ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

თუ გინდათ, რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – 6 ნივთი, რომელიც ვანგას აზრით, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ცნობილმა ბულგარელმა წინასწარმეტყველმა არა მხოლოდ მომავალი იწინასწარმეტყველა, არამედ აწმყოში სირთულეების გამკლავებისთვის ადამიანებს პრაქტიკული რჩევებიც დაუტოვა.ვანგა ამბობდა, თუ რწმენა ძლიერია, მაშინ გარკვეული საგნები დაგეხმარებათ მშვიდობის, კომფორტისა და წონასწორობის დამყარებაში.

ვანგა იყო ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი, რომელიც იწინასწარმეტყველა მსოფლიოში მრავალი მოვლენის შესახებ, მათ შორის ნიუ-იორკში ტყუპების კოშკების დაცემისა და სსრკ-ს დაშლის შესახებ.

ის ასახელებს რამდენიმე პროდუქტს და  ნივთს, რომელიც სახლში ბედნიერების მოზიდვაში დაგეხმარებათ.

თაფლი

ის არა მხოლოდ გემრიელი სამკურნალო საშუალებაა სასარგებლო თვისებებით, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, არამედ ძლიერი ეზოთერიკული სიმბოლოა. მას იყენებდნენ მაგიაში რიტუალებისთვის.

“სახლში თაფლი ნიშნავს კეთილდღეობას. ფუტკრები ამზადებენ თაფლს და ჭამენ თაფლს, თაფლის სულებს  კი თქვენს სახლში სიკეთე მოაქვთ, მათ უყვართ ტკბილეული და თქვენ მათ თაფლით უნდა გაუმასპინძლდეთ, რათა მათ სახლში იღბალი და ბედნიერება მოგიტანონ“ – ამბობს ვანდა.

ხახვი

ხახვი ძლიერი დამცავი თვისებებით დაჯილდოებული მცენარეა, რომელსაც ვანგას აზრით, შეუძლია დაიცვას სახლი ბოროტი სულებისგან და უარყოფითი ენერგიისგან.

ვაშლი

ჩვენი წინაპრები ამ ხილს “იღბლის ნაყოფს” უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ მას შეეძლო ჰარმონიისა და იღბლის მოტანა სახლში. და ასევე სახლის დაცვა ცუდი ან შურიანი თვალისგან.  „თუ გინდა, რომ შენს სახლს ყოველთვის ჰქონდეს უამრავი ბედნიერება და კეთილდღეობა, დარწმუნდი, რომ სამზარეულოში ყოველთვის დევს ვაშლი, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება”, – ამბიბდა ვანგა.

სანთლები

ძნელი წარმოსადგენია, რომ სახლში ერთი სანთელი მაინც არ იყოს. მათ იყენებდნენ ნეგატიური ენერგიის გასაწმენდად და სახლის დასაცავად. ვანგას თქმით, ცვილისგან ჩამოსხმულ ნამდვილ სანთლებს მართლაც სასწაულებრივი ძალა აქვს. „მე გეტყვით რომელი სანთელი და რატომ გამოვიყენოთ იგი, მაგრამ ამ ცოდნას ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან სანთლების ძალას შეუძლია როგორც დახმარება, ასევე ზიანის მიყენების შემთხვევაში“, – ამბობდა ის.

ხატი

„წადი ეკლესიის მაღაზიაში და აირჩიე ხატი, რომელიც გახდება შენი დამხმარე ცხოვრებაში. შეგიძლია შენს არჩევანს გააზრებულად მიუდგე, მაგრამ ჯობია, შეხედო ხატებს და აირჩიო ის, რომელიც ყველაზე დიდ სიხარულს მოგანიჭებს“. ბულგარელი წინასწარმეტყველის თქმით, ასეთი ხატი რთულ ვითარებაში ნამდვილი მეგობარი გახდება, შეძლებს ნუგეშისცემას, ხოლო მწუხარებაში – დაგამშვიდებს.

შავი ქვა

ვანგას სჯეროდა, რომ ქუჩაში აღმოჩენილ ყველაზე ჩვეულებრივ შავ ქვასაც კი ჯადოსნური თვისებები ჰქონდა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უარყოფითი ენერგიის მოსაგერიებლად და დაზიანებისგან დასაცავად.

ვანგას სჯეროდა, რომ ამ ნივთებს ჰქონდათ განსაკუთრებული თვისებები და ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს ბედნიერებისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კრემლი აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს

კრემლი აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.კრემლში აცხადებენ, რომ დაწესებულია „ენერგოსისტემაზე დროებითი მორატორიუმი“, რომლის დაცვაც როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მოეთხოვება.შეთანხმებული სიის მიხედვით, მორატორიუმი ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე: ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები; ნავთობ და გაზსადენები; საცავები; მათ შორის სატუმბი სადგურები; ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა – ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები;  ატომური ელექტროსადგურები; ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.როგორც რუსული მხარე აცხადებს, „დროებითი მორატორიუმი“ 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს.„ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს თავისუფლად მისი შესრულების ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მგრძნობიარე დღეებს გავდივართ, არ დავუშვებთ პროვოკაციებს, წაქეზებას, არ მოვტყუვდებით იმ მოღალატეების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც საკუთარი სიბინძურის დასაფარად ახალგაზრდობის უკან იმალებიან

ჩვენ გავდივართ ძალიან მგრძნობიარე დღეებს, სადაც აუცილებელია მოთმინებით, სიმშვიდით და გონივრულად მოქმედება. ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, არ დავუშვებთ წაქეზებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციების მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.„არასოდეს არ წავალთ გზებზე, რომელთაც შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ მოღალატეების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდობის უკან იმალებიან, რათა დაფარონ საკუთარი სიბინძურე“, – აღნიშნა ერდოღანმა.პარალელურად, სტამბოლში ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მეშვიდე დღეა, გრძელდება. სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა .ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.

დონალდ ტრამპმა ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა.ტრამპის თქმით, არჩერს არასამართლიანად მოექცნენ და ის „დაზარალდა“.„ბევრმა მთხოვა ამის გაკეთება, ვფიქრობ, მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ. გადავხედე, შევისწავლე ჩანაწერები და ის იყო დანაშაულის მსხვერპლი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დევონ არჩერი ფინანსურ თაღლითობის საქმეზე აშშ-ის სასამართლომ 2022 წელს დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიესაჯა.2023 წელს იგი კონგრესის მოსმენებზე მოწმის სახით გამოიძახეს, სადაც განაცხადა, რომ მისი ყოფილი პარტნიორი ჰანტერ ბაიდენი არაერთხელ ქმნიდა შთაბეჭდილებას ბიზნესპარტნიორებზე, რომ მას ჰქონდა საქმიანი კავშირი მამასთან, ვიდრე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ოფიციალურად ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენს რაიმე კავშირი ჰქონდა ვაჟის საქმიანობასთან.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი აშშ-სთვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.„ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, „ნატო-ს“ მე ვაიძულე, ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ისინი გაცილებით უკან იყვნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება მას მძიმე დაავადების დასამარცხებლად მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება

ახალგაზრდა ქალს, თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ინფორმაციას თეონა თავად ავრცელებს და მძიმე სენის დამარცხებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.მას დაუდგინდა იუნგის სარკომა. უკვე ჩაიტარა ორი ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც ამ ეტაზპე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელი კომბინირებული მკურნალობის კურსის გასავლელად ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.თეონა მუსელიანი ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერია. ასევე მოქმედი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. მძიმე დაავადების გამო, თეონა ყველა მის საქმიანობას იძულებით ჩამოსცილდა.დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკიGE04BG0000000594641293  მიმღები - ცირა მუსელიანითიბისი ბანკიGE47TB7413345068100038 მიმღები - თეონა მუსელიანი

ბოლო სიახლეები