ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პირი [ვიდეო]

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტ კარტალკაიაში მოხდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა.

მედიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურის ბრიგადები, მათ შორის 30 სახანძრო მანქანა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 28 მანქანა. ცეცხლის ჩაქრობისა და სამაშველო ოპერაციაში 231 სპეციალისტი იყო ჩართული.

ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი იმ სართულზე გაჩნდა, სადაც რესტორანია განთავსებული.

როგორც მედია წერს, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შეგახსენებთ, მანამდე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი იყო. მან საქართველო 2026 წლის ივნისის ბოლოს დატოვა, რადგან მისი დიპლომატიური უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა

გიორგი ვოლსკი ბიზნესის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეტანის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ საკმაოდ კარგად გააზრებულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსთვის დაპირისპირების ახალი პლატფორმის შექმნასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რამაც თბილისის მშვიდობის პოლიტიკას უნდა შეუქმნას პრობლემა.„ეს არის სცენარი და ამ სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არის მიზერი, იმასთან შედარებით, რასაც მოიხმარენ რუსეთში. ისიც ყველამ იცის, რომ დიზელს მოიხმარს სამხედრო ძალა და არა ბენზინს“, - აცხადებს ვოლსკი.

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონულ მონიტორინგს, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გაუქმდა.

ევროპაში XXI საუკუნეში პირველად, მზე სრულად დაბნელდა

12 აგვისტოს საღამოს დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის სრული დაბნელება მოხდა. მთვარის მიერ სრულად დაფარული მზის ხილვა შესაძლებელი იყო გრენლანდიაში, ისლანდიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ხოლო დასავლეთ ევროპის უდიდეს ქალაქებში მთვარემ მზის დისკი 85-95%-ით დაფარა.კონტინენტური ევროპისთვის მზის სრული დაბნელება 1999 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა, რის გამოც მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია - რეგიონის უმსხვილეს ქალაქების მაღაზიებში სპეციალური სათვალეები და ბინოკლები მოვლენამდე მრავალი დღით ადრე სრულიად გაიყიდა.მომდევნო დაბნელება უკვე ერთ წელიწადში - 2027 წლის 2 აგვისტოს მოხდება. მისი სრული ფაზის ხილვა უშუალოდ ესპანეთის უკიდურეს სამხრეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იქნება შესაძლებელი.

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია

ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩა ასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც.  სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ  მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის.  გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას... მადლობა თქვენ.“„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე.„ოთხი წელი არ გვყავდა შვილი, სულ ვლოცულობდით და უფალს შევთხოვდით გულმოწყალებას. 2019 წლის 31 მარტს მოვილოცეთ დირბის დედათა მონასტერი. დავესწარით პარაკლისს. მე და ჩემი მეუღლე ვატარებდით სარტყელს და შევთხოვდით უფალს შვილს. დაახლოებით ერთ თვეში შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველას გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და გირჩიოთ ამ სასწაული ადგილის მოლოცვა“.„დიდება უფალს! მე და ჩემს მეუღლე ბავშვს თითქმის 8 წელი ველოდით. გამოკვლევების მიხედვით, შვილის ყოლის არანაირი სირთულე არ იყო, მაგრამ შვილი არ გვეძლეოდა. ძალიან მინდოდა, მომელოცა მონასტერი, მაგრამ გამუდმებით დაბრკოლებებს ვაწყდებოდი და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე. მინდოდა, მელოცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატთან, მაგრამ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა – როდის დავბრუნდებოდი, არ ვიცოდი და ამიტომ გადავწყვიტე, ხატი შემეძინა და თან წამეღო. თანაც, წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი იყო ჩემს ოჯახში დაბრძანებული. გამგზავრებამდე სხვადასხვა საეკლესიო ნივთების შესაძენად მაღაზიაში წავედი, სადაც მამაოც იყო და (არ ვიცი რომელი ტაძრიდან) გამყიდველს ესაუბრებოდა. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა შევარჩიე. მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხატი ვერ ვიპოვე და გამყიდველს მივმართე. მამაომ მიმითითა, რომ ეს არ არის ხატი, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტია ფრესკიდან და ცალკე ხატად შეძენა არ შეიძლებაო. მეც გამოვტრიალდი და წამოვედი. თუმცა ამ მაღაზიაში არც ჰქონდათ ხატი, მამაოს მითითების გათვალისწინებით სხვაგანაც აღარ მიძებნია. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში, ერთ-ერთ არხზე ვუყურე გადაცემას, რომელშიც მიდგომილი ღვთისმშობლის ხატზე იყო სიუჟეტი. ძალიან დამწყდა გული, რომ მაშინ უცნობ მამაოს ვენდე და ხატი არ შევიძინე. სიუჟეტის ბოლოს, კომპიუტერის ეკრანზე აღბეჭდილ ხატს ხელით შევეხე და გულწრფელი ცრემლი წამსკდა, კარგა ხანს ასე გულამომჯდარი ვტიროდი. გავიდა არც ისე დიდი დრო და დღე-დღეზე პატარას ველოდებით. უფალმა და დედაღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ“, – წერს მაია.

ბოლო სიახლეები