სამშაბათი, მარტი 18, 2025

თინა ბოკუჩავა – არაფრად მიგვაჩნია ეს უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია

არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით შეკრებითობის პრინციპი აღადგინეს.

„გახსოვთ პრეზიდენტი სააკაშვილი როგორ ამბობდა ხოლმე, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ოკუპანტის სახელით, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას. პრაქტიკულად, ეს მოვისმინეთ დღეს ე.წ. სასამართლოს დარბაზში, რომელიც იქცა უსამართლობის, უკანონობის ბუდედ პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ, როგორც მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის, ასევე ათეულობით სხვა პოლიტპატიმრის მიმართ, რომელთა სასამართლოები სიმბოლურია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როცა ისჯება ამ ქვეყნის მთავარი მედასავლეთე, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი და ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტი სააკაშვილის სახით. არაფრად მიგვაჩნია ეს არაფრისმთქმელი, უკანონო ბრალი და სასჯელი, რომელსაც აცხადებენ მონურ მორჩილებაში მყოფი, რუსების დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებად წოდებული ივანიშვილის მსახურები და ზუსტად ვიცით, რომ ამ ქვეყნის თავისუფლებაც, პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებაც გარდაუვალია. ამას ამბობს საქართველოს ისტორია და იტყვის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ქადაგიშვილი – პროტესტის გამოხატვის საფარველქვეშ როცა შენიღბულია სახელმწიფოზე შეტევა, ასეთი ქმედებების ორგანიზება არც სიტყვის, არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ ჯდება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გამოძიება ამბობს, რომ კონკრეტულ ფონდებში აკუმულირებული თანხები კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა და გამოძიების ფარგლებში ეს ფონდები დაყადაღდა.ქადაგიშვილის თქმით, სახელმწიფოზე შეტევა, ასეთი სახის ქმედებების ორგანიზება, არც სიტყვის და არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში არ ჯდება.„პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილება ალბათ თავისი განცხადებით დაასაბუთა, სადაც საუბარია, რომ ამ ფონდებში აკუმულირებული თანხები გამოიყენებოდა ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურაში მიმდინარეობს გარკვეული გამოძიება. ერთია იმის უფლება, რომ შენი პროტესტი გამოხატო და მეორეა ვითარება, როცა პროტესტის გამოხატვის საფარველქვეშ შენიღბულია სახელმწიფოზე შეტევა, მობილიზება და ორგანიზება ასეთი სახის ქმედებების, რაც რა თქმა უნდა, არც სიტყვის, არც აზრის, არც პროტესტის გამოხატვის ფორმებში და ჩარჩოებში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ამ გამოძიების ფარგლებში იხელმძღვანელა და არსებული ფონდები დააყადაღა. გამოძიება ამბობს, რომ ფონდებში აკუმულირებული თანხები ისეთი ქმედებებისთვის გამოიყენებოდა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებაზე მიუთითებდა“, – განუცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს.პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. ფონდების მეშვეობით.პროკურატურის ინფორმაციით, ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად კი მითითებულია, მათ შორის, „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“.

თეთრი სახლი – ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლევიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა, მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.განცხადების თანახმად, ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე.„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პრაიდის ღონისძიებების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მმართველი პარტიის ამ ინიციატივას 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.კანონპროექტი ხელისუფლებას ასევე აძლევს უფლებას, გამოიყენონ სახის ამომცნობი ელექტრონული პროგრამები აკრძალული ღონისძიებების მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც ასევე „ფიდესის“ კოალიციურმა პარტნიორმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირა მხარი, დაჩქარებული წესით დამტკიცდა. ის პარლამენტს წინა დღით წარუდგინეს.კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს. წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს შესწორებების შეტანას შეკრების თავისუფლების კანონში. შესწორების თანახმად, იკრძალება ისეთი შეკრება, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. აკრძალულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა დაახლოებით 550 დოლარის ოდენობით.უნგრეთის პარლამენტში კენჭისყრის დროს ოპოზიციის წევრებმა ფერადი კვამლი გაუშვეს.ბუდაპეშტის პრაიდის ორგანიზატორები ახალ კანონს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მისი მიზანია ლგბტ თემის „განტევების ვაცად“ ქცევა და კრიტიკული ხმების გაჩუმება.„ეს არ არის ბავშვთა დაცვა, ეს ფაშიზმია. მთავრობა უმცირესობის დევნით ცდილობს, მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკული ხმით შეზღუდოს. შესაბამისად, როგორც მოძრაობა, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა უნგრელის დემონსტრაციის გამართვის თავისუფლებისთვის“, – ნათქვამია ყოველწლიური ღონისძიების „ბუდაპეშტის პრაიდის“ ორგანიზატორების განცხადებაში.

იტალიის პრემიერი: ევროპული ჯარები უკრაინაში? სარისკო და არაეფექტური ვარიანტია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალიური ჯარების უკრაინაში გაგზავნა დღის წესრიგში არასდროს ყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.„ისევე როგორც მიგვაჩნია, რომ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ შემოთავაზებული ევროპული ჯარების გაგზავნა ძალიან კომპლექსური, სარისკო და არაეფექტური ვარიანტია“, - აღნიშნა იტალიის მთავრობის მეთაურმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სავარაუდოდ საქმე ეხება რუსეთიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უკრაინის ხელისუფლებასთან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას.„ჩვენი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ახლა ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბოლო სიახლეები