სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

თქვენი ახსნა-განმარტებებიდან დგინდება ის, რომ სააკაშვილი იყო დასავლეთის და ამერიკის პროექტი და მათ უნდა გამოეყვანათ „ახალი ქართველი“ – გურამ მაჭარაშვილი მაყვალა გონაშვილს

პარტია „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაყვალა გონაშვილს მიმართა.

„ის ფაქტები, რაც თქვენ მოიყვანეთ ამ კომისიის დასკვნაში აისახება და ასევე, დაერთვება საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის გამოც შესაბამისი უწყება გააუქმებს ამ პოლიტიკურ რეჟიმს“- განუმარტა დეპუტატმა პოეტს და აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობა არის რეჟიმი, რომელიც იბრძვის ქართული იდენტობისა და ღირებულებების განადგურებისთვის იმ მიზნით, რომ უცხოელ პატრონებთან ერთად „ახალი ქართველი“ შექმნან.

„მადლობა ქალბატონო მაყვალა. თქვენი მობრძანება კომისიაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი კომისიის დასკვნაში აისახება ფაქტები, რაც მოხდა ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს. უფრო მთავარი არის ის, რომ რა უბედურებებიც მოვისმინეთ და მოისმინა საზოგადოებამ, მთელი ამ კომისიის განმავლობაში, ამის შემდეგ თქვენი ახსნა – განმარტებები შემაჯამებელი გამოდის. ბოლშევიკური რეჟიმის მოსვლის პერიოდში, მათი იდეა იყო, რომ ქართული იდენტობისთვის უნდა დაეპირისპირებინათ რაღაცა ახალი, სხვა შემთხვევაში ფეხს ვერ მოიკიდებდნენ და ეს სხვა იდეა შესთავაზეს სოციალიზმის სახით. ამას ვინც შეეწინააღმდეგებოდა იწყებოდა მათი ტერორი და პირველ რიგში ამიტომ იყო, რომ ინტელიგენცია, მწერლები და ხელოვანი ხალხი შეეწირა ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლას. ამ შემთხვევაშიც, მათ შორის, თქვენი ახსნა – განმარტებებიდან დგინდება ის, რომ ნაცმოძრაობა ანუ სააკაშვილი იყო დასავლეთის და ამერიკის პროექტი და მათ უნდა გამოეყვანათ „ახალი ქართველი“. „ახალი ქართველის“ გამოყვანისთვის საჭირო იყო, პირველ რიგში, წყაროების და ფესვების გადაჭრა, რაზეც იდგა ქართული იდენტობა, ეს არ იყო ძნელი ამოსაცნობი. ის ფაქტები, რაც თქვენ მოიყვანეთ ამ კომისიის დასკვნაში აისახება და ასევე, დაერთვება საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის გამოც შესაბამისი უწყება გააუქმებს ამ პოლიტიკურ რეჟიმს. კიდევ ვიმეორებ, ის ათასობით უბედურება (წამება, ადამიანის უფლების დარღვევა, ქონების ჩამორთმევა და ა.შ) ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ ქართული იდენტობა გაენადგურებინათ. თქვენს მიერ დასახელებული პირები, კულტურის მინისტრი (ნიკოლოზ რურუა), ჭიაბერაშვილი, ბუღაძე და ა.შ დაუფარავად ბედავდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა გამოვიდეს „ახალი ქართველი“ და წარსული უნდა დაავიწყო ადამიანს. ეს რას ნიშნავს? – ადამიანს რომ წარსულს დაავიწყებ, მარტივად დაიყოლიებ შენთვის სასურველ მომავალზე იმიტომ, რომ მიზანი აღარ ექნება.

არ მინდა გამომრჩეს ფაქტი, რაც თქვენ თქვით – როდესაც ღამე მიბრძანდით მწერალთა კავშირის შენობაში, შესასვლელში გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობლის ხატი დაგხვდათ დაგდებული.

ჩემი აზრით, ეს არის იმ რეჟიმის სიმბოლო. ვიცით, რომ ასი ათასი მოწამის დღესასწაული გვაქვს საქართველოში, რომელიც პირდაპირ შეურაცხყო ნაცმოძრაობის ყოფილმა თუ ახლანდელმა ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ. სადაც არ უნდა შეხვიდე და რა შენობაც არ უნდა მიიღო უკანონოდ, ღვთისმშობლის ხატს რომ დააგდებ და ადამიანს ეუბნები ზედ გადაუარეო – ასე იქცეოდნენ ჩვენი მტრები და ამას ეუბნებოდნენ ქართველებს, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატისთვის გადაევლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მტკვარში აგდებდნენ. ეს ფაქტი მინდა კარგად გაათვითცნობიეროს საზოგადოებამ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს ეკლესიებში დადიან, მაგრამ ბევრი ინფორმაცია არ აქვთ თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე და რომელ რეჟიმს სურს დღეს დაბრუნება ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ასე პირდაპირ მოსპონ ქართული იდენტობა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები