სამშაბათი, ივლისი 15, 2025

თურქული მედიის ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძეს „ტრაბზონსპორი“ იწვევს

თურქული გამოცემის, SonnoktaTrabzon-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი „ტრაბზონსპორი“ იწვევს. ავტორის თქმით, კლუბის სკაუტები თბილისში ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩებს დაესწრნენ.

„ტრანბონსპორმა“ მომავალი სეზონისთვის ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო და პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. კლუბს გაუჭირდება იჯარით დამატებული ონუაჩუს შენარჩუნება, რადგან „საუთჰემპტონი“ ფეხბურთელისთვის 10 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. ამიტომ კლუბის მესვეურები თავდამსხმელის პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშის ვარიანტს განიხილავენ.

თურქული კლუბის სიაში, გამოცემის ცნობით, პორტუგალიური „ჩავესის“ შემტევი ექტორ ერნანდესი და ბუდუ ზივზივაძე არიან.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კარლსრუესთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. გუნდის რიგებში ზივზივაძემ 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში გამართულ 24 შეხვედრაში თავის გამოჩენა შვიდჯერ მოახერხა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას

აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს.„50-დღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ არ გვექნება არჩევანი. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეთანხმება გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – არაერთხელ ვფიქრობდი, რომ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არაერთხელ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულია შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ბიზნესლიდერებთან სამიტის დროს განაცხადა.„სახლში რომ დავბრუნდებოდი, პირველ ლედის ვეუბნებოდი, ვლადიმერთან ძალიან მშვენიერი საუბარი მქონდა, მგონი დავასრულეთ. შემდეგ ვრთავდი ტელევიზორს, ან მელანია მეტყოდა: „ეს უცნაურია, რადგან ახლახანს მოხუცებულთა თავშესაფარი დაბომბეს““,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა გოგოს, მიმი გიორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.ცნობისთვის, ტრაგედია ქუთაისში გვიან ღამით დატრიალდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილების ორივე მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ბოლო სიახლეები