შაბათი, მარტი 21, 2026

ილია სულამანიძემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100კგ) პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

შეჯიბრების მეოთხედფინალში სულამანიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ოლიმპიადის ფინალის საგზურისთვის ქართველი ძიუდოისტი შვეიცარიელ დანიელ აიხსა და ესპანეთის სახელით გამომსვლელ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაპონიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალურმა პირებმა

იაპონიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალურმა პირებმა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის გამოსახატად საქართველოს საელჩოს ასევე ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, ელჩი ტადაიუკი მიიაშიტა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური პირები.გარდა ამისა, ჩანაწერები დატოვეს იაპონიის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის პრეზიდენტის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გაკეთდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა”- Le Figaro ილია მეორეზე წერს

"მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა" - ასე ეხმაურება Le Figaro ილია მეორის გარდაცვალებას.ფრანგული გაზეთი პატრიარქის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ "უდიდესი ავტორიტეტის მქონე საქართველოს ეკლესიის რიგით 141-ე კათალიკოსმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში და ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის".

ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს- რა ამბავს იხსენებს ირაკლი იმნაიშვილი ილია...

,,მინდა ამ სურათის ისტორია გიამბოთ. ბერლინში, გულის ოპერაციის შემდეგ, უწმინდესს რეაბილიტაციაზე გაჩერება მოუწია რამდენიმე კვირით. მე ლონდონიდან ჩავედი, რომ მენახა. დილით მივდიოდი და საღამოს ლოცვამდე ვჩერდებოდი. ახალ საგალობელს წერდა. უწმინდესი მელოდიას მღეროდა და სვიმონ ჯანგულაშვილს ნოტებზე გადაჰქონდა. ერთხელ, საუზმეზე, მკითხა: – დღეს რა ნახეთ, აქ რომ მოდიოდით? მეც ვუყვები, რომ ტიერგარდენში, რომელიც სასტუმროს გვერდით იყო, ვნახე ძალიან საინტერესო კომპოზიცია სამი კომპოზიტორის ძეგლი: ბეთჰოვენი, მოცარტი და ჰაიდნი. ვინაიდან რაიხსტაგის სიახლოვესაა, მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ძეგლი დაინგრა და 2000 წელს ბერლინელებს აღუგენიათ. საუზმის შემდეგ საგალობელზე მუშაობა დაიწყო. უცებ უწმინდესმა სვიმონს უთხრა: – ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს. წავიდეთ და მათი სულის მოსახსენიებელი ვთქვათ. რამდენიმე წუთში ლიფტში ვიყავით ოთხნი: უწმინდესი, სვიმონ ჯანგულაშვილო, გიორგი დონაძე და მე. დელეგაციის წევრები კლინიკაში იყვნენ წასული. სასტუმროს ფოეში რომ ჩავედით, უწმინდესის მანქანა არ იდგა. სვიმონმა უთხრა, რომ მანქანები ჯერ არ არის და იქნებ მოგვიანებით წავიდეთო, როცა მოვლენ. უწმინდესმა ბრძანა: – მერე რა? ფეხით წავიდეთ. შორს არ იყო, 600 მეტრამდე, მაგრამ მაინც ვერ გავრისკეთ და ტაქსი გავაჩერეთ. გიორგი გაიქცა, რომ იქ დაგვხვედროდა. ეს სურათიც სწორედ მაშინ გადავიღე, როდესაც ტაქსიდან გადმოვედით და ძეგლისკენ მივდიოდით. მერე ვილოცეთ. სვიმონი და გიორგი გალობდნენ. მე სანთლების ანთება დამევალა. რაიხსტაგის მინის გუმბათი ხეებს შორის მოჩანდა. აი, ასე ლოცულობდა ჩვენი პატრიარქი ყველასთვის''- ამის შესახებ ირაკლი იმნაიშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი ირანისთვის საიმედო პარტნიორად რჩება

რუსეთი ირანისთვის საიმედო პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში ისაუბრა, სადაც ირანელებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა.„ვლადიმერ პუტინმა ირანელ ხალხს ამ მძიმე განსაცდელებზე ღირსეული გამარჯვება უსურვა, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რთულ დროს მოსკოვი თეირანის ერთგულ მეგობარ და საიმედო პარტნიორად რჩება“, – რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს კრემლის პრესსამსახური ციტირებს.რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ნოვრუზის მისალოცი წერილი ირანის უზენაეს ლიდერს, მოჯტთაბა ხამენეის და პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს გაუგზავნა.მათივე ინფორმაციით, პუტინმა ნოვრუზის დღესასწააული ასევე მიულოცა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს.

ბოლო სიახლეები