ორშაბათი, მარტი 23, 2026

ილია მეორე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს წერილით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე  მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს წერილით მიმართავს.

“თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:

პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც.

ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.

როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.

ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება.

წერილი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა”. (ეფ.4.3)

ღმერთმა მშვიდობა მიჰფინოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს. ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით,” – ნათქვამია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩვენი ოჯახის ტკივილი რომ თქვენს ტკივილად გაიხადეთ, ამაზე დიდი ნუგეში არ არსებობს თურმე ამქვეყნად, თუმცა ამის საშუალებას თავად ჩვენი ტკბილი პატრიარქი გვაძლევს… მიუხედავად დიდი...

,ჩვენი ოჯახის ტკივილი რომ თქვენს ტკივილად გაიხადეთ, ამაზე დიდი ნუგეში არ არსებობს თურმე ამქვეყნად, თუმცა ამის საშუალებას თავად ჩვენი ტკბილი პატრიარქი გვაძლევს… მიუხედავად დიდი მწუხარებისა, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, დაუღალავი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს…” – წერს მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), პატრიარქის ძმისშვილი

“ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო”- საქართველოს პატრიარქის არქიდიაკონი, დემეტრე დავითაშვილი პატრიარქთან საუბარს ასე იხსენებს

"ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო"- საქართველოს პატრიარქის არქიდიაკონი, დემეტრე დავითაშვილი პატრიარქთან საუბარს ასე იხსენებს"უწმიდესს ხილი უყვარს ძალიან. რამდენიმე წლის წინათ თაბორის მთაზე შევხვდი ფერისცვალებას. კაქტუსის ნაყოფი უცხო ხილია და წამოვუღე უწმიდესს, მივართვი. ძალიან საინტერესო გემო აქვს, სხვადასხვა ხილის. უწმიდესს ვკითხე, თუ მოგეწონათ-მეთქი. ჯერ არ გამისინჯავს გემო, ჩემს მშობლებს მივართვიო. უწმიდესს თავისი მშობლების სურათები საძინებელში კედელზე უკიდია და მათ წინ ჩაუქრობლად ანთია კანდელი. განსაკუთრებულ და იმ კერძებს, რომელიც მათ უყვარდათ, მიართმევს ხოლმე. კაქტუსის ნაყოფზეც ასე თქვა, ჯერ მშობლებს მივართვი და მერე შევჭამეო. როგორც მითხრეს, ძალიან მოეწონა. საპატრიარქოს ეზოში ხშრად ჩადის ხოლმე და მარტო ჯდება ბაღში. როდესაც უცხოეთში ვართ, ვცდილობთ ხშირად დავტოვოთ ოთახში მარტო. საერთოდ, ბერებს ძალიან უყვართ მარტოობა. გარეთ იმდენი ქაოსია, რომ განმარტოება კარგი წამალია. უწმიდესი განსაკუთრებით ზამთრის ბაღით ამაყობს და არ არსებობს სტუმარი მიუვიდეს და საუბრის ბოლოს არ უთხრას, თქვენ არ გინახავთ არა ჩვენი ბაღიო და შემდეგ გაიყვანს და აჩვენებს. ეზოში უნიკალური მცენარეები აქვს, თითოეულის სახელი ზეპირად იცის, უვლის, უფრთხილდება. ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო. გავჯავრდი და საყვედური ვუთხარი, ასე ნუ ამბობთ, თქვენ, რომ რამე მოგივიდეთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, შეიძლება, ერთმანეთი დავჭამოთ, ამიტომ თქვენ დიდხანს უნდა იცოცხლოთ-მეთქი. უწმიდესმა შემომხედა და მითხრა, კაცო, მე თქვენ ცხვრებადა გზრდით, თქვენ კიდევ იზრდებით მგლებადა. პირობა მივეცი, რომ ცხვრებად გავიზრდებით, მგლები არ ვიქნებით და არ დავჭამთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს, როგორც ნახატი, ასევე საგალობლებიც. მისი საგალობლები ხშირად ისმის სამებაში. როდესაც უცხოელებმა უწმიდესის „კირილეისონი“ მოისმინეს, თქვეს, გვეგონა ზღაპარში ვიყავით, ისეთი საოცარი ჰარმონია მოვისმინეთო. საერთოდ ამბობენ, როდესაც ადამიანი რაღაცას გადმოცემს, ეს წერილობითი იქნება თუ მუსიკალური, საკუთარ შინაგან მდგომარეობას, სამყაროს გადმოსცემს და უწმიდესი კი შინაგანად ყოველთვის სამოთხეშია. შესაბამისად, მისი მუსიკა, ნახატი, ქადაგება, მხოლოდ და მხოლოდ სამოთხის გარდამოცემა იქნება"...

Reuters-მართლმადიდებელი ქრისტიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბა თბილისი-ს ცენტრში, რათა პატივი მიეგოთ ილია II-სთვის – სულიერი ლიდერისთვის, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია...

მართლმადიდებელი ქრისტიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბა თბილისი-ს ცენტრში კვირას, რათა პატივი მიეგოთ ილია II-სთვის — სულიერი ლიდერისთვის, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნის ხშირად რთულ და დაძაბულ ისტორიაში. 

გთხოვთ გაგავრცელოთ-პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სანდროსთვის • სიმსივნის დამარცხებაში დაგვეხმარეთ სასწრაფოდ ეს საჭიროება გადაღება გთხოვთ დაგვეხმაროთ აქვს სიმსივნე კვანძოვანი მუცლის ღრუში აქვს ტკივილი გთხოვთ დაგვეხმაროთ უგრძელდება ქიმიები არ გვაქვს საშვალება გთხოვთ ამოგვიდგეთ მხარში ვის რაც საშვალება გვაქ მადლობა საქართველოს სანდროს ხარში დგომას ღმერთმა დაგლოცოთ დედის განცხადება ანგარიშები მარიამი ღვინიაშვილი სანდროს დედა თიბისი GE04TB7115645064300008 თიბისი GE04TB7115645064300008 საქართველო GE49BG0000000528183746Პირადი ნომერი მარიამი ღვინიაშვილი სანდროს დედა 35001113778 Ტელეფონის ნომერი595354888

მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი – ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის

ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, ჩვენ აქ მოვედით, რადგან თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის, ამის შესახებ მარნეულის მეჩეთის იმამმა, ჰაჯი ჰაჯიევმა სიონში განაცხადა.ჰაჯიევმა ქართველებს მიუსამძიმრა.„ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს. ისლამის მიმდევრებსა და ქრისტიანებს შორის არის კავშირები რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ ამ კავშირებს და იმედი გვაქვს, რომ ეს კავშირები მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

ბოლო სიახლეები