თურქეთში, ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენ თურქი“ ავრცელებს.
შემთხვევა თურქეთის დასავლეთით, ქალაქ ბალიქესირში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა.
რეგიონის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია.