კვირა, თებერვალი 23, 2025

ილონ მასკი სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის სიცრუეს უწოდებს „როიტერის“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმების იძულების მიზნით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს.

„ეს სიცრუეა. „როიტერი” იტყუება. „ესოშიეითიდ პრესის” (ასოცირებული პროპაგანდის) შემდეგ მეორე ადგილზე არიან, დიდი ხნის განმავლობაში ტყუილი ახალი ამბების გავრცელების კუთხით“, – წერს ილონ მასკი.

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს. აშშ-ის მომლაპარაკებლები ზეწოლას ახდენენ კიევზე, რომ წვდომა მიიღონ კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულზე. როგორც სააგენტო წერს, ილონ მასკის კუთვნილი „სტარლინკის“ ინტერნეტის საკითხი მოლაპარაკებებში მას შემდეგ დაისვა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა თავდაპირველ შეთავაზებაზე, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარატამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა წარუდგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ომის სამი წელიწადი: უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაში სიკვდილი რეალობაა

უკრაინაში ყოველი მეხუთე ბავშვი ამბობს, რომ ომის ესკალაციის შემდეგ, ოჯახის ახლო წევრი ან მეგობარი დაკარგა. გაერო-ს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) აღნიშნავს, რომ „ომმა სიკვდილი და ნგრევა უკრაინელი ბავშვების ცხოვრების განუყრელ ნაწილად აქცია“. პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებლის ახალი ამბები (RTP News) დევიდ არაუჯო - პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP) 21 თებერვალს გამოქვეყნებულ იუნისეფის ანგარიშში ნათქვამია: „2024 წელს უკრაინის ომში მოკლული ბავშვების რაოდენობა, 2023 წელთან შედარებით, 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, საერთო ჯამში, 2520-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა“. უკრაინაში ომის მესამე წელი ბავშვებისთვის კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდა, ვიდრე წინა ორი წელი იყო. თუმცა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის შეფასებით, რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია, „რადგან ანგარიშში შესულ მონაცემებში მხოლოდ გაერო-ს მიერ დადასტურებული დაღუპული ბავშვების სტატისტიკაა ასახული“. „ბოლო სამი წლის განმავლობაში, 1600-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება და თითქმის 790 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა“, - ნათქვამია დოკუმენტში. უკრაინის ომმა ბავშვებსა და მოზარდებს შორის სერიოზული დანაკარგები და გაჭირვება გამოიწვია, რამაც მათ განვითარებასა და კეთილდღეობაზე უდიდესი უარყოფითი გავლება მოახდინა. „სამი წლის პერიოდში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება ღრმა კვალს ამჩნევს ბავშვების ჯანმრთელობასა და სწავლას, მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. უკრაინაში კი ბავშვებს ამ სამი წლის მანძილზე მხოლოდ ომი უნახავთ. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათი შვილები თავს გამოფიტულად გრძნობენ როგორც ფიზიკურად,ისე ემოციურად, რაც ოჯახურ ცხოვრებაზეც აისახება“, - წერს იუნისეფი. გარდა ამისა, სამწლიანი ომის შედეგად, დაზიანდა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის აუცილებელი ძირითადი სერვისები. ამიტომ, უკრაინაში მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით მძიმე პერიოდია. იზოლაცია ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუარესებს „როგორც მოზარდების თითქმის მესამედმა განაცხადა, თავს ისე სევდიანად ან უიმედოდ გრძნობნენ, რომ ჩვეული აქტივობები შეწყვიტეს. ასეთი განწყობები უფრო ხშირად გოგონებში ფიქსირდება“, - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინაში ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს იზოლაცია ამძიმებს. ბევრი ბავშვი საათობით იმყოფება სარდაფებსა და თავშესაფრებში, რის გამოც კომუნიკაციისა და სწავლის შესაძლებლობას კარგავს. ბავშვების დაახლოებით 40% მხოლოდ დისტანციურად სწავლობს ან ესწრება როგორც ღია, ასევე დისტანციურ გაკვეთილებს. იუნისეფის შეფასებით, „ომმი მოზარდების ცოდნაზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა: კითხვის უნარ-ჩვევებში ბავშვები საშუალოდ ორი წლით, მათემატიკის უნარ-ჩვევებში კი ერთი წლით ჩამორჩნენ“. გაერო-ს ბავშვთა ფონდი უკრაინელ პარტნიორებთან მუშაობს „ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს ჯანდაცვის, სუფთა წყლის, ფულადი დახმარების, განათლებისა და ბავშვთა დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას ფრონტის წინა ხაზთან ახლოს მდებარე რეგიონებში“. ამ მიზნით, „მან შეაკეთა და აღადგინა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელები, ასევე უზრუნველყო ბავშვებიანი ოჯახების წვდომა საწვავზე და ტანსაცმელზე, რათა მძიმე ზამთრის პირობებში, მათ გათბობის საშუალება ჰქონოდათ“. ამავდროულად, იუნისეფი მუშაობს ვლადიმირ ზელენსკის მთავრობასთან, რათა „მხარი დაუჭიროს ქვეყნის გრძელვადიან აღდგენას და განვითარებას სოციალური ერთობის შენარჩუნებით, ბავშვებისა და მათი ოჯახების მომსახურების სისტემების გაძლიერებით, ასევე ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფით და მათთვის ჯანდაცვისა და განათლების დროული და ხარისხიანი სერვისების მიწოდებით“. 6.8 მილიონზე მეტი დევნილი ამჟამად მსოფლიოში რეგისტრირებულია 6,86 მილიონი უკრაინელი დევნილი, რომელთაგან თითქმის მილიონი პოლონეთში ცხოვრობს. პორტუგალიაში 46 823 უკრაინელი დევნილია, რომელთაგან 19 პროცენტი (10 393 პირი) არასრულწლოვანია. დევნილი ბავშვებისთვის სწავლასთან ხელმისაწვდომობა გამოწვევად რჩება, რადგან სასკოლო ასაკის დევნილთა ნახევარი ჩარიცხული არ არის მიმღები ქვეყნების ეროვნული განათლების სისტემებში, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, ისწავლონ და ურთიერთობა ჰქონდეთ თანატოლებთან, ასევე განავითარონ ის ძირითადი უნარები, რომლებიც საკვანძო იქნება ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის. ძალადობა შიშსა და ტანჯვას იწვევს „სიკვდილი და ნგრევა, ძალიან დიდი ხანია, უკრაინელი ბავშვების ცხოვრებაში მუდმივ რეალობად იქცა“, - განაცხადა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა. „ძალადობის ასეთი მაღალი დონე უზარმაზარ შიშსა და ტანჯვას იწვევს და ბავშვის ცხოვრების ყველა ასპექტს არღვევს“, - აღნიშნა მან. კეტრინ რასელის თქმით, „ბავშვები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული ომის შედეგებისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“. „უკრაინელ ბავშვებს, ყველაზე მეტად, მდგრადი მშვიდობა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა სჭირდებათ “, - დასძინა იუნისეფის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„როიტერი“ – სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების განსახილველად და ასევე იმის გასარკვევად ჩავა, თუ როგორ შეუძლია ანკარას ამ პროცესში წვლილის შეტანა. ლავროვის ვიზიტი ემთხვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლის თავს. ამასთან, წყაროს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს. თურქულმა წყარომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ ნაბიჯებს „დიპლომატიური ძალისხმევით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ კონტაქტებს და წვლილს, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეიტანოს ამ პროცესში“.

🥋 ტატო გრიგალაშვილი – 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია!

ტატო გრიგალაშვილი - 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალშია! ვარშავის ღია პირველობის ნახევარფინალურ ორთაბრძლოაში, ტატომ ესპანელი აარონ სანტამარია როდირიგესი ვაზარით დაამარცხა.

სიცრუე და აბსურდია საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან. მიმაჩნია, ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და სკანდალური ინფორმაციის გავრცელებაა, რაც...

„მსურს, ძალიან მოკლედ, შევეხო ბაჩიაშვილის მცდელობებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განმარტებების მიცემის პროცესში, საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ეკუთვნოდა კრედიტი და მიიღო კიდეც“-წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელში. ადვოკატი „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც ადვოკატი პოსტში აღნიშნავს, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება. „ე.წ მორალურ კატეგორიას მიეკუთვნება ორი ცრუ გარემოება, რომ თითქოს ბრალდებულს დაბალი ხელფასი ჰქონდა ფონდში და რისკიან დავალებებს ასრულებდა. ამ ცრუ გარემოებებით ბრალდებული ცდილობს იმის დადასტურებას, რომ მას ეკუთვნოდა კრედიტი მაინც, დაბალი შემოსავლისა და განსაკუთრებული დავალებების შესრულების გამო. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილის ხელფასი ფონდში ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის ხელფასს რამდენიმეჯერ აღემატებოდა. უფრო მეტიც, სრულ შესაბამისობაში იყო ტოპ მენეჯერების ყველაზე მაღალ ანაზღაურებასთან, რაც კი არსებობდა იმ პერიოდში ქართულ საფინანსო სექტორში. გარდა ამისა, ცხადია იღებდა დამატებით ანაზღაურებას, ბონუსებს. შესაბამისად, ბრალდებულის აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა. ტყუილია ისიც, რომ ის თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს ასრულებდა. ერთის მხრივ, ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა. მეორეს მხრივ კი, ჩემი მარწმუნებლის განმარტებით, თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მის პროფესიულ საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან. მესამე ცრუ გარემოება კი აპელირებას ახდენს თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულ არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკაზე, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მათ შორის დაკრედიტების პროცესში. აღნიშნულიც წარმოადგენს ტყუილს, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითაც დადასტურდა, რომ დაახლოებით ოც წლიან (თუ მეტი არა) პერიოდში არცერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად, შემდგომში უზრუნველყოფილი ჩემი მარწმუნებლის პირადი ქონებით (დამონტაჟებული ჩანაწერის ტექსტშიც ნათლად ვლინდება ეს). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, მიმაჩნია, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი, კვლავ არის აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით თითქოსდა სკანდალური ინფორმაციის გავრცელება, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად მიუთითებს ბრალდებული მხარის პოზიციების სისუსტეზე და საპირისპიროდ, დაზარალებულის პოზიციის სისწორეზე, რეალობასთან შესაბამისობაზე“- წერს თეიმურაზ წიქვაძე.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე- „ტვ პირველის“ სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ „სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად, ხოლო მთავარ არგუმენტად მოყვანილ იქნა ე.წ გერმანული საექსპერტო დასკვნა“. მისივე თქმით, ,,ექსკლუზიური“ აუდიოჩანაწერის დანაწევრებული სახით გაშვება უტყუარად ადასტურებს მის უვარგისობას ბრალდებულისათვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით. „მსურს საზოგადოებისთვის განმარტება გავაკეთო ტელეკომპანია TV პირველის ეთერში 2025 წლის 22 თებერვალს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ბრალდებული ბაჩიაშვილის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილ არაავთენტურ/დამონტაჟებულ აუდიოჩანაწერს და რომელიც, ბრალდებულის განმარტებით, მან შექმნა 2015 წელს, მაშინ როცა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილთან მივიდა კრედიტის სათხოვნელად. სიუჟეტი იყო მიკერძოებული, არაკრიტიკული (ემსახურებოდა მხოლოდ ბრალდებულის ე.წ არგუმენტების უპირობო ჭეშმარიტებად წარმოჩენას) შინაარსის და წარმოადგენდა არაკომპეტენტურ მცდელობას, რომ კრედიტის თხოვნა წარმოჩენილიყო ბრალდებულის მხრიდან ინვესტიციის განხორციელების დასტურად, ხოლო მთავარ არგუმენტად მოყვანილ იქნა ე.წ გერმანული საექსპერტო დასკვნა. საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მიზნით, ინფორმაციის მიწოდება მოხდა იმგვარად, რომ სიუჟეტის ავტორებმა ექსკლუზიურად მოიპოვეს აუდიოჩანაწერი (რაც სასაცილოა, ჩანაწერების განმახორციელებელ პირს წესით აღარ უნდა ერიდებოდეს იმის პირდაპირ აღიარება, რომ ტელევიზიასაც გაუზიარა მისი შემოქმედების ნაყოფი) და მასში ასახული შინაარსი თითქოსდა შეიცავდა აქამდე უცნობ და სენსაციურ ფაქტებს დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ დამონტაჟებული ჩანაწერიც კი, სიუჟეტში არასრულად, ავტორების აზრით (რადგან გაშვებული მონაკვეთებიც კი მიუთითებს დაცვის მხარის უსუსურ პოზიციაზე) ბრალდებულისათვის მისაღებ კონტექსტში გაშუქდა. ვფიქრობ, ,,ექსკლუზიური“ (სინამდვილეში, აღნიშნული ჩანაწერი დიდი ხანია უკვე, რაც ერთვის საქმეს და მხარეებისთვის ცნობილია) აუდიოჩანაწერის დანაწევრებული სახით გაშვება უტყუარად ადასტურებს მის უვარგისობას ბრალდებულისათვის სასარგებლო დასკვნების გამოტანის თვალსაზრისით“,-წერს ადვოკატი წიქვაძე.

ბოლო სიახლეები