ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

იაგო ხვიჩია – არ მგონია, „ქართული ოცნება“ ამ სანქციების გამო გაჩერდეს

არ მგონია, „ქართული ოცნება“ ახლა ამ სანქციების გამო გაჩერდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენიის განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა შეუჩერა.

„ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და „ქოცები“ პატრიოტობის ნიღბის მიღმა, სინამდვილეში, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ფასად ცდილობენ, ძალაუფლება შეინარჩუნონ.

არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ამ სანქციების გამო გაჩერდეს. თუ გვინდა, რომ ამ მოჯადოებული კავკასიური ცარცის წრიდან გამოვიდეთ, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვიწევს ამ არჩევანის გაკეთება და შემოდგომაზე ერთპიროვნული მმართველობის დასრულება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტ ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე აბრამიშვილმა უფროსებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 125 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.ალექსანდრე აბრამიშვილს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნულ ტურნირში გამარჯვებას გულითადად ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.„ალექსანდრე აბრამიშვილის მორიგი გამარჯვება მისი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგია და ამავდროულად ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ახალგაზრდობის მრავალმხრივი ნიჭისა და პოტენციალისა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მისი სტუდენტი არაერთი წელია წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო არენაზე და ღირსეულად წარმოადგენს თავის ქვეყანას. საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ალექსანდრეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, უზღვავ ენერგიას, შეუპოვრობასა და კიდევ არაერთ დიდ გამარჯვებას როგორც სპორტულ კარიერაში, ისე პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრე აბრამიშვილი ჩვენი სტუდენტებისთვის გახდება შთაგონების წყარო და კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს საქართველოს“, - აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე აბრამიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის 4-გზის პრიზიორია.

მარკო რუბიო – ყველასთვის რთულია ირანთან რეალური შეთანხმების მიღწევა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ შიიტ სასულიერო პირებთან, რომლებიც იღებენ თეოლოგიურ და არა გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს

ყველასთვის რთულია ირანთან რეალური შეთანხმების მიღწევა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ შიიტ სასულიერო პირებთან, რომლებიც თეოლოგიურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არა გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს სურს მოლაპარაკებაზე დაფუძნებული შეთანხმების მიღწევა.„ირანთან შეთანხმების მიღწევა ადვილი არ არის. გუშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ირანს მართავენ და ირანის გადაწყვეტილებებს მართავენ რადიკალი შიიტი სასულიერო პირები. ეს ხალხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სუფთად თეოლოგიის საფუძველზე იღებს. ასე იღებენ გადაწყვეტილებებს და სწორედ ამიტომ, რთულია ირანთან შეთანხმების მიღწევა. ეს რთულია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, ვცადოთ და პრეზიდენტი ცდილობს. მე არ მსურს წინასწარ განვსაჯო ეს მოლაპარაკებები. მე არ ვაპირებ ირანთან მოლაპარაკებას პრესის თვალწინ. ჩვენი დიპლომატები გზაში არიან, მათ ექნებათ შეხვედრები და ვნახავთ, რა მოხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ შეთანხმების მიღწევას. პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობს მშვიდობიან შედეგს და მოლაპარაკებაზე დაფუძნებულ შედეგებს. პრეზიდენტმა გამოხატა საუბრის სურვილი და ყველასთან შეხვედრის სურვილი. ვფიქრობ არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება დიპლომატიური გზით იყოს მიღწეული, რაც გადაწყვეტს იმ საკითხებს, რომლებიც გვაწუხებს. ჩვენ ღია ვიქნებით. ყველასთვის რთულია ირანთან რეალური შეთანხმების მიღწევა, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ შიიტ სასულიერო პირებთან, რომლებიც თეოლოგიურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არა გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს, გამოვა. ყველას გვაქვს იმედი, რომ გამოვა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში წვრთნები დაიწყო

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში საზღვაო წვრთნები დაიწყო. წვრთნების სახელწოდებაა „ჰორმუზის სრუტის გონივრული კონტროლი“, რომელიც გენერალ-მაიორ მოჰამად პაკპურის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს.წვრთნების ფარგლებში საფრთხეებზე საპასუხო სამხედრო მოქმედებების სცენარებს ამუშავებენ.ირანული მედიის თანახმად, წვრთნების მიზანია საზღვაო ოპერატიული დანაყოფების მზადყოფნის შეფასება.

ბაჩო ახალაია პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარ პატიმრობაში“ დატოვა ბაჩო ახალაია, რომელსაც 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზებას ედავებიან.

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ – სხვათა შორის, ჩემი პირველი მოწამვლაც დასავლელმა...

ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.როგორც სააკაშვილი აცხადებს, „მისი პირველი მოწამვლაც დასავლელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს და როდის იქნება მეორე, მხოლოდ ჯაყომ და მისმა რუსმა პატრონებმა იციან“.„დასავლელმა ექსპერტებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს იშვიათი, სამხრეთ ამერიკული საწამლავით, რომლის გამოყენება მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეეძლო.ნავალნის პუტინი ყოველთვის „რუსეთის სააკაშვილს“ ეძახოდა, ხოლო თვითონ ალექსეი ნავალნიმ ციხიდან მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა ოლიგარქის მთავრობას შეეწყვიტა ჩემდამი არასათანადო მოპყრობა. ნავალნი მოკლეს, რათა პატიმართა გაცვლაში არ მოყოლილიყო.ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სხვათა შორის ჩემი პირველი მოწამვლაც დასავლელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. როდის იქნება მეორე, მხოლოდ ჯაყომ და მისმა რუსმა პატრონებმა იციან“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.

ბოლო სიახლეები