შაბათი, ივნისი 7, 2025

იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკა განახლდა

ორთაჭალაში თბილისის მუნიციპალიტეტის „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის 21-ე ბიბლიოთეკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკა ჯერ კიდევ 1968 წლიდანაა განთავსებული, კაპიტალურად შეკეთდა.

„ძალიან კარგი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბიბლიოთეკების მოწესრიგებასა და განახლებას. წლების განმავლობაში ამ მიმართულებას ყურადღება არ ექცეოდა და უმძიმესი მდგომარეობა იყო. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, რომ ქალაქში არსებული ყველა ბიბლიოთეკა კი არ უნდა გაუქმდეს ან გაიყიდოს, არამედ ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, განახლდეს და როგორც ახალგაზრდებს, ისე, ზოგადად, ყველა თაობის ადამიანს ყველანაირად მოწესრიგებული სივრცით სარგებლობის საშუალება მივცეთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის სივრცე შეიქმნა.

„ბიბლიოთეკაში შეიცვალა დაგეგმარება, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის გახსნილ და მაქსიმალურად მოხერხებულ სივრცედ გაკეთდა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცე და განთავსდა სტაციონარული კომპიუტერები, რომლებიც ბიბლიოთეკის სერვისებით ნებისმიერი მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განახლდა და გადახალისდა წიგნადი ფონდიც – კლასიკურ, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურას დაემატა უახლესი გამოცემები.

„ბიბლიოთეკა ასევე სრულადაა აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წიგნის წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. ამისთვის ყველანაირი საჭირო ტექნოლოგია უზრუნველყოფილია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში მოხდა."ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დაღუპული კაცი ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

,,სიცრუის კამპანიიდან რეალურ ფაქტებამდე – ჩემი პასუხი ტვ პირველის ცილისწამებაზე”-რას წერს ლექსო თამაზაშვილი ,,ტვ პირველ”-ზე გესულ სიუჟეტზე

დაწყებული ბრძოლიდან დღევანდელ დღემდე – გამოხმაურება მცდარ ბრალდებებსა და საზოგადოებრივი მეხსიერების გაყალბების მცდელობაზე-ამის შესახებ ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,მოგესალმებით, მსურს გამოვეხმაურო “თაღლითების ტელევიზიის” მორიგ “დრამას”. გადაცემის ანონსში, ჩვეული ირონიით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ირაკლიმ დამასაქმა ერთ-ერთ ენერგეტიკულ კომპანიაში. მინდა შეგახსენოთ: მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი მისი დაარსების დღიდან. რატომღაც ბევრს “დაავიწყდა”, რომ ბატონი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის განაცხადიდან ორ დღეში მამაჩემი დააკავეს — გენერალ კაცს ჩაუდეს გაფუჭებული ავტომატი…ციხიდან დახსნის პირობა იყო ირაკლის დაეტოვებინა , ბატონი ბიძინას გუნდი და არ გაყოლოდა პოლიტიკაში. ჩვენ ერთგულება და ბრძოლა ვარჩიეთ. ჩავერთეთ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მალევე გავემგზავრე დედოფლისწყაროში, სადაც დავაარსეთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი. ვიყავი შტაბის უფროსი და პარტიის თავმჯდომარე. შევქმენით ძლიერი გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, დღემდე გამართულად მუშაობს და ღირსეულად ემსახურება დედოფლისწყაროს. გამარჯვების შემდეგ გავხდი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016 წელს, როცა ირაკლი პოლიტიკიდან გასული იყო, უარი ვთქვი გუნდის შემოთავაზებაზე კვლავ მეყარა კენჭი დეპუტატობაზე. შესაბამისად, შევარჩიეთ ახალი კანდიდატი, რომლის შტაბის უფროსიც მე ვიყავი. 2017 წელს „ქართული ოცნების“ გუნდიდან მივიღე შემოთავაზება და ერთ - ერთი ენერგეტიკულ კომპანიაში დირექტორის მრჩევლად დავინიშნე. ტვ პირველი და მათი ღია თუ ფარული მეპატრონეები აგრძელებენ , სიცრუის ტირაჟირებას ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ .. თუმცა, როგორც დიდმა ილიამ თქვა : „ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.. “-წერს ლექსო თამაზაშვილი.

„მას ჩემს ქამარს არ მივცემ…“ – რა მოხდა დვალიშვილის პრესკონფერენციაზე

UFC 316-ისთვის მიძღვნილი ტრადიციული პრესკონფერენცია კომპანიის ისტორიას ერთ-ერთ ყველაზე ხანმოკლე ღონისძიებად დარჩება. სცენაზე ამოსვლის მომენტიდან, მებრძოლებმა პუბლიკასთან სულ რაღაც 13 წუთი გაატარეს. თუმცა, შონ ო'მალიმ და მერაბ დვალიშვილმა ერთმანეთის მიმართ შედარებით მეგობრული დამოკიდებულების მეტოქეობით ჩანაცვლება ამ მოკლე დროშიც კი მოასწრეს.ყველაფერი თავაზიანი მიმოცვლებით დაიწყო, ოპონენტებმა ერთმანეთზე საკმაოდ დადებითად ისაუბრეს და აუდიტორიას მხოლოდ პირველ ბრძოლაზე უფრო სანახაობრივ რევანშს დაპირდნენ.მერაბ დვალიშვილი: “ეს ახალი ბრძოლაა, ახალი გამოწვევაა. როგორც შონმა თქვა, ამჯერად ის 70%-ით უკეთესი იქნება და მის უკეთესს ვერსიას ველოდები. ვიცი, რომ ახლა უფრო თავმდაბალია, მაგრამ ჩემი დანოკაუტება უნდა და აქ იმისთვის ვარ, რომ ეს არ დავუშვა. ჯერ მას გავტეხ, შემდეგ კი შეგვიძლია ვიმეგობროთ. უპრობლემოდ. მაგრამ 7 ივნისს კვლავ მტრები ვართ. უკეთესს ბრძოლას ვაჩვენებ და მას გავტეხ.”შონ ო'მალი: “ეს სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება. რემატჩებში დაუმარცხებელი ვარ და ეს ასე დარჩება… მერაბი საკუთარი ბრძოლის სტილის ოსტატია და - არანაირი გამართლება - მან პირველი ბრძოლა მოიგო.”მერაბ დვალიშვილი: “ეს ბრძოლაა და ყველაფრისთვის მზად ვარ. ძლიერი მებრძოლია, UFC-ში 10 გამარჯვება აქვს. რაც არ უნდა მოხდეს, მე გავიმარჯვებ და მას ჩემს ქამარს არ მივცემ. ეს ჩემია და ჩემთან დარჩება.”

რევაზ სოხაძე – კახეთის რეგიონში შეფერხებულ პროექტებზე მივიღებთ შესაბამის ზომებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, სამინისტროს თანამშრომლებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში გზების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და წყალარინება-წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის და ურბანული სივრცეების განახლების სამუშაოები დაათვალიერეს.როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, კახეთში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტები სტრატეგიული მნიშვნელობის არის, რადგან საქართველოს აქვს ყველა დიდი ქალაქისა და სოფლების უმეტესობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ვალდებულება.„აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების მშენებლობაც, სადაც არის გარკვეული შეფერხებები რამდენიმე კომპანიის მხრიდან. იმისათვის, რომ ობიექტები ჩაბარდეს განსაზღვრულ დროში, იქნება მიღებული შესაბამისი ზომები და ადეკვატური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამჟამად, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საერთო ჯამში, 250 ბავშვზე გათვლილი ოთხი საბავშვო ბაღი შენდება. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.თელავის ისტორიულ უბანში, გრძელდება დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება და ღია საზოგადოებრივი მოედნის მოწყობა. ასევე, დასკვნით ეტაპზეა ქალაქის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციისა და მიმდებარე შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები.რევაზ სოხაძის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნით, თელავში და რამდენიმე ქალაქში პოტენციური ადგილებიც მოინახულეს და განვითარების გეგმებზე იმსჯელეს.ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების და გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს.ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების და ახმეტაში წყალარინების კოლექტორის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები.მთლიანობაში, კახეთის რეგიონში მიმდინარე 25 პროექტის შედეგად, 107 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.აქტიურ ფაზაშია ქალაქ ახმეტიდან ბაწარას ნაკრძალამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 12.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. აღნიშნული გზის დუისი-ჯიბახევის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე – არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო – მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში

მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს ქალაქ თბილისი გადავაბარო , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მას არ სურს, რომ კორუფცია გაგრძელდეს.“ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ. როგორც მე მოვისმინე პოლიტიკოსებისგან, ხალხს ვუთხრათ, არჩევნებზე არ გამოხვიდეო, პირიქით უნდა ვუთხრათ. მათ უნდა ვუთხრათ, შენი შვილი რომ გალახეს, შენ სოციალური დახმარების მოხსნა რომ გემუქრება ან სამსახურიდან გაგდება, შენ გაქვს საშუალება, რომ დიდი, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. მთელი რეგიონი, მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ ფეხდაფეხ და ვუთხრათ, რომ შენ ერთ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვამბობ, რომ ლელო გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“.

ბოლო სიახლეები