ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

თურქეთში ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

თურქეთში, ქალაქ ადანაში ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა და კიდევ 8 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთაგან 3 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი: როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ, როდესაც მათი ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, კეზერაშვილი მრავალმილიონიან...

„როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული“- განაცხადა კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.ვიცე-სპიკერის თქმით, ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, რომ ქართული ჯარი ისროდა კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით.მისივე თქმით, სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.„ოპოზიციამ ამბავი რომ ატეხა, რომ თითქოს ჯარისკაცების გასამართლების მიზნით შეიქმნა ეს კომისია. ბათუ ქუთელიაა თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ომის დღეებში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ ჩაგდებული და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად. როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, პატრიარქის და ეკლესიის მზრუნველობა რომ არ ყოფილიყო, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და ბუნებრივია, მათ არ ეცლებოდათ არც ტყვე ჯარისკაცებისთვის და არც ცხედრების დასაფლავებისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს ბატონი ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, თუ დააბრალა, თუ რაც ჰქვია, რომ ქართული ჯარი ისროდა იმ კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით, რომელიც აკრძალული არის ჟენევის საერთაშორისო კონვენციით და რომლის გამოყენებაც წარმოადგენს ომის დანაშაულს. სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, რომ ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია არიან დაბარებული

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 11 აპრილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია არიან დაბარებული.ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.„ხვალისთვის დაბარებულები არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, ორივესთვის ცნობილია. დადასტურებული აქვთ, რომ იციან, რომ მოწვეულნი არიან კომისიის წინაშე. ასევე, ხვალ გვყავს მოწვეული სოსო რობაქიძე, რომელიც არის ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა. ასევე, ხვალ, ჩვენ მოვისმენთ აფრასიძეების ცნობილ საქმეს“, -განაცხადა წულუკიანმა.

კარლო კოპალიანი: ხშირად ამბობენ, [გიული ალასანიამ] მიზერულ ფასში მიითვისა ეს ქონებაო. მე ვიტყვი, რომ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება. 2006 წლის შეფასებებით,...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, აცხადებს, რომ „ყველანაირი პირობა პრივატიზაციის დარღვეულია. დარღვეულია აუქციონზე პირობების დადგენის პირობები; კანონდარღვევაა ქონების შეფასებისას; კანონდარღვევაა ინფორმაციის გამოქვეყნებისას და პრივატიზებული ვალდებულებების შესრულების ჩათვლისა და საკუთრების მოწმობის გაცემისას“.„კანონი გვეუბნება, რომ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს შეძენილი ქონების ღირებულების დაფარვა, რომლის შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი მოწმობები. ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საპრივატიზაციო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით დაევალა, ანუ შეღავათი გაეწია საქართველოს უნივერსიტეტს: 2008 წლის 30 სექტემბრამდე თანხის 25%, 2008 წლის 30 დეკემბრამდე კიდევ 25%, 2009 წლის 30 მარტამდე 25%, ხოლო დარჩენილი თანხა 2009 წლის 30 ივნისამდე უნდა დაფარულიყო. შემდეგ არსებობს იმის დოკუმენტი, რომ ეს თანხები დაფარულია. ჩვენ ვერ მოვიძიეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს თანხა ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში, რის შემდეგაც გაიცა საკუთრების მოწმობა, თუმცა, არსებობს ცნობები, როცა მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო წერს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომ ეს თანხა ჩარიცხულია და გთხოვთ გასცეთ მოწმობა.აი, აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ნამდვილად იყო ჩარიცხული თუ არ იყო ჩარიცხული და როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მიზერულ ფასში აიღო, მიითვისა ეს ქონებაო. მე ვიტყვი უფრო სხვანაირად, საერთოდ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება. ჯერ კიდევ მაშინ, 2006 წლის შეფასებებით, ჩვენი უხეში დათვლებით, ეს იყო დაახლოებით 30 მილიონის ქონება. ამ ქონების წაღებამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ფაქტობრივად წელში გამართული იყო, ფეხზე იდგა და რა მოხდა? 32 ათასი სტუდენტი განახევრდა ერთ თვეში. როგორც კი ავტორიზაცია შეუჩერეს 32 ათასი სტუდენტი გახდა 15 ათასი სტუდენტი. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მის შემდგომ იქ მოსულ თაობებს და განსაკუთრებით, ბოლოს მისულ რექტორატს, რომ უნივერსიტეტი დაჰბრუნებოდა მართლაც იმ სახელოვან წარსულს, როგორც იყო ადრე“.-განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კარლო კოპალიანი: ხშირად საუბრობს ქალბატონი გიული რომ ბაბუა-ბებიამ დაუტოვა მილიონები, მაგრამ სინამდვილეში თავის კოლეგებს და ახალგაზრდობას წაართვა და მიითვისა თავისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელით

ხშირად საუბრობს ქალბატონი გიული რომ ბაბუა-ბებიამ დაუტოვა ეს მილიონები, მაგრამ სინამდვილეში თავის კოლეგებს და ახალგაზრდობას წაართვა და მიითვისა თავისი შვილის ხელით, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.დასმულ შეკითხვას ქონების საფასურთან დაკავშირებით, კოპალიანმა უპასუხა, რომ დღევანდელი შეფასებით 100 მილიონზე მეტის იყო.„ქონების საწყისი ფასი, მაგრამ აქ ყველა ქონება არ არის, ეს ერთი მოვიპოვეთ ჩვენ, 5059 კვ. და კიდევ 4000 კვადრატი - ორი მილიონი ლარია და ბიჯით, აუქციონის მიხედვით იყო ერთი ბიჯი გაკეთებული 50 ათასი. აი ეს გადასახადი გადაუვადეს სხვასთან ერთად შემდგომ. მაგრამ ჩვენ დავთვალეთ ესე უხეშად 30 მილიონის ქონება იყო, დღევანდელი შეიძლება 100 მილიონზე მეტიც, დღევანდელი შეფასებით“.

ბექა ძამაშვილი – 20 ივნისის საქმეზე კითხვებზე პასუხები ქვეყნის შიგნით არის გასაცემი, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ფორმატი, ერთ-ერთი კი შეიძლება, იყოს საგამოძიებო კომისია

ევროპულ სასამართლოს დიდ პალატაში 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით თებერვალში ზეპირი მოსმენა გაიმართა და მთავარი შეკითხვა იყო, რამდენად შეიძლებოდა ამ ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან მინიმალიზებული ყოფილიყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მითითება – შენიშვნა უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რადგან ამ ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელება ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული.როგორც ბექა ძამაშვილი განმარტავს, ევროპულმა სასამართლომ კითხვები სახელმწიფოს დაუსვა და შესაბამისად, პასუხი გასაცემია სახელმწიფოს შიგნით და სახელმწიფოს ასარჩევია, ეს რა ფორმატში მოხდეს.„20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პალატამ გამოაცხადა გასული წლის მაისში, ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ევროპულ სასამართლოს რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა არ ჰქონია საქართველოს კანონმდებლობასთან – მანიფესტაციებთან და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან. ასევე გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ 20 ივნისს სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა, რადგან მანიფესტაციამ მიიღო ძალადობრივი სახე, თუმცა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითება და შენიშვნები, თუ რამდენად სწორად მოხდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება, რამდენად შეიძლებოდა ზიანის შემცირება, აცილება ან მინიმიზაცია. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ თებერვლში დიდ პალატაშიც გაიმართა ზეპირი მოსმენა და მოსამართლეებს შეკითხვა ამ მიმართულებით ჰქონდათ. მთავარი შეკითხვები იყო, რამდენად შეიძლებოდა ამ ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან მინიმალიზებული ყოფილიყო. გახარია? სტრასბურგის სასამართლოს ეს მითითება- შენიშვნა, რაც სახელმწიფოსთან მიმართებაში არის გაკეთებული ფაქტობრივად უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რადგან ამ ოპერაციის დაგეგმვა/ განხორციელება სწორედ ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული. ეს კითხვები ევროპულმა სასამართლომ დაუსვა სახელმწიფოს და შესაბამისად, კითხვებზე პასუხი გასაცემია სახელმწიფოს შიგნით. რა ფორმატში მოხდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ფორმატი, მათ შორის ერთ-ერთი ფორმატი შეიძლება, იყოს პარლამენტში არსებული საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ბოლო სიახლეები