ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპმა რეკორდულად დაიკლო. ეროვნული გეგმით გათვალისწინებული დღიურად 30 ათასი აცრილი ადამიანის ნაცვლად, აცრილთა რაოდენობა 8 ათასს არ სცდება.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ეს რიცხვები მიუღებლად დაბალია, რაც ჯანდაცვის სექტორისთვის განგაშის საფუძველია. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა თანახმაა ვაქცინა გაიკეთოს მხოლოდ სავალდებულო წესის შემთხვევაში.