდეგ მასზე მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესებიათ და მკვლელიც კი მიუგზავნიათ,, მაგრამ მორწმუნე პოლიციელისა და საბაძეების დახმარებით შუაღამისას სოფლისათვის გაურიდებიათ.. მამა გიორგიმ აჭარაში გააგრძელა მოღვაწეობა. 1937 წელს იგი კომუნისტებმა დახვრიტეს.სასწაულები კვლავ გრძელდებაახლა ერთი იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ტაძარში ჩვენს დღეებში მომხდარა.: რეხაში მცხოვრები გოგი ზანთუროვის ნაბოლარა შვილიშვილი დაბადებიდან კუტი ყოფილა - ბავშვი 7 წელი ლოგინად იწვა. მეზობელმა ოჯახს ურჩია, ადით, თომას სალოცავი მოილოცეთ, ცხვარი შესწირეთო.ასეც მოიქცნენ. რის შემდეგაც, ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე... იმ წელს სკოლაშიც წავიდა. ეს ბიჭი მე ჩემი თვალით ვნახე - შარშანწინ, ღვთიშობლის დაბადების დღეს, თომას სალოცავში მშობლებთან ერთად თავისი ფეხით იყო ამოსული.p.s. ტაძრის ქვეშიდან გამოედინება წყარო, რომელიც წლობით უხრწნელად ინახება.

ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა..“, - წერს ღარიბაშვილი.

ნიკა გვარამია – ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და „ქოცების“ გახარებას

შეამჩნევდით, რომ პრაქტიკულად არ ვპასუხობ პოლიტპატიმარ სააკაშვილს და თუ ვპასუხობ, ისიც ციხეში მყოფი ჩემი მეგობრების ან პარტიის წევრების დაბულინგების გამო. არცერთხელ პირადად ჩემზე თავდასხმას არ გამოვხმაურებივარ, არცერთხელ, – ამის შესახებ ოპოზიციის ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის, უსინდისობასაც, უპასუხისმგებლობასაც და თავხედობასაც.„ამ უბედურებაში და დავიდარაბაში, როცა ქვეყნის გაყიდვის რეალობის წინაშე ვართ; როცა ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს გვიმზადებენ, ხოლო ძველი ისტორიის ოქროს ფურცლად გამოგვიცხადეს; როცა აფხაზეთის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული და აშკარაა, რომ რუსული სქემა თამაშდება რეჟიმის მიერ; როცა ქოცები ერთმანეთს დარეულები და აშკარად აჭრილები არიან;როცა ყველა ერთად უნდა ვემზადებოდეთ ერთიანი მძლავრი პასუხისთვის და ძალებს ვაერთიანებდეთ,დღეს ათასი ტყუილი იკადრა სააკაშვილმა. ყველას გაყიდულები და ბიძინასთან შეთანხმებულები თუ შიშით დადუმებულები გვეძახა. ასეთებად გამოაცხადა, მაგალითად, პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე, და, რა თქმა უნდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც ბოლო პერიოდში მისი აგრესიის მთავარი სამიზნეა, „რატომღაც“.ტრადიციულად, ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა. ოღონდ ამჯერად დაამატა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტში არ შევედით, იმიტომ, რომ პოლიტიკური გაფარჩაკების შეგვეშინდა. ამ დროს პირველები ვიყავით და ტონის მიმცემები პარლამენტის მანდატებზე უარის. მოიკითხოს საკუთარ პარტიაში, რა ხდებოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით.სააკაშვილის განცხადებით, იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ჩვენ რატომ დაგვიჭირეს, ამაზე ასეთი სამარცხვინო შეფასება ჯერ არავის უკადრია, სააკაშვილმა – იკადრა.ამიტომაც იმსახურებს პასუხს. ალბათ ბევრად უარესს, მაგრამ საკუთარ თავს ვცემ პატივს და ჩემს მეგობრებს და ამით შემოვიფარგლები.ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სააკაშვილის ტყუილებს და შეურაცხყოფებს პასუხს თუ გასცემ, ეგრევე ჩაგრულის მანტიით შემოსილი გამოდის მისი „მარადის მსხვერპლი“ პარტია (ფეხბურთში დამარცხებული გუნდის გულშემატკივარი ყველაფერზე რომ წუწუნებს და მიზეზობს, „კაცი დაგვიმტვრიესო“, დაახლოვებით ისე) და მოყვება საჯარო გოდებას და სასაცილო კონსპირაციების მოყოლას. ბაბლი კიდევ ნაპერწკლებს აკვესებს, „რა დროს ეს იყოო“. ოღონდ თავად სააკაშვილი სწორ ადგილზე ოპოზიციის გინების კორიანტელს რომ აყენებს სისტემატურად, იმას შემწყნარებლურად უნდა უყურო თურმე. თითქოს პოლიტიკურად საწყალი და შესაბრალისი იყოს ციხის საკნიდან საკუთარი თავის უალტერნატივო ლიდერად გამომცხადებელი კაცი. არაა და არც უნდა იყოს საწყალი.მისი მმართველობის წლები, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაითვალონ, ჯერჯერობით საუკეთესო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ არც უსინდისო ტყუილებს უნდა წერდეს, მეგობრებო, და შეგნებულად და მიზანმიმართულად აშავებდეს ყველას და ყველაფერს. არც ყველაფრის ჩამშლელი და ყველას მაგინებელი უნდა იყოს და არც მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი. და ციხე აქ უსასრულო გამართლებად და ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ლამის ნახევარი საქართველო ციხეში ზის, თინეიჯერიდან 70-ს გადაცილებულ მსოფლიო ვარსკვლავამდე. და კიდევ უფრო მით უმეტეს, როცა ერთობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ახლა.სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამიტომაც ვუსვამ წერტილს. ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და „ქოცების“ გახარებას. უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ. მორალურ შეფასებებზე არ გადავალ: არ მიმაჩნია არც სწორად და არც საჭიროდ.ps. ვოლი კომენტარებისთვის ჩაკეტილია. არავის გინება არ შედის ჩემს ამოცანებში და არც ამ საკითხზე ვინმეს პოზიცია მაინტერესებს“, – წერს ნიკა გვარამია.

გურამ მაჭარაშვილი – აფხაზეთი მათთვის არ არის თავის ტკივილი, ერთადერთი თავის ტკივილია, პატრონებს მოაწონონ თავი, აქ არეულობა შემოიტანონ

ბარამიძეს განცხადება წამოცდენა არ ყოფილა, მით უფრო, მეორე თუ მესამე დღეს განმარტა და კი არ უარყო, არასწორი ვთქვი ან შემეშალაო, რისკენაც მოუწოდეს ქართველმა გენერლებმა, არამედ თქვა, დიახ, უბრალოდ სიტყვა დახვრეტა კი არა, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინაო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თუ მოკლავ ადამიანს, რომელიც ჩაგბარდა და აღარ გესვრის, რა მნიშვნელობა აქვს, დახვრეტას დაარქმევ თუ სროლას.„პირდაპირ მორიგ ჯერზე დააბრალა ქართველ ჯარისკაცებს ჩაბარებული ხალხის, ანუ ტყვეების დახვრეტა ან სროლა. მათ აფხაზეთი არასდროს აინტერესებდათ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და შემდგომაც გამოჩნდა. ამას მიემატა გვარამიას განცხადება, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით გააკეთა. მერე ვითომ უარყო, აფხაზეთი არ ვიგულისხმეო, მაგრამ აბა, ვისი წარმომადგენლები იყვნენ, 2-3 წლის წინ რომ გვეუბნებოდნენ, გაიარეთ, გაისეირნეთ აფხაზეთში ტანკებითო? ვინ იყვნენ ესენი? ვინმეს ეგონა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ტანკებით გასეირნება დამთავრდებოდა აფხაზეთის და დანარჩენი ტერიტორიის აღდგენით? ძალიან კარგად იცოდნენ, რითაც დამთავრდებოდა. 2008 წლის შემდგომ ხელისუფლებაში 4 წელი იყვნენ, თვითონ რატომ არ გაისეირნეს ან ტანკებით, ან „ბეტეერებით“ აფხაზეთში? იმიტომ მიუთითებდნენ, რომ ვერ აღწევდნენ იმას, რაც უკრაინაში ხდებოდა. აფხაზეთი მათთვის საერთოდ არაა თავის ტკივილი. მათი ერთადერთი თავის ტკივილია, როგორმე პატრონებს მოაწონონ თავი, რომ აქ რაღაც არეულობა შემოიტანონ, იქნება ეს აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, რუსთაველის გამზირიდან თუ ნებისმიერი ადგილიდან. ეს განცხადებები ზუსტად ამას მოწმობს.რაც შეეხება კითხვას, რას შესთავაზებს ქართული ხელისუფლება აფხაზებს, ჯერ იმაზე გასცენ ქართველ ერს პასუხი, რა შესთავაზა წინა ხელისუფლებამ რვა თუ ცხრა წლის განმავლობაში? ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ შესთავაზეს ომი, მერე არაფერი შეუთავაზებიათ გარდა იმისა, რომ, სამწუხაროდ, დეოკუპაციის პროცესს ხელს კი არ უწყობდნენ რუსეთთან მიმართებით, ხელს უშლიდნენ. როცა შენ საუბრობ, რას სთავაზობ აფხაზურ მხარეს, ჯერ თვითონ უნდა თქვა, რას სთავაზობდი ან რას შესთავაზებ. ეს ხალხი კომენტარის ღირსიც ხომ არაა, არ უყვართ თავიანთი ქვეყანა. არცერთი კუთხე არაა მათთვის მნიშვნელოვანი. ასეთი ტიპის განცხადება ნიშნავს, რომ შენ საქართველო არ გიყვარს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.ცნობისთვის,​ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.

ბოლო სიახლეები