სამშაბათი, მაისი 6, 2025

იაგო ხვიჩია – ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ სანდო ინფორმაცია აქვს „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩატარებაზე, ღირებულება არ აქვს

ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვიწევს ალეკო ელისაშვილის ჩემთვის გადაუმოწმებელ არასანდო ინფორმაციაზე მსჯელობა. მე ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩემი წარმოდგენით, ამ ინფორმაციას საერთოდ არანაირი ღირებულება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: „სანდო ინფორმაცია მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად. თუ დანიშნეს, მზად არ უნდა ვიყოთ? ჩვენ ვემზადებით, რომ არჩევნებზე დავანგრიოთ „ქართული ოცნება“.

იაგო ხვიჩიას თქმით, მას არ გაუგია ამ ინფორმაციის შესახებ.

„ჩემამდე არ ყოფილა მოსულა ეს ინფორმაცია, რადგან ხელისუფლებამ იცის, როგორც წესი, ვინ უნდა მოატყუოს და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რომელსაც მერე ოპოზიცია ერთმანეთში ავრცელებს. ჩვენ არ ვყვებით ასეთ ინფორმაციებს გადაუმოწმებლად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, „თვლის თუ არა, რომ ხელისუფლებიდან გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციაში“, ხვიჩიამ აღნიშნა:

„აბა, როგორ შეიძლება, სხვა ინფორმაციაზე ამბობდე, თუ ეს ხელისუფლებიდან არ მომდინარეობს, რომ შენ იცი ასეთი ინფორმაცია. ახლა არ მგონია, ტრამპთან ჰქონდეს ურთიერთობა ბატონ ალეკოს, რომ მას ეთქვა, მე დავურეკავ ბიძინას და არჩევნები ჩაინიშნებაო.

ზოგადად, შემოდგომაზე ისედაც არის არჩევნები და ვინმეს არჩევნებისთვის მომზადება და მარათონი თუ უნდა, უკვე ჩართული უნდა იყოს, თუმცა მგონია, რომ ბატონ ალეკოს თვითონაც მაინცდამაინც არ სჯერა ამ ინფორმაციის და დანარჩენ ოპოზიციას – მით უმეტეს. არ ვამბობ, რომ ეს გამორიცხულია, მე უბრალოდ ამის დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შესახებ არ მჯერა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორ შეიძლება, ჟურნალისტი ამას უსმენდე და ერთხელ არ ჩაეკითხო, რას გულისხმობს, საიდან მოიტანა და რამ დაგარწმუნა ამაშიო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დირიჟორი და პიანისტი ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა

დირიჟორი, ვახტანგ მაჭავარიანი გარდაიცვალა - სამწუხარო ინფორმაციას თამარ ივერი ავრცელებს."ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა.დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ.ჩემი პირველი,წარმატებული გამოსვლა ჯ.ვერდის “ოტელო”ში პაატა ბურჭულაძის “ბრავო”ს ფესტივალზე მას უკავშირდება და მას მერე ის მუდამ ჩემს დიდ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა.მას შემდეგ კვლავაც ბევრჯერ ვითანამშრომლეთ კონცერტებზე და მისი უზადო ერუდიცია,გარეგნული და შინაგანი სილამაზე,არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო.ძალიან დამაკლდები მაესტრო.ვერც ვიჯერებ რომ თქვენზე უკვე წარსულში უნდა ვისაუბრო.მუდამ გსნსაკუთრებული დითბოთი მემახსოვრებით.გენიოსი მამის ღირსეული შვილი"-წერს თამარ ივერი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.კანონპროექტის მომხრე 349 კონგრესმენი იყო, მათგან 168 რესპუბლიკელი, ხოლო 181 დემოკრატი. წინააღმდეგ წავიდა 42 კონგრესმენი, ხოლო 42-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს:„დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის;აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ;მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას;გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით;გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში;მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან“.„მეგობარი აქტის“ განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი, რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან უორენ დევიდსონი.მანამდე, მიმდინარე წლის 27 მარტს დოკუმენტს მხარი დაუჭირა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. აქტი გასულ წელს კონგრესმენმა, ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან, კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან და კონგრესმენ მარკ უიზისთან ერთად.წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტი სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ორივე პალატაში მხარდაჭერის შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.

უორენ დევიდსონი – „მეგობარი აქტი“ მცდარი მიმართულების კანონპროექტია, კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე, მე, ჩემი ამომრჩევლები, ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც...

„მეგობარი აქტის“ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.„ეს არის მცდარი მიმართულების კანონპროექტი. ჩვენმა კოლეგებმა უარი უნდა თქვან ამაზე. ამერიკელმა ხალხმა არ გამოგვგზავნა აქ იმისთვის, რომ ამერიკის უსაფრთხოების ფარი მსოფლიოს მეტ ნაწილზე გავავრცელოთ. ჩვენ არ გვჭირდება, ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც გვიწვევენ და რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძიება. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ხალხს წარმატება ვუსურვოთ ისე, რომ არ გავაფართოვოთ ჩვენი ვალდებულება, ვიყოთ ევროპის თავდაცვითი ძალა. ჩვენ გვაქვს „ცარიელი ჩეკი“, დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც, უნდა ვაღიაროთ, საქართველოს მსგავსად, ვერ ახერხებენ საკუთარი თავის სათანადოდ დაცვას რუსეთისგან, მაშინ, როცა ისინი თავიანთი მშპ-ის ორ პროცენტსაც კი არ ხარჯავენ თავდაცვაზე. არსებულ სიტუაციაში ეს არის მინიმალური მოთხოვნა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მათ ვერ დავადანაშაულებთ იმის ფიქრში, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან თვით უდიდესი ქვეყნებიც კი, როგორიცაა გერმანია, ისტორიულად ამ ზღვარს ვერ აღწევდნენ, მაგრამ მათი ეკონომიკა არც ისე დიდია. ასე რომ, თუნდაც მეტს ხარჯავდნენ, ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. ეს არის არასწორი მიდგომა ეროვნული უსაფრთხოებისადმი და ეს ასევე უფრო აქვეითებს ჩვენი სანქციების რეჟიმის ეფექტურობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საშინელი იდეა. მე, ჩემი ამომრჩევლები, ვფიქრობთ, რატომ ვაკეთებთ ამას იმ საქმეების ნაცვლად, რომლებზეც ჩვენ კამპანია ვაწარმოეთ. იმედი მაქვს, რომ ყურადღება გამახვილდება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამ კანონპროექტს ვეწინააღმდეგები და მოვუწოდებ ყველას, ასე მოიქცეს“, – განაცხადა უორენ დევიდსონმა.„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონოპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.„მეგობარი აქტის“ განხილვაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი და რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი.

სტივ კოენი – „მეგობარი აქტი“ შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს, თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, სანქციები დაუწესდებათ

ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს, ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, – ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე განაცხადა.„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მეგობარია. საქართველოში არჩევნების დროს ვიყავი დაახლოებით 12 წლის წინ, როდესაც აირჩიეს „ქართული ოცნება“, მაგრამ, „ქართული ოცნება“ გადაიქცა ქართულ კოშმარად. ამერიკაში კინგს ჰქონდა ოცნება, რომელიც ახლაც ცოცხლობს, მაგრამ საქართველოში ოცნება აღარ არის ცოცხალი და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან უფრო აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, გააყალბა 2024 წლის არჩევნები. მათ ნამდვილად გააყალბეს ის იმ სიტუაციაში და მას შემდეგ მასობრივი პროტესტებია. ყოველ კვირას საქართველოში არის მასობრივი პროტესტი, სადაც თავისუფლებისა და უფლებების წართმევას აპროტესტებენ. „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების წინააღმდეგ მოაწყო რეპრესიები, მათ შორის, აკრძალა სიტყვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოში, გამოიყენა ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ და ბოროტად გამოიყენა სასამართლო, რათა არასამართლიანად დაეპატიმრებინა და ბრალი წაეყენებინა აქციის მონაწილეებისთვის. ქართველი ხალხი 150 დღეზე მეტია, აპროტესტებს და დღესაც აგრძელებს პროტესტს. ისინი ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – განაცხადა სტივ კოენმა.მისი თქმით, აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს თავისუფლებას საქართველოში და ეს არც ახლა შეცვლილა.„ვამაყობ, რომ ვარ „მეგობარი აქტის“ წარმდგენი დემოკრატი, ჩემს მეგობარ ჯო ვილსონთან ერთად. ეს აქტი შეაფასებს „ქართული ოცნების“ ყველა მაღალჩინოსანს სანქციებისთვის. თუ აღმოჩნდება, რომ მათ ძირი გამოუთხარეს ქართულ დემოკრატიას, ჩართულები იყვნენ კორუფციაში, მათ სანქციები დაუწესდებათ. ის ასევე ქმნის ანგარიშს საქართველოში რუსული სადაზვერვო აქტივების შესახებ და რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს. რაც ხდება, არის ფაქტობრივად რევოლუცია, სადაც ივანიშვილი, რომელიც მართავს პარტიას და აქვს ინვესტიციები რუსეთში, ცდილობს მათ რუსეთთან და პუტინთან დაახლოებას. ბოლოს, კანონპროექტი ითვალისწინებს უფრო ძლიერ აშშ-საქართველოს ურთიერთობას, როდესაც საქართველო დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ევროატლანტიკურ გზას, რომელიც გათვალისწინებულია მისი კონსტიტუციით და მოთხოვნილია მისი ხალხის მიერ“, – აღნიშნა სტივ კოენმა.„მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი კანონოპროექტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. ასევე, მისი ოფიციალური სახელწოდებაა „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.„მეგობარი აქტის“ განხილვაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რესპუბლიკელი კონგრესმენი ფლორიდიდან ბრაიან მასტი, დემოკრატი კონგრესმენი მერილენდიდან ჯონი ოშესკი, რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოჰაიოდან უორენ დევიდსონი.

🎥მეგის ქარდავამ „მარშუტკაში“ ჩამსვა, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემთვის უნდა ესროლა… მარტო ჩვენ კი არა, მამაოებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემეს და წვერებით ათრიეს… – ნიკა...

„მეგის ქარდავამ „მარშუტკაში“ ჩამსვა, სადაც გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემთვის უნდა ესროლა,უბრალოდ უფლებას იღებდა ზემდგომისგან, რაზეც რატომღაც უფლება არ მისცეს და ძალიან გაბრაზებული იყო... მარტო ჩვენ კი არა, მამაოებსაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, სცემეს და წვერებით ათრიეს...“, - ამის შესახებ ყინწვისის სპეცოპერაციაზე დაკავებულმა, პოლიტპატიმარმა ნიკა გოგუაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ბოლო სიახლეები