თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის მორიგ ტურში რუსულ “ხიმკის” უმასპინძლა და გამარჯვება 87:77 იზეიმა.
შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15 ქულა, 15 მოხსნა , 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა, ის მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.
“ბასკონიამ” 11 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე დარჩა. დღეს კი გიორგი შერმადინის “უნიკახა” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” შეხვდება.