ორშაბათი, მარტი 3, 2025

იაგო ხვიჩია – ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს ტრამპის ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს

პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, რომ მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის კომენტირებისას დაწერა.

იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს.

„გეტყვით, მე რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას;

1. მადლობის გადავუხდიდი „ჯაველინებისთვის“ პირადად პრეზიდენტ ტრამპს;

2. მადლობას გადავუხდიდი ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ გაგვაძლებინა იქამდე, სანამ უფრო პრინციპული, ეფექტური და საქმიანი პრეზიდენტი დაბრუნდა ამერიკაში, რომელიც აქამდე რომ ყოფილიყო თეთრ სახლში, ომი საერთოდ არ იქნებოდა (მნიშვნელოვანია ზუსტად ტრამპის ტერმინით თქმულიყო ეს);

3. გამოვხატავდი სიხარულს მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე და ვიტყოდი, რომ ეს არის პრეზიდენტის გენიალური გეგმა ჩემს ქვეყანაში როგორც უსაფრთხოების, ისე სამომავლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით;

4. ასევე დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ტრამპს იმაზე, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა;

5. ვიცე-პრეზიდენტსაც მადლობას გადავუხდიდი მისი რევოლუციური გამოსვლისათვის მიუნხენში;

6. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში და მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს;

7. მადლობას გადავუხდიდი გენიალურ ელონ მასკს „სტარლინკისთვის“ და იმისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებს;

P.S. შეხვედრაზე ,სადაც სამშვიდობოდ მეპატიჟებიან, მივიდოდი პიჯაკით. მოგეხსენებათ, დიდად დიპლომატი მე არ ვარ, მაგრამ ადეკვატურობა მხოლოდ ასე ქცევა მგონია, როცა იცი, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში“, – წერს იაგო ხვიჩია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პირველი საჯარო გამოჩენა: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს აქვეყნებენ

ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ვაჟის ფოტოები სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნეს. გიორგი 2023 წელს დაიბადა და წყვილი წელს გოგონას მშობლებიც გახდნენ, რომელსაც ნინა დაარქვეს.ნახეთ ფოტოები ↓

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყარო, სოფელი ძველი ანაგაა.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.ცნობისთვის, მიწისძვრა დედოფლისწყაროში პირველ მარტსაც მოხდა. ეპიცენტრი სოფელი ხირსა გახლდათ.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, ხატია დეკანოიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერის შესახებ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.„რუსთაველზე პატრულის ორი ეკიპაჟი მაჩერებს ვინაობის გადასამოწმებლად. გვაინტერესებს ამ ავტომანქანას ვინ მართავსო და მომცეს 5000-ლარიანი ქვითარი“, - წერს დეკანოიძე.

“ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე – ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი...

შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია."ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო. ახლა მას სურს ამის ისევ გაკეთება. ეს არის სასტიკი და არაადამიანური", – წერს მასკი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – 6 მარტს ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება, ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები

ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება და ამისთვის ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს.„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება, განამტკიცოს და დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე.ამიტომ, აქცენტი არის არა მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე, არამედ მაგალითად, ენერგოსისტემის უზრუნველყოფაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ დროთა განმავლობაში ეს იყოს ძლიერი და მდგრადი ქვეყანა. მეორე ელემენტი, რომელიც მე შემოვიტანე განსახილველად, არის ის, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ევროპის ხელახალი შეიარაღება.ამისთვის, მე 6 მარტს, ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება. ერთი რამ ძალიან ცხადია, ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა თავდაცვაში და ჩვენ მართლაც უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული მიდგომა, მაგრამ ასევე წევრ სახელმწიფოებს სჭირდებათ მეტი ფისკალური სივრცე, რომ განახორციელონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. საქმე ეხება პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაცვის ინვესტიციების გაზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, უარესისთვის მომზადება და ამიტომ თავდაცვის გაძლიერება გადამწყვეტია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.აშშ-სთვის მისი გზავნილის შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ არ შეგიძლია შენს მეზობელთან შეჭრა, დაშინება ან არ შეგიძლია ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. ჩვენს საერთო ინტერესებში შედის მომავალი ომების თავიდან აცილება, რომ ძალიან ნათელი გავხადოთ, ეს წესები მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიები ერთად დგანან ამისთვის“.

ბოლო სიახლეები