ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025

ილია მეორე – ამქვეყნად რჩება ელდარ შენგელაიას დიდებული ფილმები, რომლებიც საზოგადოებას ყოველთვის შეახსენებენ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია

ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილში.

კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ აღევლინება ლოცვები ელდარ შენგელაიასთვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს.

„ჩვენი თაობის ფრიად სახელოვანმა წარმომადგენელმა, ბატონმა ელდარ შენგელაიამ წუთისოფელი დატოვა და მარადისობის მკვიდრი გახდა.

ყველას და, რა თქმა უნდა, ჩვენც გული შეგვტკივა გამორჩეული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ დიდ პიროვნებასთან განშორების გამო; მაგრამ ამქვეყნად რჩება მისი ნაღვაწი, მისი დიდებული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა სახით ყოველთვის შეახსენებენ საზოგადოებას იმ ჭეშმარიტებას, რომ სიცოცხლის ნამდვილი აზრი სიკეთის მსახურებაშია.

ბატონმა ელდარმა, ისევე როგორც ათეისტურ პერიოდგამოვლილთა დიდმა ნაწილმა, რთული შინაგანი ცხოვრება განვლო, რასაც ქალიშვილთან განშორების უმძიმესი განსაცდელიც დაემატა. ამ დიდმა ტკივილმა და სიცოცხლის აზრის ძიებამ იგი ღმერთამდე მიიყვანა და მორწმუნე ქრისტიანი გახადა. ამაზე მნიშვნელოვანი კი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ელდარისათვის, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს, ხოლო მის გულითად მეგობარსა და მეუღლეს, ქალბატონ ნელის, მის შვილებს, ოჯახის სხვა წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს შინაგანი მშვიდობა და ბატონი ელდარისათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით

გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრასა და ქალაქის განვითარებაში.„თბილისის საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედაქალაქის განვითარებაში, განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ განსაკუთრებული მისია. ისინი არიან ყველაზე ახლო ურთიერთობაში მოსახლეობასთან. სწორედ მათ მოაქვთ მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადაჭრან თითოეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქისა და თითოეული უბნის განვითარებასთან. გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში. არიან პროფესიონალები, დედაქალაქის გულშემატკივრები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.„სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს ორი კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გვეყოლება ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, აუცილებელია ამ პროცესში ევროპისა და აშშ-ის ჩართულობაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები შეაჯამა და განაცხადა, რომ ისინი თანხმდებიან შემდეგზე: „სწორედ რუსეთი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ დიპლომატიას, რომელსაც შეუძლია მშვიდობის გარანტირება“.ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის „ომი ევროპის წინააღმდეგ“.მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს განიხილებოდა ლიდერების დონეზე შეხვედრების პოტენციური ფორმატები.

კარგი ინფორმაცია საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება, ძალაში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან შევიდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შეთანხმების ამოქმედებისთანავე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ, თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდგომ, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, გადაცვლას დაექვემდებარება მართვის მოწმობის AM, A, A1, A2, B, B1, C, D, C1, D1, BE, CE, DE, C1E, D1E კატეგორიები/ქვეკატეგორიები.საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას 2024 წლის 26 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში მოეწერა ხელი.მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა

„30.07.2025 წლის ჩანაწერებიდან“,- წერს გოგა მანია და ვიდეოს აქვეყნებს.ის ამ წინასწარმეტყველებაში საუბრობდა, რომ მოსალოდნელი იყო ვირუსი, რომელიც მწერებისგან გავრცელდებოდა.ნახეთ, ვიდეო:

ირაკლი კობახიძე – თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული, განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ, რაც, პირველ რიგში,...

თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, გამწვანებული, განვითარებული და მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ, რაც, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.კობახიძემ დედაქალაქის განვითარებაზე ზრუნვისთვის თბილისის მთავრობის წევრებსა და მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.„თბილისი დღეს არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო გამწვანებული, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად მეტი სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო რვა წლის წინ. ეს არის, პირველ რიგში, კახა კალაძის დამსახურება, რომელსაც, ამ შემთხვევაში როგორც რიგითმა თბილისელმა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მთავრობის წევრებს და თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ქალაქის პრობლემების გადაჭრასა და თბილისის განვითარებაზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები