ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

ილონ მასკი: როცა ჩვენ USAID-ის მოკვლევა დავიწყეთ, დაგვხვდა არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი. ჭიანი ვაშლიდან ჭიის ამოღება შეგიძლიათ. მაგრამ ჭიების გორგალიდან ამას აზრი არ აქვს. ის უბრალოდ უნდა მოიშორო. მისი შეკეთება შეუძლებელია

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ როცა ხელისუფლებამ ორგანიზაცია USAID-ის მოკვლევა დაიწყო, დახვდა არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი.

„როცა ჩვენ USAID-ის მოკვლევა დავიწყეთ, დაგვხვდა არა ჭიანი ვაშლი, არამედ უბრალოდ ჭიების გორგალი. თუ თქვენ გაქვთ ჭიანი ვაშლი, ჭიის ამოღება შეგიძლიათ. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ჭიების გორგალი, ამას აზრი არ აქვს. USAID-ი ჭების გორგალია. ის არაა ვაშლი. ხოლო როცა არ არის ვაშლი, ის უბრალოდ უნდა მოიშორო. მისი შეკეთება შეუძლებელია“, – თქვა მასკმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლეგენდარულ ოლიმპიელს, ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა. 3 თებერვალს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ქალბატონ ნინოს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადასცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ნინო სალუვაძეს დიდი აღიარება მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, სეოკ-ის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტსმენები, ნინო სალუქვაძის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.

ვიქტორ ორბანი – ახლა გვჭირდება დიპლომატია, მოლაპარაკებების გარეშე ომი განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს. გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა მნიშვნელოვან შეცდომად დაასახელა დასავლეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინისთვის დახმარების გაწევა. „საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო ვარიანტი. დღეს უკრაინის დახმარების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა“, – განაცხადა ორბანმა. უნგრეთის მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უფრო ადვილი იყო. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ დასავლეთმა უკრაინას არასაკმარისი იარაღი მიაწოდა. „არანაირი იარაღი არ იქნებოდა საკმარისი. დასავლეთს ამ ომის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ უკრაინაში თავის ჯარისკაცებს გააგზავნის. ეს კი გამოვრიცხეთ. უკრაინელებს უბრალოდ არ ჰყავთ საკმარისი ჯარისკაცები. აი, რატომ არის ახლა ტრამპი საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანი ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინი დაკავებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევს. „არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში. აზრი არ აქვს სპეკულაციებს, მაგრამ ახლა დიპლომატია გვჭირდება. ევროპელები მიიჩნევენ, რომ მორალურად არ არის სწორი მოლაპარაკებების წარმოება. ეს აბსურდია. ეს არის ის, რაც ომში უნდა გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი“, – განაცხადა ორბანმა.

ფილმიდან „რეკორდი“ ჯოტია ცაავას როლს შემსრულებელი კობა ღვინიაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი კობა ღვინიაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს გურამ პატარაიას ფილმიდან „რეკორდი“, სადაც ის ჯოტია ცაავას როლს ასრულებს. კობა ღვინიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოძრავ სატელევიზიო სადგურში ოთხ ათეულ წელზე მეტი მუშაობდა. საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს კობა ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

„როიტერი“ – რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოიაზრებს

რუსეთი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოიაზრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლები საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სხვადასხვა შეხვედრებს მართავენ. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა ამ გეგმასთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი დიპლომატი და სპეცსამსახურების წარმომადგენელი მიუთითებს იმ მჭიდრო სამხედრო და უსაფრთხოების კავშირზე, რომელიც საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აშშ-სთან აქვთ. „როიტერი“ წერს, რომ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც ცნობილია, ტრამპსაც და პუტინსაც კარგი ურთიერთობა აქვთ საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელებთან. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას „სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთთან“ შეხვედრები აქვს გეგმაში.

გია ვოლსკი – კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას

კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა“. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მასშტაბით განსახილველი საკითხები. ძალიან სერიოზული და საკმაოდ დაძაბული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც გზაგასაყარზე მდგომი მსოფლიოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. არასდროს არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ საქართველოში იქნება გარკვეული გამოძახილი მსოფლიოს დონის დაპირისპირებებიდან, რომელსაც ახლა ვხედავთ. თუნდაც აშშ-ში, სადაც სახელმწიფოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებთან დაპირისპირებულები რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და გზების გადაკეტვაც მოინდომეს. ამ პროცესებთან მიმართებაში, რაც საქართველოში ხდება, ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს, რათა დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები ეკონომიკას, ტურიზმს და ეროვნულ ვალუტას შეექმნა. ეს არ უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით წინაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა. თავდასხმა პოლიციელზე და სახელმწიფო შენობებზე საკმაოდ სერიოზულად ისჯება როგორც ევროპის სივრცეში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საქართველოშიც საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა ნაკლები რესურსის მქონე ქვეყანას არ მიადგეს სერიოზული ზარალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები