იენს სტოლტენბერგი – უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ალიანსი განაგრძობს მის გვერდით დგომას

Read Time:48 Second

კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გზაშია, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში აცხადებს.

სტოლტენბერგის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება მძიმეა, თუმცა ნატო-ს მოკავშირეების მიერ გაწეული სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით, უკრაინამ შეძლო, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები ნახევარი დაებრუნებინა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ბოლო პერიოდში გამოცხადებული მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტები მოიცავს როგორც საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას, ასევე საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო კატარღებს. ასევე, აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს, დრონებს „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის.

„ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტ პუტინის მიზანი უკრაინაზე დომინირება არ შეცვლილა და არ არსებობს მინიშნებები, რომ ის ემზადება მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოავლინა შესანიშნავი უნარები და ძლიერი სიმტკიცე. ის არ ჩამოინგრა რამდენიმე კვირაში, როგორც ამას მრავალი შიშობდა. თქვენ დაიბრუნეთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნახევარი. უკან დაახევინეთ რუსეთს შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილებიდან და მიაყენეთ მძიმე დანაკარგები რუსულ ძალებს. უპირველეს ყოფილსა კი, უკრაინა ინარჩუნებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – უკრაინელი ხალხის თავდადება თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია, საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში
Next post სოფო ჯაფარიძე: ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას!