ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ილია II – დღევანდელი მდგომარეობა დაგორებულ ლოდს ჰგავს, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ

ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ ქვეყანას აღარ ეშველება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ბევრი ნეგატიური მოვლენა მოხდა, რაშიც ახალგაზრდობაც არის ჩართული. ილია მეორემ აღნიშნა, რომ სურს, მოეწყოს რამდენიმე შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ, როგორ უშველონ ხალხს.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატიური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? – ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და ფსიქოლოგები მიიღეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.

ილია მეორემ მოისმინა გამომსვლელთა მოსაზრებები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას.

კათოლიკოს-პატრიარქმა მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ სამღვდელოებისა და ფსიქოლოგების გააქტიურებული შრომა დადებით შედეგს გამოიღებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტივები შევიტანეთ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად იქნება აქციზის გაზრდილი ტარიფი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანის შემოყვანისთვის დაწესდება განბაჟების შედარებით მაღალი ტარიფი.„ერთ კუბზე 4,5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა.„კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა და ამ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სააკაშვილი – კომპლექსებიდან უნდა გათავისუფლდეს ყველა მხარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი და მე ხალხის უმრავლესობა მიჭერს მხარს

კომპლექსებიდან უნდა გათავისუფლდეს ყველა მხარე, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს და მას ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს.„ჩემს უახლოეს და უერთგულეს თანამებრძოლებს. გუშინ პეტრეზე ჩემი პოსტი ბევრმა მის კრიტიკად აღიქვა, სინამდვილეში ის ეხება ყველა მხარეს. კომპლექსებიდან უნდა გათავისუფლდეს ყველა მხარე, თავშეკავება უნდა გამოიჩინოს ყველა მხარემ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი და მე ხალხის უმრავლესობა მიჭერს მხარს. ამ ადამიანებს ყველამ უნდა სცეს პატივი. ცალმხრივი არაფერი იმუშავებს. ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დაშავებული არ გვყავს, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება – ტყიბულის მერი

მეწყერი და მოსახლეობის ევაკუაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში. დანგრეულია 5 სახლი. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კუბლაშვილის განცხადებით, ტერიტორიიდან ევაკუირებული მოსახლეობა საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილნი."სოფელ კურსებში, კერძოდ ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში, გამთენიისას, დაინგრა ხუთი სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება. ტყიბულის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, მოქალაქეების საცხოვრისით, მოვახდენთ მათ გაყვანას სასტუმროებში.ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი და ველოდებით მათ დასკვნას. საბედნიეროდ, დაშავებული და გარდაცვლილი არ გვყავს", - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დღეს ყორღანაშვილობა გახადეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი

ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ყორღანაშვილობა დღეს ევროპული ტრენდი გახდა.„სანქციების გვერდის ავლის მცდელობაა და ამაში ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ეს აჩვენებს, რამხელა კრიმინალური ენერგია დგას ამ ყველაფრის უკან. ფარულად არეგისტრირო ორგანიზაციები საქართველოს მიღმა, გასაგებია, რისთვისაც ხდება ეს ყველაფერი. ეს არის სქემები, რომ საქართველოში შემოვიდეს შავი ფული. გარდა იმისა, რომ საუბარი არის იურიდიულ ფორმებზე, რომლებსაც ეძებენ, შინაარსი არის იმაში, რომ ფინანსური ტრანზაქციებიებისთვის გამოიყენონ სანქციების გვერდის ასავლელად. ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა არის, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სანქციებს. კითხვის ნიშნები არის, რომ ხდება თუ არა ტრანზაქციები და ფულის გადარიცხვები; მეორე – რა არის წყარო ამ ფულის, რამდენად შავია ეს შავი ფული და მესამე – გადასახადებს იხდიან თუ არა. თუ ეს ფული მართლა მოძრაობას საქართველოში, ის ფული, რომლიდანაც გადასახადის გადახდა არ ხდება, არის შავი ფული. ვნახეთ ესტონური სქემა, ახლა, როგორც ჩანს, არსებობს ჩეხური სქემაც. სოციალისტური ბანაკი წინ არის სანქციების გვერდის ავლის სქემების დალაგებაში, რაც აჩვენებს იმ ღირებულებით პრობლემებს, რაც აქვს სხვადასხვა ქვეყანას. ყორღანაშვილობა გახადეს დღეს ევროპული ტრენდი, მაგრამ ყოველთვის ასე იყო, რომ ერთ ყორღანაშვილზე საქართველოში მოდიოდა ათასობით საჩინო ბარათაშვილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ ჩეხეთში დარეგისტრირებით ცდილობს.

ბოლო სიახლეები