თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში 900-მდე ტერორისტი გაანადგურა- ამის შესახებ თურქეთის გენერალური შტაბი იუწყება.
ВВС იუწყება, რომ თურქეთმა, ოპერაცია “ზეთისხილის რტოს” ფარგლებში, ავიაიერიშების დროს, ქურთების პარტია “დემოკრატიული კავშირისა” და “ისლამური სახელმწიფოს” 15 სამიზნე, საცეცხლე წერტილი და იაირაღის საწყობი გაანადგურა. ოპერაციაში მონაწილე თვითმიფრინავები ბაზაზე უვნებლად დაბრუნდნენ,
მათივე ცნონებით, – ოპერაცია წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ტანკები შეიყვანა, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.