ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

თორნიკე მოლაშვილი: ბაჩიაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ათეულობით მილიონი მოჰპარა, გვიმტკიცებს, თითქოს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება მის მიმართ არაცივილიზებულია, ხოლო “კრედიტ სუისს”, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი გაძარცვა, ცივილიზებული სამყაროს სტანდარტად მიიჩნევს

„უკვე დიდი ხანია იმის დამალვას აღარავინ ცდილობს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟისა და ზეწოლისთვის იყენებენ. ამასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გაკეთდა და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილის სიმართლე საერთაშორისო სასამართლოებმაც დაადასტურეს!“,- ასე ეხმიანება სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის სტატუსს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადება აკრიტიკებს.

თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო მალე გაიმართება და საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ მას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

„ამ ფონზე, ბაჩიაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ათეულობით მილიონის ღირებულების ბიტკოინი თვალსა და ხელს შუა მოჰპარა, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არარსებული პირადი შურისძიების მოტივებს ხედავს და გვიმტკიცებს, თითქოს, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება მის მიმართ არაცივილიზებულია, ხოლო “კრედიტ სუისის”, მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემისა და შვეიცარიის ქცევას, ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად მიიჩნევს. მალე ბაჩიაშვილის საქმეზე სასამართლო გაიმართება და საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ ამ კაცს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ფაქტები კი მხოლოდ მის ბრალეულობას ადასტურებენ! მეორე მხრივ, ბაჩიაშვილმა ზედმიწევნით ზუსტად იცის “კრედიტ სუისის” ქმედებების შესახებ და მათ ქცევას ცივილიზებულს უწოდებს. ამ კაცს მიაჩნია, რომ ცივილიზებული და ნორმალურია, როდესაც შვეიცარიის პროკურატურა უკვე 10 წელია, დამსახურებული კრიტიკის ფონზე, საქმეს არ იძიებს და ამტკიცებს, თითქოს, თავის დროზე განუზომლად დიდი ავტორიტეტის მქონე შვეიცარიული ბანკიდან, ივანიშვილის კუთვნილი მილიარდი ერთმა კაცმა მოიპარა.“,- წერს მოლაშვილი.

მისივე განცხადებით, შვეიცარია ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუტების მქონე მანამდე იყო ვიდრე “გლობალური ომის პარტია” მთელ მის სახელისუფლებო ორგანოებში, ინსტიტუტებსა და საბანკო სისტემაში საკუთარ აგენტებს ჩანერგავდა „შვეიცარია ცივილიზებული, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუტების მქონე და სამაგალითო ქვეყანა მართლაც იყო, თუმცა, ეს მანამდე სანამ “გლობალური ომის პარტია” მთელ მის სახელისუფლებო ორგანოებში, ინსტიტუტებსა და საბანკო სისტემაში საკუთარი აგენტების ჩანერგვას მოახერხებდა! სამწუხაროდ, დღეს ის შვეიცარია, რომელიც თავის დროზე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, საკუთარი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტად ითვლებოდა და ადამიანების ნდობას მსოფლიოს ყველა წერტილიდან იმსახურებდა, აღარ არსებობს! დღეს მხოლოდ იმ შვეიცარიის ლანდია დარჩენილი!“,-აცხადებს მოლაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამუკა ხაზარაძე – მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით

ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა, ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნაა უპირველესი – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წერილშია აღნიშნული.როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, აქამდე გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.„„ლელოს“ დაფუძნების ორი მთავარი მიზეზი არსებობდა. პირველი, დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“, რომელიც აშკარად რუსულ პოლიტიკას ატარებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ; და მეორე, დაგვერღვია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული „ქოცურ-ნაცური“ მოცემულობა და შანსი მიგვეცა ე.წ. შუა ამომრჩევლისთვის თავისი ხმის რეალიზაციაში, ქვეყნის განვითარების საქმეში.ამ განვლილი წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი გუნდი სულ პროტესტის წინა ხაზზე იდგა. „ლელო“ პირველივე დღეებიდან იყო ინიციატორი ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებისა და ამისათვის სხვადასხვა დროს მრავალი ინიციატივა და ძალისხმევა გამოიჩინა. მათ შორის, ისეთი ნაბიჯებიც გადადგა ერთობის სასარგებლოდ, რამაც საკუთარი ამომრჩევლის გულისწყრომა და ზოგ შემთხვევაში დაკარგვაც კი გამოიწვია (2021 წლის მერის არჩევნები ამის ერთ-ერთი მაგალითია). მიუხედავად ამისა, „ლელო“ სულ იდგა და ახლაც დგას ერთიანობის მომხრედ და ინიციატორად.სამწუხაროა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების გაყალბების შემდეგ ჩვენ მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ მოჰყვა ე.წ. ალტერნატიული პარლამენტის, ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ნორმალური კომუნიკაცია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოლიდერმა სატელევიზიო ბრიფინგებით კომუნიკაცია გადაწყვიტა ჩვენთან, რომელსაც დაუფარავად, პერიოდულად ბულინგის ელემენტებიც ახლდა. მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ვინმემ, რომ შესაძლებელია ჩვენზე ასეთი ფორმით ზემოქმედება?! როგორც ჩანს, სულ დიალოგისა და ერთმანეთისკენ მოწოდება ვიღაცამ ჩვენს სისუსტედ ჩათვალა.აქვე, მკაფიოდ ვიტყვი, რბილად რომ ვთქვა, სამწუხაროა, ეს მოცემულობა და ვერანაირი მსგავსი ზეწოლა, კამპანია ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა!ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა! ამისთვის ორი მთავარი მოთხოვნა იყო და არის უპირველესი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქამდე კი გონივრულად მისვლაა საჭირო და არა ემოციური მოწოდებები.ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ოცნებას“ არ უნდა დავუთმოთ არცერთი მოედანი ბრძოლის გარეშე, რანაირი უთანასწოროც არ უნდა იყოს იგი. ქართველების ბრძოლა სწორედ უთანასწორო ბრძოლებითაა ცნობილი. სწორედ ასეთი უთანასწორო ბრძოლებით შევინარჩუნეთ ჩვენი ქართული სახელმწიფოებრიობა. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი, როცა გავიღვიძებთ და ყველაფერი შეცვლილი დაგვხვდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ბრძოლა და ერთობა და, რაც მთავარია, მოყვასის, პარტნიორის და მოწინააღმდეგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ“, – ნათქვამია ხაზარაძის წერილში.ამასთან, ხაზარაძე წერილში ოპოზიციას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენაა გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი.„შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეშიც კი ვგრძნობ, რომ ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა სამიზნედ „ლელო“ გაიხადეს და კამპანიის წარმოებასაც კი აანონსებენ ჩვენ წინააღმდეგ. მეგობრულად მოგმართავთ, ეს კამპანია იქნება უშედეგო… ასევე, მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს!დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024 წელს მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად. ნუ მივცემთ „ოცნებას“ ყველა დონეზე სისტემური ჩაბეტონების საშუალებას! წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით, რომლის სარეალიზაციო გეგმის შედეგი სრულიად ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერ მოვისმინე, რა ხდება 4 ოქტომბრის არჩევნების მეორე დღეს, გარდა „ოცნების“ უფრო გაძლიერებისა. ერთობა, ბრძოლა და ერთმანეთის მოსმენა არის გამარჯვების აუცილებელი შემადგენელი!თქვენი მამუკა ხაზარაძე. საკანი 208“, – წერს ხაზარაძე წერილში.

გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ილია მურუსიძე – უკეთილშობილესი, ქველმოქმედი, ყველას მომხმარე და გვერდში მდგომი, უიშვიათესი ადამიანი

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ილია მურუსიძე მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.„გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ილია მურუსიძე - უკეთილშობილესი, ქველმოქმედი, ყველას მომხმარე და გვერდში მდგომი, უიშვიათესი ადამიანი, რომელიც დააკლდა ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს.ეს იყო შენი ბედი? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს, რომელმაც ასეთი კეთილშობილი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... გადაინაცვლა მარადიულობაში...რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

გახარიასთან შეიძლებოდა და ამ კაცის იმედად შეიძლებოდა ბრძოლა ოპოზიციაში, კაცო?! კაცმა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია შტურმით იღებდა პარლამენტსო – დიახ, იმიტომ დაგთხარეთ თვალებიო და...

„გახარიასთან შეიძლებოდა და ამ კაცის იმედად შეიძლებოდა ბრძოლა ოპოზიციაში კაცო?! კაცმა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია შტურმით იღებდა პარლამენტსო, დიახ, იმიტომ დაგთხარეთ თვალებიო და მერე თქვა იგივეს გავაკეთებდიო... ლიდერად ვერასდროს ვერავინ ვერ დადგება საქართველოში, რომელმაც საკუთარ ხალხს დათხარა თვალები...“-,  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეში“ განაცხადა. 

შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ, რომ USAID საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყველა დონორი სახელმწიფო ეჭვმიტანილია უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში, უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია.„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი ხუთი თვის წინანდელი პოსტი გამახსენა, რომელსაც კიდევ ერთხელ გთავაზობთ:დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული.მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, „უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და „სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლადშეძენილი „ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი ამ ჩანერგილი „ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებსა და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკა-ს მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახან განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო „უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყველა დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია – უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“, – წერს შალვა პაპუაშვილი.აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც ეხება USAID-ს პროგრამის ოფიციალურად დასრულებას, ნათქვამია: „უამრავი არასამთავრობოს აღმასრულებელი პირები ამერიკელი გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრებით ტკბებოდნენ, ისინი კი, ვისაც უნდა დახმარებოდნენ, უფრო უკან წავიდნენ“.

ეუთოს გენმდივანი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე-ოდირმა დაწერა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ...

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის ომში მყოფი ქვეყანა, როგორც ტექნიკურად ისე სამართლებრივად. ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვმსჯელობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ“ - ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ეუთოს გენმდივანმა, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში 61 მანდატით არის წარმოდგენილი და ბოიკოტს უცხადებს მას, ამით უსამართლოდ ეპყრობა იმ ხალხს, ვინც ისინი აირჩია. „რაც შეეხება არჩევნებს, რომლის შედეგებსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირმა დაწერა ანგარიში, რომელშიც ცალსახად წერია, რომ არჩევნების შედეგები გარკვეული ხარვეზების მიუხედავად ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 150 მანდატიდან 61 აქვს, ანუ, პარლამენტის 40 პროცენტზე მეტი ოპოზიციითაა წარმოდგენილი, თუმცა, ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ცხადია, დემოკრატიაში უნდა გქონდეს სამოქალაქო სივრცე შენი მოსაზრების გამოსახატავად, თუმცა, ასევე ეფექტიანად უნდა გამოიყენო ხალხის მიერ არჩეული ორგანო - პარლამენტი. გქონდეს 40 პროცენტიანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე ამას, ეს ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, ვინც აგირჩია. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა შევისწავლოთ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ“ - განაცხადა ეუთოს გენმდივანმა.

ბოლო სიახლეები