სამშაბათი, აგვისტო 11, 2026

იანოშ ჰერმანმა ირაკლი კობახიძეს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

იანოშ ჰერმანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია ემთხვევა ვენეციის კომისიის პოზიციას და საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალიან დადებითად აფასებს.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები დაიგეგმება და მუშაობა გააქტიურდება.

იანოშ ჰერმანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დაშლის სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) დაშლის სამართლებრივ ჩარჩოს ადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, კანონმდებლობა ითვალისწინებს სამართლებრივ დაცვას იმ ყოფილი მებრძოლებისთვის, რომლებსაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენიათ და ხელს უწყობს PKK-ის წევრობისთვის მსჯავრდებული ზოგიერთი პირის სასჯელის შეჩერებას, რაც მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზას ხსნის. კანონს 600-ადგილიან პარლამენტში 468-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.„როიტერი“ აღნიშნავს, რომ კანონის მიღების პროცესს სათავე 2025 წლის თებერვალში დაედო, როდესაც პატიმრობაში მყოფმა ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა ორგანიზაციას განიარაღებისა და დაშლისკენ მოუწოდა.2025 წლის მაისში PKK-მ განაცხადა, რომ შეიარაღებულ ბრძოლას დაასრულებდა და დაიშლებოდა. ორი თვის შემდეგ, ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე, ორგანიზაციის წევრთა ჯგუფმა იარაღი სიმბოლურად დაწვა.ცნობისთვის, ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული თურქეთის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ, შეიარაღებულ ამბოხებას 1984 წელს შეუდგა. კონფლიქტს 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მან მძიმე ეკონომიკური ტვირთი დააკისრა თურქეთს და ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური და სოციალური დაყოფა გააღრმავა.

რა ხდება ამ წუთებში მლეთაში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობდნენ

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.გურამ სუჯაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ.„სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით. მათ შორის, ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით“, - აღნიშნა მან.შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილზე უწყების 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე.უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.შსს-ს წერს, რომ  საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ საერთაშორისო ფესტივალებიდან გრან-პრითა და სპეციალური პრიზით დაბრუნდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ „ხალხური ცეკვის 36-ე საერთაშორისო ფესტივალზე“ გრან-პრი მოიპოვა, ხოლო კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ამასთან, საუნივერსიტეტო ანსამბლმა თურქეთის რამდენიმე ქალაქში საფესტივალო კონცერტებში მონაწილეობით ქართულ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას აქტიური პოპულარიზაცია გაუწია.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“ პირველი შემოქმედებითი ჯგუფია საქართველოდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ქალაქ სამსუნის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში. აღნიშნული ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის ფოლკლორული ფესტივალებისა და ხალხური ხელოვნების ორგანიზაციების საერთაშორისო საბჭოს (CIOFF) ორგანიზებით რეგულარულად იმართება.  როგორც საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი თეიმურაზ კობახიძე აღნიშნავს, თურქეთსა და კვიპროსზე გამართულ ფესტივალებზე „მერანის“ მოცეკვავეთა მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ხალხური ცეკვა საერთაშორისო ფოლკლორულ სივრცეში განსაკუთრებულ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს.„სასიხარულო და საამაყოა, რომ „მერანის“ გამოსვლებს დიდი მოწონება ხვდა წილად - როგორც ფესტივალის ორგანიზატორებისა და პროფესიული წრეების, ასევე მაყურებლის მხრიდან. ანსამბლის წევრმა სტუდენტებმა თითოეული ქორეოგრაფიული ნომერი დიდი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით, ბუნებრივი ემოციით შეასრულეს და მაყურებელს წარუდგინეს რთული, ნატიფი საცეკვაო ილეთებით გაცოცხლებული საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა, თავისუფლებისმოყვარე ქართული სული და ენერგია, გააცნეს უმშვენიერესი ქართული ეროვნული სამოსი.მაყურებლის გულწრფელი ოვაცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო - რა თქმა უნდა, ჟიურის შეფასებამაც დიდი სიხარული მოგვიტანა. საბოლოოდ, „მერანი“ სამსუნის ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო კვიპროსზე გამართული ფესტივალის ფარგლებში სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. უნდა აღინიშნოს, რომ საფესტივალო დღეები აქტიურად გააშუქეს სამსუნისა და კვიპროსის ტელევიზიებმა. გარდა ამისა, „მერანმა“ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქალაქში გამართულ საფესტივალო კონცერტებში, რა დროსაც საშუალება მოგვეცა ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნება ფართოდ წარგვედგინა საერთაშორისო აუდიტორიისთვის.განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ „მერანის“ ახალმა თაობამ ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენა შეძლეს. ეს გამარჯვება დიდი სტიმულია მათთვის, რომ სწავლის პარალელურად კიდევ უფრო მეტი იშრომონ, განვითარდნენ და ქართული კულტურა საერთაშორისო სცენაზე ღირსეულად გააცოცხლონ.ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ გუდავაძეს, ვიცე-რექტორებს, პროფესორებს - თამარ წერეთელსა და თამარ ლომინაძეს. ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი შესაძლებლობა, ანსამბლის წევრები სათანადოდ მოვამზადოთ და ხარისხიანი საკონცერტო პროგრამით წარვდგეთ საერთაშორისო ფესტივალებზე თუ კონკურსებზე. უნივერსიტეტის თანადგომა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაც არის და მოტივაციაც იმისათვის, რომ „მერანმა“ მომავალშიც ღირსეულად გააგრძელოს საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ტრადიციები“, - ამბობს თეიმურაზ კობახიძე. ანსამბლ „მერანს“ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობა ხელს უწყობს კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა-გაზიარებას.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა სტუდენტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. „მერანის“ წარმატება თურქეთსა და კვიპროსზე გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის თავიანთი შემოქმედებითი უნარების საერთაშორისო კულტურულ სივრცეში წარმოჩენა. დარწმუნებული ვართ, საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება-გაძლიერებას. ამასთანავე, ასეთი ფესტივალები ქმნის შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, საერთაშორისო აუდიტორიას და ერთმანეთს გაუზიარონ ეროვნული თვითმყოფადობა. სწორედ კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა, გამოცდილების ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა ქმნის იმ გარემოს, რომელიც ქვეყნებსა და თაობებს ერთმანეთთან აახლოებს.აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფი „მერანი“ პირველი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თურქეთში, ქალაქ სამსუნში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში და პირველივე ჯერზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ჩვენს ანსამბლს, რომელსაც „სახალხო“ სტატუსი აქვს მინიჭებული, 92-წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში მუდამ დიდი წარმატებით სარგებლობდა. საუნივერსიტეტო ქორეოგრაფიული ანსამბლის ისტორიის გაგრძელება კი, როგორც ყოველთვის, ჩვენი ნიჭიერი სტუდენტების ხელშია.პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდი „მერანის“ ახალ თაობას, ასევე, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელებსა და ქორეოგრაფებს - თეიმურაზ კობახიძესა და ნინო ლაზიშვილს. ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და დარწმუნებული ვარ, „მერანი“ მომავალშიც არაერთხელ გაახარებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი გამარჯვებითა და საერთაშორისო აღიარებით“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 82 ადამიანი დაიღუპა.ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი, 42 ადამიანი რისარალდას დეპარტამენტში დაიღუპა.ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ასობით ადამიანი დაშავდა.კოლუმბიის პრეზიდენტმა, აბელარდო დე ლა ესპრიელამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.შეგახსენებთ, კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხოსე-დელ-პალმარის მუნიციპალიტეტი იყო. მიწისძვრის ბიძგები კოლუმბიის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

4100 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც, დღეს 10 აგვისტოს 15:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:გლდანის რ-ში, დაბა ზაჰესის ტერიტორიაზე – ბიჭვინთის, ენერგეტიკების (ახლ. შალვა აფხაიძის), მშვიდობის, თავისუფლების, კასკადის, ავჭალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ ბიჭვინთის, სკოლის, უწერის, ჩიქვანაიას, გოჩა ცქიტიშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ,მანაგაძის, მაყაშვილის, შუშის, რევოლუციის, ბარისაკოს, ანდრონიკაშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ყაზბეგის, პლატინის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ზაჰესი 2007” (საბაჟო ტერმინალი), შპს ,,ჯავარდინი”, შპს ,,ვაზი პლიუსი”, შპს ,,თბილცემენტგრუპი”, შპს ,,სატრაპეზო”, შპს ,,ზაჰესი პლაზა”, შპს ,,აგროქემიკალს ჯორჯია”, შპს ,,საქენერგორემონტი”, # 208-ე საჯარო სკოლა, შპს ,,ჯორჯიან ბეტონ კომპანი”, შპს ,,ქართლი”, შპს ,,სპეცჰიდრომშენი”, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი, შპს ,,ერ არეა”, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის # 11-ე დაწესებულება (კოლონია), შპს ,,ჯე ფიქს კოლორი”, შპს ,,თ.ბ.თ. ჯგუფი”, შპს ,,მზიური”, შპს ,,ოკეანე 10”, კასკადის ქუჩაზე - ზაჰესის საბავშვო ბაგა-ბაღი და სხვა. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის საცდელ მეურნეობაში - დიღომი-9-ის ტერიტორიაზე (ნიკოლოზ ჩაჩავას, მანანა მელქაძის, დიღმისწყლის, მაღალაძეების ქუჩების) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 20:00 დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114

ბოლო სიახლეები