ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025

იაგო ხვიჩია – დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან

დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას, თუ იდიოტები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, კირკის მკვლელობა შემზარავი ბოროტებაა.

„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლები ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი, თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს,  დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში

დღესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.პრემიერის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებად იწოდებიან ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან.„თქვენს ეთერში გამოქვეყნდა რეიტინგები. როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, რაზეა საუბარი. დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში. ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე, ასეთი ადამიანები აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს. 65%-იანი რეიტინგის პირობებში მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მოახერხონ ასეთი სისულელეების ლაპარაკი. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან ჩვენს ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან. ხაბეიშვილი, წითლიძე ან ბურჭულაძე როგორ გახდებოდა პოლიტიკოსი, გარედან რომ არ დაენიშნათ ეს ადამიანები პოლიტიკოსებად ოპოზიციაში, – განაცხადა პრემიერმა.

გედევან ფოფხაძე – გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილის ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება

პოლიციელი თავის სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად თუ შეასრულებს, ხაბეიშვილი ამაში ჰპირდება რაღაც ანაზღაურებას, ამას იუმორის კუთხით ვუყურებ – ლევან ხაბეიშვილის განცხადება უფრო არის მასხრად აგდება „ქართული ოცნების“ მორალური სტანდარტის, ვიდრე მართლა რეალური შეთავაზება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ქრთამის შეთავაზება, როგორც წესი, ფარულად ხდება და ტელევიზიით ამას არავინ არ აკეთებს.„ქრთამი თავისი არსით არის ის, რომ შენ ვიღაცას ფულს აძლევ, რათა მან თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის ხარჯზე შენ რაღაც სიკეთე მოგცეს. როგორც წესი, ქრთამი არის ლატენტური დანაშაული, ხდება ფარულად და არავინ ტელევიზიით ქრთამს არ ჰპირდება. მით უმეტეს, არავინ არ ჰპირდება ქრთამს იმაში, რომ თუ შენ კანონს არ დაარღვევ, მე შენ ფულს მოგცემ. მთავრობის წარმომადგენელს თუ ეტყვი, რომ თუ შენ კეთილსინდისიერად შეასრულებ შენს მოვალეობებს, მე შენ ფულს მოგცემ, ამაში სამართლებრივად ქრთამის კვალიფიკაცია რატომ უნდა იყოს. შეიძლება ეს იყოს სადავო, რომ ასეთი საჯარო განცხადება არ არის ეთიკური ან სწორი. ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ თუ თქვენ სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებთ მონაწილეობას, მაგაში ფულს მოგცემთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.გედევან ფოფხაძე გადაცემაში ნეპალში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების კონტექსტში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნეპალის წინაპირობებს „ქართული ოცნება“ ქმნის“ და არა ოპოზიცია.„პროცესი ნეპალში არ დაუწყია ხალხს, ნეპალის მთავრობამ მიიყვანა ხალხი იმ კონდიციამდე, რომ ასე მოქცეულიყო ხალხი. ახლა ესენი ამბობენ, იგივე არ გააკეთოთო და თავად რატომ აკეთებენ იმავეს, რასაც აკეთებს ნეპალის მთავრობა? რატომ იჭერენ ხალხს ტყუილად, რატომ აყალბებენ არჩევნებს? ამ ყველაფერს აკეთებენ და მერე ამბობენ ნეპალი გინდათ? მე არ მინდა ნეპალი, ნეპალის წინაპირობებს ესენი ქმნიან…ბიუჯეტი უნდა ძარცვონ, მოსახლეობა გაჭირვებაში უნდა ჰყავდეთ, პუტინს უნდა ემსახურონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ უნდა დააყენონ და ჩვენ მერე ნეპალით უნდა შეგვაშინონ? გულწრფელად გეტყვით მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება… გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ. რაც მაგის ტყუილები მახსოვს, გადაგდება, ყველანაირი სიბინძურე მახსოვს, თვალებში გიყურებდა და გატყუებდა. ხალხი უკანონოდ ციხეში ჩასვა, საქართველო პუტინთან წაიყვანა და კაცია ამის მერე? ეს ზიზღი, რაც მაქვს, არის ბუნებრივი, გამოწვეული მათი ქცევისგან. ამიტომ ცინიზმს თავი დაანებონ, ისინი აჩენენ ამ აგრესიას. მურტალოს ციტატით ვეტყვი: „ყველა თავის თავს თვითონ იკლავს“. მე მათ მიმართ ძალადობას არ განვახორციელებ, მაგრამ ისინი იმსახურებენ ყველანაირ ძალადობას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი ვაშაძე – ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს

ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, –  ამის შესახებ  ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.გიორგი ვაშაძის თქმით, აბსურდული ბრალდებით ლევან ხაბეიშვილის დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი აცნობიერებს სისუსტეს და იმას, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს.„ლევან ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ლიდერი. დღეს მისი დაკავება სრულიად აბსურდული ბრალდებით ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი თავადაც აცნობიერებს თავის სისუსტეს და იმას, რომ მას საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მშვიდობიანი და სამართლიანი ცვლილება არის ჩვენი ხალხის ძალა და არჩევანი. ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა თავისუფლებამდე!“ – წერს გიორგი ვაშაძე.

სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლების შეცვლა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით, შესაძლებელია პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარებით.როგორც სააგენტოში აცხადებენ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს ავტომატურად ენიჭება B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

29 წლის ოთარ ბერაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

29 წლის ოთარ ბერაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მან მიიღო იშემიური ინსულტის უმძიმესი ფორმა, დაუზიანდა ტვინი და არის სრულიად პარალიზებული.ოთარ ბერიძე 13 ივლისის შემდეგ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად მას სჭირდება სპეციფიკური მოვლა და რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸საქართველოს ბანკი: GE96BG0000000101479415მიმღები: ნათია ბერაძე🔹თიბისი ბანკი: GE57TB7469345064300090მიმღები: ნიკოლოზ ბერაძე

ბოლო სიახლეები