ორშაბათი, მაისი 19, 2025

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზაობასა და ღიაობას, რომ ჩვენს პარტნიორთან, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ვიმუშაოთ, რათა მივიღოთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა

ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზაობასა და ღიაობას, რომ ჩვენს პარტნიორთან, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ვიმუშაოთ, რათა მივიღოთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

მან ამერიკელ ხალხს, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიურად იმუშავებს, რათა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დაუბრუნდეს ადრე არსებულ ნიშნულს.

„გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი და ჩვენი მხრიდან, როგორც ყოველთვის, ჩვენ ყველა დონეზე ვსაუბრობთ ჩვენს ღიაობაზე, მაქსიმალურ მზაობაზე იმისთვის, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ჩვენი ის ურთიერთობები, რომელიც ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო არც ჩვენი ქვეყნისთვის, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის.

ამდენად, ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზაობა, რომ ვიმუშაოთ ახალ ადმინისტრაციასთან, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ყველა იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზაობასა და ღიაობას, რომ ჩვენს პარტნიორთან, ახალ ადმინისტრაციასთან ვიმუშაოთ, რათა მივიღოთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამუკა ხაზარაძე – ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, ასეთი რამ არ არსებობს

ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.ხაზარაძის თქმით, არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა არალეგიტიმური კომისია და დაიწყო პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა.მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მივიდნენ კომისიის სხდომაზე თავად და ბადრი ჯაფარიძე.„კომისია, რომელიც შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, შექმნა კანონის დარღვევით. არალეგიტიმური კომისიაა და პირველივე საქმე დაიწყეს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაბარებით. ეს კომისია თითქოს შეიქმნა წინა ხელისუფლების რაღაც საქმეების გასარკვევად და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ კომისიაზე მისვლაზე ორი მიზეზის გამო – ერთი, რომ არალეგიტიმურია და მეორე, არალეგიტიმურს რომ არაკანონიერად აქვს შექმნილი ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ მურუსიძის სასამართლოში, ანუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. ჩვენ მსგავსი წერილი ან კითხვა, ამდენი ხნის განმავლობაში არ მოგვსვლია არავისგან, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს. დღეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ბადრის პროცესზე ძალიან საინტერესოა, რომ მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს საქმეში დევს. ეს საკმაოდ საინტერესო აბავია ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი ამ არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას გავაკეთებთ ნებისმიერი ტრიბუნიდან, სასამართლოს სხდომა იქნება, ქუჩა, თუ დასავლეთის ტრიბუნა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა მოტყუებით ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. გააყალბა, ჩაიდო ჯიბეში ხალხის ხმები და ამავე დროს, ეს არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას უკანონოდ. რატომ არის უკანონო, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა წულუკიანს და ჰკითხოთ, სად არის 50% ოპოზიციური პარტიებისა იმ კომისიაში. არ არსებობს ასეთი. ნახეთ, რამდენ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ერთ დიდი, გლობალური – ადამიანებისთვის ხმების წართმევა და გაყალბება, მეორე უკვე დანაშაულებების კასკადი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არ დავიღლებით და მოქალაქეებს ვეტყვით თქვენი, მედიის საშუალებით და ყველა ტრიბუნიდან, რა არაკანონიერ ქმედებებს სჩადის ის ე.წ ხელისუფლება, ე.წ. პრემიერი, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კახიანი – რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური

რაც დრო გადის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებებს ვისმენთ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო. ამ აღიარებებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.გიორგი კახიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“. ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ანა წითლიძემ თქვა ის, რაც არის სიმართლე.კახიანის თქმით, მათ კარგად იციან, რა რაოდენობის ხმები მიიღეს და ეს პროცენტულად როგორ იყო გამოხატული.„ამის მიუხედავად გაყალბებაზე საუბრობენ, რაც მათი მოქმედების სტილია. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და ამიტომ, არეულობით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. იმასაც ხვდებიან, რომ შანსი არც ამ მიმართულებით არ აქვთ. რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური“,- განაცხადა კახიანმა.

ბადრი ჯაფარიძე – ე.წ. საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.როგორც ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.ჯაფარიძის თქმით, „ე.წ. საგამოძიებო კომისია გამოყენებულია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“.„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს სხდომა ჩაიწერება და საზოგადოებას ექნება საშუალება, გაეცნოს ამ სხდომას, მის მიმდინარეობას, შინაარსს. ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება გათელო კანონის უზენაესობა ფეხქვეშ. აბსოლუტურად დაუქვემდებარო პროკურატურა, სასამართლო პოლიტიკურ ნებას. პირდაპირ გეტყვით, რომ არ სჭირდება თეორიული ცოდნა იმას, რომ კონსტიტუციის 42 მუხლით განსაზღვრულია საგამოძიებო კომისიის შედგენის წესი, სადაც წერია შავით-თეთრზე, რომ მინიმუმ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისაგან, ანუ ოპოზიციური პარტიების წევრებისაგან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია არამხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. რადგან კონსტიტუციამ ეს იმპერატიული მოთხოვნა განსაზღვრა იმისთვის, რომ ერთმა პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამაზე იყო საუბარი. დარღვეულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნა, დარღვეულია თვითონ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.ანუ, უკანონო კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ამავდროულად მოთხოვნილ იქნა იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვა, რომელთაც მოითხოვეს ჩემი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანუ ვინც იჩივლა პროკურატურაში, იმ ადამიანების მოწმედ დაკითხვაზე უარი თქვა პროკურატურამ და შესაბამისად, სასამართლომაც. იმიტომ რომ მათი მოყვანა მოწმეებად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამოკითხვისას გამოვლინდება კიდევ ერთხელ, თუ როგორ ფეხქვეშ გაითელა კანონის უზენაესობა. მაგრამ ამ ადამიანებს პროკურატურა სპეციალურად არ იბარებს მოწმეებად, სასამართლოც პრაქტიკულად დაქვემდებარებულია პროკურატურაზე და დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა პროკურატურას. ასე რომ, სახეზე გვაქვს ყველა შესაძლო ბრალდება, რაც შეიძლება განხორციელდეს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.მისივე თქმით, მოულოდნელი არ ყოფილა, რომ სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და საქმეს არსებით განსახილველად გადასცემდა.„ცხადია, მოსალოდნელიც იყო, რომ სასამართლო დააკმაყოფილებდა პროკურატურის ბრალდებას, რომ არსებით განხილვაზე გადაეცეს, მაგრამ იმდენად დიდია ეს დარღვევები, ჩემი აზრით, ეს არის მკაფიო, თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოექცე მართლმსაჯულებას, როგორ შეიძლება მართლმსაჯულება გადააქციო პოლიტიკური ნების აღსასრულებლად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, ეს იცოდეს საერთაშორისო საზოგადოებამ, თუ რა ვითარებაა შექმნილი, როდესაც ერთი პარტია იყენებს ყველა ინსტიტუციას მისი ნების აღსასრულებლად“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.შეგახსენებთ, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

დავით ჭიჭინაძე – 26 მაისს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს ვაჟკაცური, სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან

ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების კიდევ უფრო დაშინებას და იმის ჩვენებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ, – ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილის შვილმა, დავით ჭიჭინაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა გაიხსენა.დავით ჭიჭინაძის თქმით, ამ ოპერაციის „მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან“.„ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. მე ვერ მოვთხოვ მათ პასუხს, ვინც იცეკვა და იმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი აცეკვეს და ამღერეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს- მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით, ღამის ნოტარიუსების თემა და ასე შემდეგ, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა ძალიან დიდი სიმცირე იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის, თუნდაც, ტელევიზიით, არ იყო სოციალური ქსელები, ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო მრავლად ცნობილი. ახლა წამებში ვრცელდება ინფორმაცია. ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელ საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. ხალხი იმდენად იყო დაშინებული, ყველამ ყველაფერი გაიგო, ჯერ კადრები ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს ჩურჩულით უყვებოდნენ, რა სასაკლაო და უბედურება მოხდა. ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ ყველა, ნებსით თუ უნებლიეთ თავისთვის ფიქრობდა, მეც შემეხება, ჩემს ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ პირველ ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაჟკაცური, გემრიელი, სწორი და სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. მიიღეს ის, რაც დათესეს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.დავით ჭიჭინაძის თქმით, მას შემდეგ, რაც დარბევა დაიწყო, ხელებშეკრული, მიწაზე დაყრილი ადამიანები დაახლოებით ექვსჯერ სცემეს დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე.„26 მაისის სასამართლოზე როცა გახლდით დაზარალებულის სტატუსით, ერთ-ერთი ბრალდებული წამოხტა, გეგონება, არაფერი დაუშავებიათ და ეუბნება მოსამართლეს, ასე დეტალებში როგორ ახსოვს, ეს დადგმულიაო. მე ვუთხარი, ჯერ დაჯექი შენს ადგილას, რა გაძლევს უფლებას, რომ ასეთი რამ თქვა, ამდენი წელი გავიდა, დილით რომ ვდგები, ყოველ დილით ჩემს ნაიარევს ვუყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახლდით პარლამენტის წინ, ტროტუარზე, ჩემი ცოლის ძმა, თემურ ლოგუა იდგა შუაში. ეს იყო დედაჩემის, ნონა გაფრინდაშვილის და ჩვენი ოჯახის წევრების სურვილიც, რომ ვყოფილიყავით ხალხში და არა სადღაც სცენაზე, რადგან უბედურება თუ მოხდებოდა, პირველი დარტყმა ხალხთან ერთად ჩვენც მიგვეღო. ტყვიების წვიმა რომ წამოვიდა, უკვე ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ ცუდად ვხედავდით, ცუდად ვსუნთქავდით და ამ დროს მახსოვს, მომხვდა კონდახი. როდესაც ჩემ წინ ქალბატონი მირბოდა, ხელის გადაფარება მოვინდომე, ყველაფერი ინტუიციურად ხდებოდა იმ მომენტში, წამებში. მომხვდა კონდახი, ამას მოჰყვა რამდენიმე დარტყმა და ხელბორკილები რომ დამადეს, იმის შემდეგ, ვიდრე მაშინდელ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, ექვსჯერ დამაწვინეს გზაში და ექვსჯერ გამლახეს – მარტო მე არა, იქ დაყრილები, ყველანი. ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე, კადრებშიც ჩანს. მინდა, ახალგაზრდა თაობამ  ამას კარგად მოუსმინოს. მათ ცეკვა და „ბატლები“ ძალიან გათავისებული აქვთ, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ერთი-ორი სპეცრაზმელი შემოირბენდა ამ დაყრილების ჯგუფში, ან კონდახით, ან ხელკეტით რამდენიმეს დაარტყამდა თავში, სახის არეში, რომ თავიანთი ხელმძღვანელობის ყურადღება მიექცია. ანუ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თავი უნდა მოეწონებინათ, კარგი პრემია რომ მიეღოთ. ამას მერე მივხვდით, რადგან საკვირველი იყო: რამდენიმე შემოირბენდა, დაუვლიდა ვისაც გადასწვდებოდა კონდახით ან ხელკეტით, ორი წუთით გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 20-30 მეტრით, დაგვყრიდნენ ისევ, მერე მეორე შემადგენლობა შემოირბენდა, ჩაგვარტყამდნენ და ასე დაახლოებით 6-ჯერ მოხდა. იმ სიტყვებს და მუქარებს აღარ ვიტყვი, რასაც ამბობდნენ, „რუსის მონებო“ და ასე შემდეგ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.როგორც კომისიის სხდომაზე დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რუსთაველზე ცემის შემდეგ, ხალხი ავტობუსებში ჩაყარეს და პოლიციის სამმართველოსთან მიიყვანეს, სადაც მათ ე.წ. კორიდორში გავლა მოუწიათ.„იმდენი სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, თან მთლიანად დაბეჟილები, სისხლიანები ვიყავით და წარმოდგენა არ გვქონდა, რომელი გვცემდა. კაუჭი რომ ჩაგარჭონ სახეში, ასეთი რამ მომხვდა, მერე კადრებში ვნახე, რომ ეს იყო დათა ახალაიას სპეცრაზმი, რომლებსაც სპეციალური „შიპებიანი“ ხელთათმანები ეცვათ და მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცნობილი ქირურგი იყო ქირურგიის ინსტიტუტში, ტრისტან ფერაძე, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა და მან თქვა, რომ ტუჩი იყო გახვრეტილი. ეს იყო პროფესიონალური, მიზანმიმართული დარტყმა, რომელმაც გახვრიტა ტუჩი, თან მთლიანად სისხლში ვიყავი და მიმანებეს თავი. ჩაგვყარეს ავტობუსში ეს დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, პოლიციის სამმართველოსთან რიგები იდგა ავტობუსის. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ხელს, ვერც ფეხს. გადმოვედი და სიმწრით რომ მიხვდები, კიდევ კორიდორი უნდა გაგატარონ ასეთ ნაცემს. 20-25 დარტყმა ხელკეტით კიდევ მივიღე პოლიციის სამმართველოსთან ყველა მხარეს – კეფაში, თავში, სახეში მხრებში“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ცხრა წელი შესრულდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ცხრა წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები