შაბათი, მარტი 7, 2026

ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა.

პატრიარქმა ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს.

ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს. არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.კრემლის ცნობით, ფეზეშქიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირანელი ხალხის სოლიდარობისთვის“ და მას კონფლიქტის მიმდინარეობის შესახებ დეტალურად აცნობა.ამასთან, კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დიპლომატიური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. კრემლის ცნობით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის კონტაქტები სხვადასხვა არხით განაგრძონ.ცნობისთვის, მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს გადასცემს.

ვერონაში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა

იტალიის ქალაქ ვერონაში, ანტიკურ რომაულ ამფითეატრში 2026 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცერემონიაზე მონაწილე პარასპორტსმენების ტრადიციული აღლუმი, ოლიმპიური დროშის აღმართვისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსმა, იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ თამაშები ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა, ბოლოს კი ოლიმპიური ცეცხლი აინთო.წელს პარალიმპიადაზე საასპარეზოდ 56 ქვეყნის 650-ზე მეტი სპორტსმენი გამოვა და სპორტის ექვს სახეობაში მედლების 79 კომპლექტი გათამაშდება.შეჯიბრებაში მონაწილეობას ორი ქართველი პარასპორტსმენიც მიიღებს – თემურ დადიანი პარაქროს-ქანთრის დისციპლინაში გამოვა, ხოლო ლუკა ლომაია პარასნოუბურდში მიიღებს მონაწილეობას.ზამთრის პარალიმპიური თამაშები 15 მარტს დასრულდება.

ემანუელ მაკრონი – გაერო-ს ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკრიტიკა ისრაელის დარტყმა სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„გაერთიანებული ერების ძალები სამხრეთ ლიბანში სტაბილიზაციის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მე მკაცრად ვგმობ მიუღებელ თავდასხმას, რომელიც დღეს მისი კონტინგენტის წევრებზე განხორციელდა“, – აღნიშნა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი სირიისა და ლიბანის პრეზიდენტებსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია.„მიმდინარე დესტაბილიზაცია ტერორიზმს სივრცეს არ უტოვებს. საფრანგეთი ამას უზრუნველყოფს,“ — განაცხადა მაკრონმა.მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. განას შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.

7 მარტს, ეროვნული გმირი ჟიული შარტავა დაიბადა… ” ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”

7 მარტს, ეროვნული გმირი ჟიული შარტავა დაიბადა… ” ცხოვრება გრძელდება! რადგან სამშობლოსათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”საქართველოს თავდაცვის სამინისტროჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1989 წელს დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.1992 წელს ჟიული შარტავა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“… „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ – ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომელიც ჟიული შარტავას სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.2004 წელს ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

„მომავალი რამდენიმე თვე, მარტის ჩათვლით იქნება ყველაზე მძიმე თვე მსოფლიო მასშტაბით“,- ამის შესახებ ასტროლოგი, ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში წერს.„მომავალი რამდენიმე თვე, მარტის ჩათვლით იქნება ყველაზე მძიმე თვე მსოფლიო მასშტაბით. ყველაზე დაცული მაინც საქართველოა. თუმცა პატარა ნგრევებით გადავიტანთ, შედარებით მარტივად. მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“,-წერს მანია.

ბოლო სიახლეები