იაპონიაში ქართულ კივზე მოთხოვნა იზრდება. ინფორმაციას fruitnet-ი ავრცელებს.
საქართველოში, სამეგრელოში მოყვანილი კივი იაპონიის ბაზარზე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იაპონიის სავაჭრო კომპანიის, Agri-ს პრეზიდენტი, ტეშუია საკამოტო ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ციტრუსის იმპორტი უნდა გაიზარდოს.
„ქართული კივის ხარისხი შესანიშნავია. მისი გემო ბევრად სჯობს იაპონიაში მოყვანილი კივის გემოს. ის უკვე გახდა იაპონელების ფავორიტი ციტრუსი. სწორედ ამიტომ, გვინდა, გავზარდოთ ქართული კივის იმპორტი იაპონიაში“ – ამბობს საკამოტო.
ქართული კივი იაპონიაში კომპანია LTD Nergeta-ს გააქვს.