პარასკევი, ივლისი 18, 2025

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:

„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ – წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს ქალი, რომელმაც ყოფილი შეყვარებული გაიტაცა და გააუპატიურა

ზიმბაბვეში ქალმა ყოფილი შეყვარებული გაიტაცა, სასტუმროში წაიყვანა და გააუპატიურა. რამდენიმე ბრალდებით ქალი უკვე დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ინციდენტი შაბათს, 12 ივლისს, ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში მოხდა. დილით, 26 წლის ამანდა ჩიზანგა ჩაკანიუკა თავისი ყოფილი შეყვარებულის, 38 წლის ლინოს გაპანგას სახლში მივიდა. გოგონას თან ხუთი თანამგზავრი ახლდა.მამაკაცი შავ BMW-ში ჩასვეს და ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროში წაიყვანეს.  ქალის მიერ დაქირავებულ ოთახში შეათრიეს და „ჯადოს მოსახსნელად“ მასთან დაუცველი სექსი აიძულეს. ამის შემდეგ, გოგონას თანამზრახველებმა მამაკაცს 142 აშშ დოლარი წაართვეს და გაუჩინარდნენ, ის კი სასტუმროში მიატოვეს.ქალსა და მის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს გატაცებასა და ძარცვაში.„პოლიციამ გატაცებისა და ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ქალი დააკავა. საქმეში კიდევ ხუთი მამაკაცი ფიგურირებს. დაზარალებულს სახის შეშუპება, ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. ის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციელმა.

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, ერთ-ერთ ქართველს მოსამართლეებმა 12 განაჩენი გამოუტანეს ქურდობისთვის. დანარჩენები დაკავებულნი იყვნენ, მათ შორის, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და პოლონეთში არალეგალურად ყოფნის გამო.პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის (Straż Graniczna) ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანა იძულებით ან ნებაყოფლობით 4 600-ზე მეტს უცხოელს დაატოვებინეს.დეპორტირებულ უცხოელებს შორის იყვნენ პირებიც, რომლებიც სხვისი არალეგალური გადაადგილების ორგანიზებას უწყობდნენ ხელს.

თინა ბოკუჩავა – კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა

კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს, გიორგი გახარია ირელევანტურ კლოუნად იქცა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, გიორგი გახარიას ციხის ეშინია.„კაცმა ბრიუსელში ოპოზიციის თვითგამოცხადებულ ელჩად დაინიშნა თავი, ციხის შიშით ქვეყნიდან გაიქცა და იქიდან გვმოძღვრავს აქ დარჩენილებს, ვინც მართლა ვიბრძვით და მისგან განსხვავებით არც ციხის გვეშინია, „შამპანურის „ბაკალით“ ზღვაზე წამოწოლილები“ ვერ დაამარცხებენ ივანიშვილსო. ეს სიტყვა ხშირად გამოიყენა დღევანდელ ეთერში და ეტყობა ფროიდის ეფექტია. მართლა ირელევანტურ კლოუნად იქცა გიორგი გახარია“, – წერს ბოკუჩავა.

18 ივლისს კომპოზიტორ და მომღერალ ნუნუ გაბუნიას დაბადების დღეა

დღეს კომპოზიტორ და მომღერალ ნუნუ გაბუნიას დაბადების დღეა,ნუნუ გაბუნია 18 ივლისი, 1941.დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენი კავალერი-ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის,ქ. ატლანტას საპატიო მოქალაქე და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1961–1968წწ. მუშაობდა საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორად; 1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი; შექმნილი აქვს: ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – საბავშვო ოპერა "შემოდგომიდან გაზაფხულამდე" (1969, ორ ნაწილად), ოპერეტა "ნანა მღერის სიყვარულზე"(1969, სამ ნაწილად), სამნაწილიანი ოპერეტა (1980); საესტრადო სიმღერები(ასზე მეტი) – "მეორე ლეგენდა" (ა. გელოვანის სიტყვებზე), "იავნანა" (დ. გვიშიანის სიტყვებზე), "სიმღერა თბილისზე"(ბ. აბაშიძის სიტყვებზე), "საახალწლო"(მ. ქვლივიძის სიტყვებზე), "სიმღერა სამშობლოზე", "სიმღერა იეთიმ გურჯზე", "სალაღობო", "ჩემი თბილისი", "10 ლირიული სიმღერა" (1980, კრებული), "4 სიმღერა საქართველოზე" (1983), "6 ლირიული სიმღერა" (1983); საბავშვო სიმღერები(სამოცზე მეტი); მუსიკა სპექტაკლებისათვის (1963, თბილისის თოჯინების თეატრი, 1967, ქ. საგარეჯოს დრამატული თეატრი, 1968, ქ. თელავის დრამატული თეატრი, 1972–1976წწ., ქ. ახალციხის დრამატული თეატრი და ანიმაციური ფილმებისათვის ("მონადირე"-1968,  "ლურჯა"-1973,  "სახლობანა"-1975, "ბულბულის იუბილე"-1978); მის სიმღერებს დიდი წარმატებით ასრულებენ ცნობილი საესტრადო მომღერლები; რამდენიმე სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერად იქნა დასახელებული (1974). 2012 წელს გაიხსნა ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.

რომის პაპმა ღაზის სექტორში კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის დარტყმის გამო მწუხარება გამოთქვა

რომის პაპმა ღაზის სექტორში კათოლიკურ ეკლესიაზე ისრაელის დარტყმის გამო მწუხარება გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, პაპი ლეო XIV კიდევ ერთხელ გამოვიდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით და მწუხარება გამოთქვა კათოლიკურ ეკლესიაზე სამხედრო დარტყმის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის ინფორმაციით, ღაზის სექტორში მდებარე ერთადერთ კათოლიკურ ეკლესიაზე იერიშის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. დაიჭრა ცხრა პირი, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომაროებაშია. დაშავებულთა შორის არის მღვდელიც.გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიას ტანკიდან ნასროლი ჭურვი მოხვდა.ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მწუხარებას გამოთქვამენ რელიგიური ნაგებობისთვის ან სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული ზიანის გამო. ისრაელელი სამხედროების თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო სიახლეები