სამშაბათი, ივნისი 3, 2025

თორნიკე გერლიანი: უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ “იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვსო”. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, გვეუბნებოდნენ, უკვე ცხინვალში არიან ჩვენები, კიდევ არ გჯერათ, ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი, კოდორის ხეობის მკვიდრმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.

თორნიკე გერლიანის განცხადებით, მოსახლეობასთან მიდიოდა თანამშრომელი, პოლიციელი ჯარისკაცი, ვინც მათთან კარგად იყო და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და სულ მალე ჩავიდოდნენ სოხუმში.

“აგვისტოში ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, ბოლო სამი დღე დაიძაბა, როგორც კი დაიწყო ცხინვალში დაბომბვები, ჩვენც ახლა კონფლიქტურ ზონაში ვცხოვრობდით და წავიდა კითხვები აბა ახლა ჩვენთან რა იქნება, იმიტომ რომ, ჯარი არის ამხელა რაოდენობა, პოლიცია, არიან მოხუცები, ქალები, ბავშვები და ომ არ ჯობია ვისაც არ შეუძლია გადაადგილება ტყით, ან თავი შეაფაროს, ან იბრძოლოს, ხომ არ ჯობია რომ გაიწიოს ეს ხალხი, მაშინ როგორც ჩვენ გამოგვწიეს 92-93 წელში ჭუბერიდან. არა არანაირი წინაპირობა მაგის არ არსებობს აბა რისთვის ვემზადებით ჩვენო , რისთვის ვართ აქ, რამე რომ მოხდეს ჩვენ ის კი არ გვაქვს გეგმა, რომ აქ დავრჩეთ აქ ვიყოთ კარგადო, ჩვენი ცოტა სხვაგან მივდივართო, ეს სხვაგან წასვლა გულისხმობდა ალბათ სოხუმში ჩასვლას. ამას გვაჯერებდნენ ჩვენ ყოველდღიურად მოდიოდა ვიღაც პოლიციელი, თანამშრომელი, ჯარისკაცი, რომ ყველაფერი კარგად არის მალე ჩავდივართო [სოხუმში]”,-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

თეა წულუკიანის კითხვაზე აგვისტოს ომამდე წინა დეებში ახალი ძალა ხომ არ შესულა კოდორის ხეობაში თორნიკე გერლიანმა უპასუხა, რომ აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია და ყველანი თავის პოზიციებს იკავებდნენ.

“აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია. ყველანი იყვნენ თავის პოზიციებზე სიმაღლეები აღებულია. ერთი მთა არის მანდ დედუქეფთა, კოდორიდან რომ გადავდივართ შემოვლითი გზა არის და მთელ აფხაზეთს უყურებს ზემოდან, ძალიან კარგი სტრატეგიულია ადგილია, მანდ გზა გაიყვანეს 2006 წელსვე და ძალიან დიდი საზენიტო დანადგარები დაამონტაჟეს”, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

თორნიკე გერლიანის განცხადებით, მეტი დამაჯერებლობისთვის ეუბნებოდნენ, რომ მიხელ სააკაშვილს უკვე დალაგებული ჰქონდა ყველაფერი, ქართული ჯარი კი უკვე ცხინვალში იყო და რამდენიმე დღეში სოხუმში ჩასვლას შეძლებდნენ.

“ისიც კი იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ აბა ეს რისთვის არის ჩვენ თუ აქედან გაქცევას ვაპირებთ და თქვენ თუ აქედან უნდა გახვიდეთ ჩვენ ჩავდივართ და ყველაფერი დალაგებული არისო, თან ასე გვეტყოდნენ ხოლმე, რომ ყველაფერი ეს ჩვენთვის ყოფილიყო უფრო დამაჯერებელი, იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო. როცა ვიძახდით, რომ აფხაზეთში არიან ყოფილი მეომრები, ვინც იბრძოდა ჩვენთანაც არიან ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ, იმათი ძმები, როგორ იქნებიან ან შეხვედრა როგორ იქნება, ან ისინი ხომ არ დაყრიან იარაღს პირდაპირ, დალაგებულია მანდ? და ცოტა „წაპერესტრელკება“ იქნება, წაომებაო, მერე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, მაშინ კიდევ უფრო გვეუბნებოდნენ აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული თქვენ კიდევ არ გჯერათო. ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო”, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო, 5 ივნისს, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„16:00-დან 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე.გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი – კრიზისიდან გამოსვლა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბრამდე თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან მიიღო წერილი, რომელშიც გამოთქმულია წუხილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები.„მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, რომელიც გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის თაობაზე, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ, რეალურად, სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება, და ეს რომ არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს, „სიდას“, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში, ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, და ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა. ჩვენ, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო დაკვირვებას საქართველოს მდგომარეობისო, ვრჩებით როგორც დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარების და ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრიზისიდან გამოსვლა არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. არცერთ სხვა ფორმას, არცერთ სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ქვეყანაში დაასრულოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმაც თქვეს, და ანტიევროპული, როგორც ამბობენ ევროპელები. ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „უცვლელია არჩევნების შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია – ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას“.ზურაბიშვილის განმარტებით, „ეს ორი მოთხოვნა, არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არ შეიცვლება“.„ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი თანამდებობას ტოვებს

„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თანამდებობას ტოვებს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი. ამ თხოვნით მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.ეს ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაუდასტურეს.ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022-წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.

ანტონიუ კოშტა – საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია, ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს

მქონდა თავაზიანი სატელეფონო საუბარი ქალბატონ ზურაბიშვილთან. განვიხილეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მათ შორის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.ანტონიუ კოშტა აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია.„ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიკოს ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია - „სახელმწიფო ტერიტორიის აღქმა შუა საუკუნეების ქართულ საზოგადოებაში“ - გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორია არიან.საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას უწევდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, ესწრებოდნენ სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ივანე (მამუკა) გიორგაძე და სხვა მიწვეული პირები.როგორც დოქტორმა ვალერი ვაშაკიძემ აღნიშნა, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორია არ არის განუსაზღვრელი გეოგრაფიული გარემო და მისი ჩამოყალიბების პროცესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. მისი თქმით, კონკრეტული სახელმწიფო ტერიტორია გარკვეული ეთნოსის, ხალხის საკუთრებაა. მკვლევარმა მიმოიხილა ქართული სახელმწიფო ტერიტორიის ფორმირების ისტორია, ისაუბრა სხვადასხვა საუკუნეების ქართული საზოგადოების მხრიდან სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ტერიტორიის აღქმის მნიშვნელობაზე და ამ ჭრილში, ყურადღება გაამახვილა შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების მიერ სახელმწიფო ტერიტორიის აღქმის თავისებურებებზე, შუა საუკუნეების სოციალური ჯგუფების ცნობიერებაზე, ისაუბრა სახელმწიფო ტერიტორიის შესახებ, როგორც მეხსიერების ხატზე და მიმოიხილა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების საკვანძო და გარდამტეხი ეპიზოდები.მეცნიერმა აუდიტორიას შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან არაერთი საინტერესო ფაქტი და მოვლენა გაუზიარა, რომლებსაც ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის ფორმირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, დაინტერესებული სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.როგორც საჯარო ლექციის დასასრულს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებასა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში, ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში, აძლევს ამომწურავ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ბოლო სიახლეები