ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი– ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.
“მე დავეთანხმები ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი სხვადასხვა შეთანხმებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, უკვე 10 წელი გავიდა კონფლიქტის შემდგომ და მისი ჯარები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლოაბს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება მეორე საკითხს ამ განცხადებისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება და იყოს თავისუფალი მონაწილე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის. არსებობს და უნდა არსებობდეს პოლიტიკური სურვილი რეფორმების გაგრძელების და პლურალისტული გარემოს შექმნის, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება“, – განაცხადა იან კელიმ.