კვირა, აგვისტო 24, 2025

თოჯინის „ლაბუბუ“ შემქმნელი,38 წლის ვან ნინი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ათეულში მოხვდა მისი ქონება ამჟამად 22.7 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება

კომპანია Pop Mart-ის ხელმძღვანელი 38 წლის ვან ნინი შევიდა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში და გახდა ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი. ეს ყველაფერი ზაფხულის ყველაზე ტრენდული სათამაშოს — ლაბუბუს — პოპულარობისა და გაყიდვების ზრდის წყალობით მოხდა.

ლაბუბუს ბუმბულიანი მონსტრების კულტი ჩინეთში დაიწყო, თუმცა წელს ის მის ფარგლებს გასცდა. ამ დროისთვის, ვანის ქონებამ, რომლის მაღაზიებშიც დაიწყეს ამ სათამაშოების გაყიდვა, 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მხოლოდ გასულ წელს Pop Mart-მა 188%-იანი მოგება აჩვენა, ხოლო ფლაგმანურმა სერიამ Monsters, რომელშიც ლაბუბუც შედის, შემოსავლის 726%-იანი ზრდა დაფიქსირდა და კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროდ იქცა.

Pop Mart-ის ისტორია 2010 წელს, პეკინში დაიწყო. თავდაპირველად მაღაზიაში სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია იყიდებოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ გადაწყვიტა, შეექმნა საკუთარი სათამაშოები და გაეყიდა ისინი blind box-ის („ბრმა ყუთის“) ფორმატით. ეს ნიშნავს, რომ მყიდველს წინასწარ არ ეცოდინება, რომელი სათამაშო შეხვდება, ამიტომ სასურველის მისაღებად ხშირად ერთზე მეტ ყუთს ყიდულობენ.

ლაბუბუ — პატარა ელფია ცხრა კბილით, წაწვეტებული ყურებით, დიდი თვალებით და კუდის გარეშე. ის შექმნა ჰონგკონგელმა მხატვარმა, კასინგ ლუნმა და 2019 წელს Pop Mart-მა სათამაშოზე ლიცენზია აიღო. პირველად ლაბუბუ 2015 წელს გამოჩნდა კასინგ ლუნის წიგნების სერიაში The Monsters. თავდაპირველად თითოეული ყუთის ფასი 10–30 დოლარს შეადგენდა, თუმცა გადაყიდვაზე მათ ფასი რამდენიმე ათას დოლარამდეც ადის — ელფის უნიკალურობაზეა დამოკიდებული. დღეს Pop Mart-ზე ლაბუბუს ყიდვა თითქმის შეუძლებელია — ისინი წამებში იყიდება და შემდეგ ასჯერ ძვირად გადაინაცვლებს “მოდის მსხვერპლებსა” და კოლექციონერებთან.

ლაბუბუს ტენდენციის პოპულარიზაცია დაიწყო ჯგუფ Blackpink-ის სოლისტმა, ლისამ, ხოლო შემდეგ ელფები რიანას, დუა ლიპას და სხვა ვარსკვლავების ჩანთებზე გამოჩნდნენ. დღეს ისინი განსაკუთრებით პოპულარული არიან მოდის ბლოგერებში, კოლექციონერებსა და ბავშვებში.

ლაბუბუ ძალიან პოპულარული გახდა რუსეთშიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯეი დი ვენსი – ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას ბოლტონის მიმართ და ამას ფრთხილად მივუდგებით, რადგან არ ვფიქრობთ, რომ ადამიანები უნდა შევყაროთ ციხეში იმ შემთხვევაშიც, თუ...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ადასტურებს, რომ ეროვნული დაზვერვის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უარყოფს, რომ ის პოლიტიკურად არის მოტივირებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო, – ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა NBC News-თან ისაუბრა.ვენსის თქმით, ბოლტონის მიმართ გამოძიება ჯერ ძალიან ადრეულ სტადიაზეა.„ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას ბოლტონის მიმართ, თუმცა ამის შედეგად თუ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ეს მოხდება იმიტომ, რომ დადგენილი იქნება, რომ მან კანონი დაარღვია. ჩვენ ამ საკითხს ფრთხილად მივუდგებით. ჩვენ ამას შეგნებულად მივუდგებით, რადგან არ ვფიქრობთ, რომ ადამიანები უნდა შევყაროთ ციხეში იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი პოლიტიკურად არ გვეთანხმებიან. შესაძლოა, განსაკუთრებით, თუ ისინი პოლიტიკურად არ გვეთანხმებიან, არ უნდა შეყარო ციხეში თვითნებურად. ეს გადაწყვეტილებები კანონმა უნდა განსაზღვროს და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.ჯეი დი ვენსმა გამოძიების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმე საიდუმლო დოკუმენტების შენახვას ეხება.ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკა გუშინ ჩატარდა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს იკავებდა. მან ამ პოზიციაზე დაახლოებით 1,5 წელი იმუშავა, თუმცა მოგვიანებით ტრამპის კრიტიკოსი გახდა. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ჯონ ბოლტონს ადანაშაულებდნენ, რომ 2020 წელს გამოშვებული მისი მემუარები, რომელიც ტრამპის მთავრობაში მის მუშაობას ეხებოდა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. თავის მხრივ, ბოლტონი აცხადებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მის გაჩუმებას ცდილობდა.

რა ხდება ამ დროისთვის ხარაგაულის სოფლებში, სადაც მეწყერი გააქტიურდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა.სააგენტოს ცნობით, მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.„დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ილია მეორე – ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა, მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული, ვწუხვართ მისი განშორების გამო და ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს.როგორც პატრიარქის სამძიმარშია აღნიშნული, ლევან გაჩეჩილაძის გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული და საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.„ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა!მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა.ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ… თუმცა, მოგეხსენებათ, მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადიული მყოფობისათვის და გარდაცვალება არ ნიშნავს არარსებობაში გადასვლას; ამიტომაც მას, ისევე როგორც ნებისმიერ იმქვეყნად წასულ ადამიანს, სჭირდება სულიერი შეწევნა თქვენი ლოცვით და მის სახელზე აღსრულებული ქველმოქმედებით…ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, თანამდგომთა და თანამგრძნობთ მიმადლოს ნუგეში და მშვიდობა“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმარში.ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. ის 61 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა.

არჩილ მუსელიანცი მოსამართლეს-რა ტანჯვაც და წამებაც მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფართ თქვენ, ქალბატონო პროკურორო, გაიაროთ. [ნებაყოფლობით] ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობასაც დაიბრალებთ

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. “რა ტანჯვაც და წამებაც მაქვს გავლილი, ღმერთმა დაგიფართ თქვენ, ქალბატონო პროკურორო, გაიაროთ. ხელს მოაწერთ კი არა კენედის მკვლელობასაც დაიბრალებთ” - თქვა არჩილ მუსელიანცმა განაჩენის გამოცხადებამდე. არჩილ მუსელიანცს ბრალად ედებოდა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებული კამერების განზრახ დაზიანება. პროკურატურის მტკიცებით ამ ქმედების შედეგად, “სახელმწიფოს 534 ლარის ზიანი მიადგა”.

ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია, ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, რა შეუძლია ხალხს

4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია, ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, რა შეუძლია ხალხს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„„ტიპებს“ ოპოზიციური პარტიის „ლიდერი“ რომ აწერიათ, Facebook-ზე 8-12 „ლაიქი“ რომ აქვთ და ჭკუას გვარიგებენ ტელევიზიით, რომ მხოლოდ მათ იციან ივანიშვილის დამარცხების გზა – თმენით, დალოდებით, დასვენებით (აგვისტოაო :))) ) და „გარედან“…ოჯახის წევრები არ იწონებენ „ფეისბუქზე“ და „ინტელექტუალური“, სერიოზული სახით, როგორც „გამოცდილი“ პარტმუშაკი აფრქვევს სიჭკვიანეებს… აზრზე არ არიან, რა უნდათ, ან ვინ არიან, ან სად მიდიან… სიტყვა მშვიდობიანი დამხობის და მშვიდობიანი რევოლუციისაც კი ეშინიათ, მუხლებში „კვეთავთ“…არ „მოიღალოთ“ ამ ხალხის ყურებით!!! 4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია!!!ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, თუ რა შეუძლია ხალხს! დამხობა ივანიშვილს!!!“ – წერს ხაბეიშვილი.

ბოლო სიახლეები